პოლიტიკა ბრიტანელი ქალი, ზედმეტსახელად "თეთრი ქვრივი" მთელს მსოფლიოში ტერაქტებისთვის ემზადება 2018, 30 დეკემბერი, 22:01 ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, არაბელი ტერორისტი თვითმკვლელის მეუღლის, სამანტა ლიუტვეიტის მოსაძებნად, რომელსაც მეტსახელად "თეთრი ქვრივი" ქვია. ამის შესახებ DailyMail- ი იუწყება სამართალდამცავ ორგანოების წყაროების მიხედვით. სამანტა ლიუტვეიტი არის ყველაზე ძებნილი ქალი მსოფლიოში. იგი ბრიტანელია, 35 წლისაა, მას 4 შვილი ჰყავს, ის ჯიჰადისტი და ტერორისტია. ახლა იმალება იემენში. მასზე ნადირობა 7 წლის განმავლობაში გრძელდება. მაგრამ ახლა უსაფრთხოების სამსახურები ამბობენ, რომ ისინი მასთან ახლოს არიან. "სამანტა რჩება ნომერ პირველ სამიზნედ. ჩვენ გვჯერა, რომ ხაფანგში მალე გაებმება, ჩვენ ამას მივაღწევთ. " - განაცხადა სპეცსამსახურების წარმომადგენელმა. ბრიტანეთის დაზვერვა მიიჩნევს, რომ თეთრი ქვრივი ქალი თვითმკვლელის იმიჯით ემზადება მთელი მსოფლიოს კურორტებზე თავდასხმებისთვის. გარდა ამისა, ლიუტვეიტმა შეიძლება მოამზადოს ტერორისტული თავდასხმა ლონდონში. ინტერპოლმა გამოაქვეყნა მისი დაკავებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ორდერი. ითვლება, რომ ქალი დაკავშირებულია დამნაშაავებთან და თვითმკვლელ ტერორისტებთან კენიასა და სომალიში. მასთან თანამშრომლობენ ისლამისტები "ალ-შაბააბის" დაჯგუფებიდან, რომელიც იემენში მოქმედებს. აგენტები ამბობენ, რომ თეთრი ქვრივი პასუხისმგებელია 400 ადამიანის სიკვდილზე. ლიუტვეიტი იყო ჩვეულებრივი ბრიტანელი გოგონა ღირსეული ოჯახიდან. ლონდონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან ისლამი მიიღო და ექსტრემისტზე დაქორწინდა. 2005 წელს ქმარმა ლონდონში ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება დაიწყო, რის შედეგადაც ტერორისტული აფეთქება მოხდა. 52 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ლიუტვეიტის ეწოდა თეთრი ქვრივი. არაბ ტერორისტთან ქორწინებიდან, ბრიტანელ ქალს ორი შვილი ჰყავს. ხოლო, ორი შვილი ალ-შაბააბის ჯგუფის წევრებისგან. მანამდე, ლიუტვეიტმა განაცხადა, რომ ყველა შვილს ჯიჰადისტად გაზრდის. 229 შეფასება არ არის
|