საზოგადოება "დღეს მამას გარდაცვალების დღეა" - ცოტნე გამსახურდია 2018, 31 დეკემბერი, 0:52 "დღეს მამას გარდაცვალების დღეა. აღარ მოვყვები და არ გავიხსენებ, რა დღეების გავლა მოუწია მას მანამდე იმისთვის, რომ ამ ქვეყნის თავისუფლება და განვითარება უნდოდა მხოლოდ. მას ხომ პირადი მიზნები არ ჰქონია... 1993 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ჩემთვის სამუდამოდ შეიცვალა ახალი წლის დღესასწაულების აღქმა. და ამ ვითომ-ქვეყანაში, რადაც ის შემდეგ აქციეს, სამართალი და სიმართლე პოლიტიკისა და კონიუნქტურის მძევალი გახდა არამხოლოდ ზვიად გამსახურდიას, არამედ უამრავი სხვა ადამიანის შემთხვევაში... დიახ, ვიცი ეს ყველაფერი. ვაცნობიერებ ჩემს წილ პასუხისმგებლობასაც იმისთვის, რომ შეცდომების, ინტრიგებსა და სპეკულაციებში გამოუცდელობის გამოც ეს საქმე დღეს იქ არის, სადაც არის. მაგრამ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! და ვიცი აბსოლუტურად ზუსტად, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამ სიბინძურის შემსრულებლებმა, დამკვეთებმა აგონ პასუხი, ვინც ჯერ დააბოტებს ამ ქვეყანაზე, ხოლო ვინც აღარ - მათ სახელებს ყორღანაშვილის გვერდით იხსენიებდეს შთამომავლობა, თუ ამ ქვეყანას არსებობა და სწორად განვითარება უწერია! 83 1-ს მოსწონს
|