კინო ნახეთ: როგორ გამოიყურებიან ულამაზესი ქალების შვილიშვილები - თაობებში გაგრძელებული სილამაზე 2019, 2 იანვარი, 21:36 ![]() განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა სილამაზე გენეტიკურად, თაობიდან თაობას გადაეცემა და ეს ყველასთვის შესამჩნევია. წარმოგიდგენთ სილამაზით განთქმული სამი ცნობილი ქალბატონის შვილიშვილს, რომელებსაც მათი ბებიების არისტოკრატული სილამაზე გენეტიკურად გადაჰყვათ: კირა ანდრონიკაშვილი & ლიკა ევგენიძე ![]() კირა ანდრონიკაშვილი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლება, მან 20 მდე მხატვრულ ფილმში ითამაშა მთავარი და მეორეხარისხოვანი როლები, მაყურებელს დღემდე ახსოვს მისი ნათამაშები მერი ფილმიდან "მე, ბებია ილიკო და იალრიონი", ძაბული ფილმიდან "მთვარის მოტაცება", ახტაჯანა ფილმიდან მტრედები და ა.შ ![]() კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილია ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე. ლიკამ ბებიის გზა გააგრძელა, მან მსახიობის პროფესია აირჩია და მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი დაამთავრა, მაგრამ საბოლოოდ ტელეწამყვანად უფრო იცნობს საზოგადოება, ის რუსთავი 2-ზე გადაცემა სხვა შუადღის თანაწამყვანია. ფოტოზე - კირა ანდრონიკაშვილი შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილთან ერთად ![]() ![]() ![]() ![]() არიადნა შენგელაია & ნატალია ჯუღელი ![]() ქართული მხატვრული ფილმი "შერეკილები" ამ ქალბატონის სავიზიტო ბარათია. ელდარ შენგელაიას ლეგენდარულ ფილმში მთავარ როლს - მარგალიტა ამყოლაძეს არიადნა შენგელაია ასახიერებს. ის ტაშკენტში დაიბადა, მისი მამა გერმანელი რუსი იყო და 1937 წლის რეპრესიებს რომ აცდენოდა ოჯახით დროებით ტაშკენტში გადასახლდა. სწორედ იქ დაიბადა გოგონა, რომელსაც ბერძნული სახელი - არიადნა დაარქვეს. მაშინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა. რომ ის რამდენიმე ათეულ წელიწადში საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი გახდებოდა "შერეკილებამდე" მას უკვე არაერთი როლი ჰქონდა ნათამაშები სხვადასხვა ფილმში და საბჭოთა მაყურებელი კარგად იცნობდა: გამორჩეულია ტატიანა ლარინა კინოფილმიდან "ევგენი ონეგინი" ![]() ![]() სწორედ ელდარ და არიადნა შენგელაიების შვილიშვილია მსახიობი ნატალია ჯუღელი, რომელმაც თბილისის სახელწიფო თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა მსახიობის სპეციალობით. არიადნა შენგელაია დღეს 80 წლისაა, მან დაამთავრა სამსახიობო კარიერა და უარს აცხადებს თავშეყრის ადგილებში გამოჩენასა და ინტერვიუებზე, სამაგიეროდ შვილიშვილი ყვება ბებიის შესახებ დიდი სიყვარულით, ნატალია ამბობს, რომ არიადნა დღესაც შესანიშნავად გამოიყურება თუმცა ის დღეს ნამდვილი ბებიაა, არ ცდილობს ნაოჭების დამალვას და ყოველთვის ყველაზე მეტი ენერგია მას მაქვს ოჯახში. ფოტოზე - ბებია და შვილიშვილი ![]() 1365 1-ს მოსწონს
|