პარამეცნიერებები მეცნიერებმა დაამტკიცეს,რომ ერთმანეთისგან გარკვეული მანძილით განცალკევებულ გონებებს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია 2018, 24 დეკემბერი, 15:03 ტელეპათია ინდივიდებს შორის ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს, ნებისმიერი ცნობილი სენსორული არხისა თუ ფიზიკური ურთიერთქმედების გარეშე. ჰარვარდის სამედიცინო სკოლამ, რომელიც გონებებს შორის კომუნიკაციას იკვლევდა, აღმოაჩინა, რომ ადამიანის ტვინს შეუძლია პირდაპირი "საუბარი", თუნდაც ათასობით კილომეტრით იყოს მეორე ტვინისგან დაშორებული. მოგვიანებით, რობოტიკული ინჟინრებისა და ნეირომეცნიერებისგან შედგა ჯგუფი, რომელთა კვლევებიც ადასტურებს, რომ ორ ადამიანურ ტვინს შორის ინფორმაციის გადაცემა ნამდვილად შესაძლებელია გონების სხვადასხვა კორიდორების გამოყენებით. ამ კვლევაში 28დან 50 წლამდე ასაკის მოხალისეები იღებდნენ მონაწილეობას. მეცნიერებმა ერთი პიროვნების სკალპს, რომელიც ინფორმაციის გამცემად მოიაზრებოდა, ელექტროდები მიამაგრეს. მონიტორზე მისი ტვინი აისახა. შემდეგ ეს ყველაფერი დაუკავშირდა იმ კომპიუტერს, რომელიც მიღებული სიგნალების ინტერპრეტაციას ახდენდა. მიმღებ მხარეს დაევალა იმ შეტყობინებების გადმოცემა, რომელსაც გამცემი მხარე გზავნიდა. ისინიც კომპიუტერზე იყვნენ შეერთებული, რომელიც მათ ტვინს შეისწავლიდა. როცა შეტყობინებები გამოიგზავნა, მიმღებმა მხარემ ტვინის სტიმულაცია შეიგრძნო. მათ პერიფერიულ ხედვაში სინათლის გაელვება აისახა და მარტივი შეტყობინებების გაშიფვრა შეძლეს. დიდია ალბათობა, რომ ტელეპათია შეგეგრძნოთ იმ ადამიანთან, რომელთანაც ძალიან ახლოს ხართ. შესაძლოა კონკრეტულ ინდივიდზე გაგეფიქრებინათ, მათზე კონცენტრირება მოგეხდინათ, მას კი უეცრად დაერეკა ან მოეწერა თქვენთვის. უამრავი ადამიანი ირწმუნება, რომ ისინი ზუსტად გრძნობდნენ საყვარელი ადამიანის სიკვდილს მაშინაც კი, როცა მათგან ათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი. იმისათვის, რომ ტელეპათიამ იმუშაოს, ორივე მხარეს, როგორც აზრის გამგზავნელს, ასევე აზრის მიმღებს, უნდა ჰქონდეს გახსნილი დამოკიდებულება და ძლიერი რწმენა, რომ ეს აუცილებლად იმუშავებს. დასაწყისისთვის იდეალურია ისეთი გარემო, რომელიც მშვიდი და ჩუმია და ყურადღებას ვერაფერზე გადაიტანთ, ვერც გონება გაგეფანტებათ. თქვენი გონებაც ფიქრებისგან დაცლილი უნდა იყოს. შემდეგი ნაბიჯია მიმღები მხარის ვიზუალიზაცია. ის ან თქვენ გვერდით უნდა იჯდეს, ან წარმოიდგინოთ, რომ გვერდით გიზით. შემდეგ გონებაში წარმოისახეთ, რომ რაღაც კაბელია თქვენს შორის, რომელიც თქვენს ტვინებს ერთმანეთთან აკავშირებს. აღიბეჭდეთ გონებაში ის ფიქრები, რომლის გადაცემაც მეორე მხარისთვის გსურთ და წარმოსახეთ, როგორ გადასცემთ მას ამ კაბელის დახმარებით. გონებაში დახატეთ სურათი იმ ნებისმიერი რამის, რაზეც ფიქრობთ და გადაეცით ეს ყველაფერი პოზიტიური ემოციებისა და იმ დიდი რწმენის თანხლებით, რომ ეს აუცილებლად იმუშავებს. ეს კვლევა წარმოადგენს პატარა ნაბიჯს ტელეპათიაში. მისი საფუძვლიანად შესწავლა და მისი სრულყოფილად დაუფლება წლებს, ზოგჯერ ათწლეულებსაც კი მოითხოვს. საბოლოო მიზანია კომპიუტერისა და სხვა ამგვარი საშუალების სრულიად მოშორება, ინფორმაციის გადასაცემად რომ ვიყენებთ. ტელეპათიით თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, თავისუფლად, პირდაპირ გქონდეთ კომუნიკაცია ადამიანებთან, რაიმეს დახმარებისა თუ გამოყენების გარეშე. 94 4-ს მოსწონს
|