x
image
ზოგადი განათლება
რატომ ვამბობთ ქართველები ''სანტა კლაუსს'', ''თოვლის პაპას'' ნაცვლად?!

რატომ სანტა კლაუსი და არა თოვლის პაპა?


image


ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტს აუცილებლად სჭირდება ყურადღების გამახვილება და დაკვირვება. მითური ადამიანის სახის არსება, რომელიც ასოცირდება ახალ წელთან, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კულტურაში გვხვდება. თოვლის პაპის კულტი უკავშირდება ქრისტიანულ წმინდან ნიკოლოზს, თავისი მნიშვნელობით თოვლის პაპას მეტად უახლოვდებიან სხვადასხვა ევროპულ კულტურებში არსებული საახალწლო და საშობაო არსებები, მაგალითად, სლავური დედ მოროზი, ფრანგული პერ ნოელი, გერმანული ვაინახტსმენი, იტალიური ბაბო ნატალე, ინგლისური ფაზერ ქრისმასი და ამერიკული სანტა კლაუსი.



თოვლის პაპა/თოვლის ბაბუ ქართული წარმოშობის მითოლოგიურ-ზღაპრული პერსონაჟია. თოვლის პაპის საცხოვრებლად მიიჩნევა სვანეთი, კერძოდ, საქართველოს და სრულიად ევროპის ყველაზე მაღალი დასახლება უშგული, საიდანაც ყოველ ახალ წელს მიემართება ბავშვებთან საჩუქრებით ხელდამშვენებული. როგორ წესი, თოვლის პაპას გამოსახავენ კეთილი მოხუცის სახით, რომელსაც აქვს გრძელი თეთრი წვერი, მოსხმული აქვს ნაბადი (შავი ან თეთრი ფერის), ახურავს სვანური ქუდი ან ყაბალახი, ცალ მხარზე კი საჩუქრებით სავსე ხურჯინი აქვს გადაკიდებული.
საქართველოში ნელ-ნელა ვცდილობთ სრულიად შესაბამისი და დახვეწილი პერსონაჟის, დასავლური სანტა კლაუსით ჩანაცვლებას. საახალწლო დღეებში იშვიათად თუ სადმე შეგვხვდება ან ვნახავთ ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილ თოვლის პაპას. მედიაში, ქუჩებში, საახალწლო ღონისძიებებზე მუდამ ვხედავთ წითლებში გამოწყობილ სანტა კლაუსს და თანდათან ვივიწყებთ ძირძველ ქართულ თოვლის პაპას.


გავუფრთხილდეთ ქართულ ტრადიციებს.
გავუფრთხილდეთ ქართულ მითოსს.
ასეთი პერსონაჟის ყოლის ფუფუნება ბევრ დიდ კულტურას არ აქვს.


@ნაციონალური გამოღვიძება

2
236
2-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
236
  
2019, 13 იანვარი, 9:09
ალბათ თოვლის გოგონა
2019, 13 იანვარი, 7:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2