x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ემსხვერპლა
image


ქალაქ დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე გოლფის მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. შემთხვევა 2 იანვარს, დაახლოებით საღამოს 21:00 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლს ალკოჰოლური ზემოქმედება არ დაუდასტურდა.


გარდაცვლილია დედოფლისწყაროში მცხოვრები 1975 წელს დაბადებული პეტრო კუნჩინი. სავარაუდოდ, ისიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია.


„მწვანე ფერის გოლფი იყო, ნომერიც დამამახსოვრდა 047. ალბათ ნასვამები იყვნენ, ბიჭს რომ დაეჯახა, ადგილზევე გარდაიცვალა, სასწრაფომაც ვერაფერი უშველა. სასწრაფოს ექიმებმა თქვეს, ხელს ვეღარ წავავლებთ, უკვე დაღუპულიაო. გარდაცვლილს დალევა უყვარდა, სულ ბაზრის ტერიტორიაზე ტრიალებდა. შუა გზაზე მოდიოდა, ალბათ ნასვამი იყო, “ - ამბობენ თვითმხილველები.



დედოფლისწყაროს საავადმყოფოში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს საავადმყოფოში არავინ მიუყვანია.


მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს. შემთვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.


ამავე თემაზე: დედოფლისწყაროში 3 წლის ბიჭი მაღალი სიცხეებით გარდაიცვალა

0
256
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0