ქალი და მამაკაცი 109 წლის ქალის თქმით, ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო მამაკაცების გარეშე ცხოვრებაა 2019, 4 იანვარი, 16:27 ![]() ჯესი 1906 წელს დაიბადა ფერმაში, შოტლანდიაში. ის 5 დასთან და 1 ძმასთან ერთად გაიზარდა პატარა, ოროთახიან კოტეჯში. თავდაპირველად ჯესი ფერმაში მუშაობდა, შემდეგ კი ქალაქში წავიდა მდიდარი ბიზნესმენის მოსამსახურედ. საბოლოოდ კი, კარიერა მომსახურების ინდუსტრიაში, ქალაქშიც და სოფელშიც წამოიწყო. როცა ასაკში შევიდა, გალანი Crosby House-ში წავიდა. ეს მოხუცთა თავშესაფარია. იქ მომუშავე ერთ-ერთმა პერსონალმა ადგილობრივ ახალი ამბების სააგენტოს უთხრა: "ჯესი საყვარელი ქალია. მას აქ საუკეთესო მეგობარი სარა ჯეინსი ჰყავს და ისინი სულ ერთად არიან. ჯესის მოსწონს მუსიკა და ვარჯიში, ძალიან დამოუკიდებელი ადამიანია და ხშირად სეირნობს ხოლმე". ჯესი 2015 წელს გარდაიცვალა, მაგრამ საზოგადოებას თავისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო დაუტოვა - კაცებისგან თავის შორს დაჭერა. "ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო მამაკაცებისგან შორს ყოფნაა", - თქვა გალანმა, -"მათ იმაზე მეტი უსიამოვნება მოაქვთ, ვიდრე ღირან". ასევე დაგაინტერესებთ:1. ყველაზე თანამედროვე ბებიები და ბაბუები მთელი მსოფლიოდან 2. რატომ არის ცოლი შვილებზე მნიშვნელოვანი 3. 12 მიზეზი, თუ რატომ არ გწერთ ბიჭი პირველი (მაგრამ მიწერილს ყოველთვის პასუხობს) 4834 6-ს მოსწონს 1-ს არა
|