x
image
პროფესორი
ყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება-შემთხვევით არავის ვხვდებით-ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს
image

როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, ყველაფერს აქვს აზრი და მნიშვნელობა. ეს მდგომარეობები სწორედ იქითკენ მიგვაქანებენ, სადაც უნდა ვიყოთ. მეტისმეტად აზრიან და მნიშვნელოვან დამთხვევებს სინქრონულობას უწოდებენ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც იმისთვის მოდიან ჩვენს ცხოვრებაში, რომ გარდაგვქმნან და ჯაჭვური რეაქცია წამოიწყონ. სინქრონულ კავშირებს ბევრი ფორმა გააჩნია.
ყველა, ვინც ჩვენს ცხოვრებაში მოდის, რაღაცას გვასწავლის. რაღაც დონეზე ყველა ვსწავლობთ ერთმანეთისგან მნიშვნელოვან რამეებს, იმისდა მიუხედავად, ვაცნობიერებთ ამას თუ არა. ზოგი ადამიანი იმისთვის მოდის, რომ გაგვანადგუროს და ფსიქიკურად შეგვარყიოს, ზოგი კი მზადაა ჩვენთან ერთად გაიზარდოს. წარმოგიდგენთ სინქრონული კავშირების ექვს სახეს:

1.ისინი, რომლებიც იმისთვის მოდიან, რომ გაგახსენონ

ეს ადამიანები ისინი არიან, რომლებიც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გვახსენებენ. ისინი ჩვენში არსებულ ცოდნას აღვიძებენ და მის გაგებაში გვეხმარებიან. ეს ადამიანები ჩვენს სულში მარადიულად აღიბეჭდებიან, იმისდა მიუხედავად, ბოლომდე ჩვენთან რჩებიან თუ არა.

2.ისინი, რომლებიც გაზრდაში გვეხმარებიან


ეს ადამიანები ჩვენი სულიერი მასწავლებლები არიან. ისინი იმისთვის მოდიან, რომ ჩვენი თავის უკეთეს ვერსიად გვაქციონ. ისინი ჩვენს გვერდით არიან მაშინ, როცა მათ მისაღებად მზად ვართ და მათთან ერთად უკეთ გვესმის, თუ ვინ ვართ და ვინ უნდა ვიყოთ.

3.ისინი, რომლებიც აქ არიან იმისთვის, რომ დარჩნენ

ეს ადამიანები ჩვენი ცხოვრების სამუდამო ნაწილად რჩებიან. ისინი ჩვენს მხარდამჭერ სისტემად გარდაისახებიან და მაშინ მოდიან, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდება. მათთან ერთად ძალიან ბევრი შეგრძნებისა და გამოცდილების გადატანა გიწევს და ეს კავშირი იმაზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

4.ისინი, რომლებიც იმისთვის მოდიან, რომ გამოგაღვიძონ

ეს ადამიანები ჩვენს რეალობას არყევენ და ხშირად ანადგურებენ კიდეც. ხშირად ვნატრობთ, ნეტავ არასდროს გამოჩენილიყვნენო, თუმცა ფაქტია, მათგან უამრავ რამეს ვსწავლობთ. ჩვენს გზაზე შემხვედრებიდან ყველა ვერ იქნება დადებითი და პოზიტიური. ნეგატიურობაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასთან ერთად ზრდა მოდის. სამყარომ იცის რა შეგიძლია და არასდროს გამოგიგზავნის ისეთ რამეს, რის გამკლავებასაც ვერ შეძლებ.

5.ისინი, რომლებიც სიცარიელეს გივსებენ

ეს ადამიანები შენს ცხოვრებაში მხოლოდ გარკვეული პერიოდის მანძილზე ჩნდებიან, მერე კი გვერდით ჩაგივლიან, თუმცა რაღაც სასწაულით, თავს მაინც გაცილებით ნაკლებად მარტოსულად გაგრძნობინებენ. შესაძლოა უბრალოდ თვალის შევლება ან რამდენიმე სიტყვის თქმა მოასწრო, თუმცა ხვდები, რომ იმხელა სიცარიელე აღარ არის. ეს ადამიანები ძალიან დიდ გავლენას ახდენენ შენზე მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდება.

6.ისინი, რომლებიც აუცილებლად უნდა წავიდნენ

ისინი შენთან დიდი ხნის მანძილზე არასდროს დარჩებიან. სამყარომ ისინი იმისთვის გამოგიგზავნა, რომ მათგან მნიშვნელოვანი რაღაც ისწავლო და როგორც ზემოთ აღინიშნა, ყველა შეხვედრა პოზიტიური ვერ იქნება. ეს ადამიანები იმისთვის მოდიან, რომ თავი შეგაყვარონ, მერე კი შენი გული ნამსხვრევებად აქციონ. ასეთ მომენტებში ტრანსფორმაცია გარდაუვალია.


image

0
264
5-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0