სხვა მსოფლიოს 9 ყველაზე უჩვეულო ქალი,რომლებიც გინესის წიგნში მოხვდნენ 2018, 30 დეკემბერი, 21:19 მსოფლიოში დაახლოებით 3, 8 მლრდ. ქალი ცხოვრობს და ყოველი მათგანი თავისებურად განუმეორებელი და უჩვეულოა. თუმცა, მათ შორის ისეთებიც არიან, რომელთა გამორჩევა სხვებისგან ნამდვილად არ გაგიჭირდებათ, ამის მიზეზი კი სხვადასხვაა: ერთს სილამაზის საკუთარი სტანდარტები აქვს, მეორეს უჩვეულო მოქნილობა და ა.შ. გაგაცნობთ იმ 9 ქალბატონს, რომლებიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ. თუ რატომ-ამას სტატიიდან შეიტყობთ. 1.ყველაზე გრძელი ფეხები ამერიკელ ლორენ უილიამსს ყველაზე გრძელი ფეხები აქვს მსოფლიოში. ლორენის სიმაღლე 190 სმ-ია, მისი ფეხების სიგრძე კი-124 სმ-ია, რაც მისი სხეულის 65%-ია. ლორენი ფრენბურთით იყო გატაცებული, გინესის წიგნში მოხვედრის შემდეგ კი მოდელი გახდა. როგორც ლორენი ირწმუნება, ფეხების სიგრძე დისკომფორტს არ უქმნის, თუ არ ჩავთვლით თვითმფრინავით მგზავრობასა და მაღაზიაში იმედგაცრუებას მოწონებული სამოსის სათანადო ზომის არქონის გამო. 2.ყველაზე ვიწრო წელი პიქსი ფოქსის მსოფლიოში ყველაზე წვრილი წელი აქვს. ამ გარდასახვამდე გოგონა შვედეთში ცხოვრობდა და ინჟინრად მუშაობდა ერთერთ კომპანიაში, თუმცა მისი ოცნება მოდელობა და ვარსკვლავობა იყო. პიქსის ძალიან უნდოდა, რომ ცნობილ მულტიპლიკაციურ პერსონაჟს-ჯესიკა რებითს დამსგავსებოდა და ამის მისაღწევად 125 000$ და რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. მან 6 ნეკნი მოიშორა და შედეგად მისი წელის გარშემოწერილობა 36სმ-ია, თუმცა, ამჟამად პიქსის კორსეტის გარეშე მოძრაობა არ შეუძლია და მხოლოდ თხევად საკვებს იღებს. გამოთქმა “სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს"-სწორედ პიქსის შეეფერება, თუმცა, ისიც საკამათოა, არის თუ არა ეს სილამაზე. 3.ყველაზე დიდი აფროვარცხნილობა აშშ-ში მცხოვრები ეივინ დუგასი თავისი ვარცხნილობით ამაყობს, რომელსაც 14 წლის განმავლობაში იზრდიდა და რომლის გარშემოწერილობაც 132სმ-ია. ახალგაზრდობაში ეივინი სწორ თმაზე ოცნებობდა და ყველა ღონეს ხმარობდა ურჩი თმის გასასწორებლად. ახლა კი სხვა ქალებს შთააგონებს საკუთარი თავით იამაყონ და თავადაც ამაყობს, რომ გინესის წიგნში მოხვდა, თუმცა, არც იმას უარყოფს, რომ ასეთი უზარმაზარი ვარცხნილობა დისკომფორტსაც უქმნის. მაგალითად, თავის დასაბანად მას მთელი ბოთლი შამპუნი სჭირდება გასაშრობად კი-თითქმის 2 დღე. 4. უფეხო მსოფლიო ჩემპიონი ეიმი მალინზი ამერიკელი მსახიობი, მოდელი და სპორტსმენია. ასევე 1996 წლის ატლანტის პარაოლიმპიური თამაშების მონაწილე. ერთი წლის იყო, როცა თანდაყოლილი დაავადების გამო ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა მუხლსქვემოთ. ემი იხსენებს:“დედა ბავშვობიდან მიხსნიდა, რომ მე ისეთი არ ვარ, როგორც სხვები, მაგრამ მე არასდროს მიგრძვნია თავი უბედურად, მეგობრებსა და თანაკლასელებში თეთრი ყვავი არ ვყოფილვარ." უნივერსიტეტში გოგონა ხშირად მონაწილეობდა სპორტულ შეჯიბრებებში და თანტოლებს ამარცხებდა კიდეც. 1999 წელს მისი, როგორც მოდელის დებიუტი შედგა ალექსანდრ მაკქუინის ჩვენებაზე. ჟურნალ People-ის ვერსიით კი ეიმი პლანეტის 50 ულამაზეს ადამიანს შორის დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ კიდურები არ აქვს, ეიმიმ ბევრ წარმატებას მიაღწია და ხშირად გამოდის ლექციებზე, სადაც თავისი მაგალითით სხვებსაც ამხნევებს და შთააგონებს. 5.ყველაზე მოქნილი იულია გიუნტელი მსოფლიოში ყველაზე მოქნილი ქალია. გინესის რეკორდების წიგნში ის უცნაური რეკორდის წყალობით მოხვდა:12 წამში მან 3 გასაბერი ბუშტი გახეთქა წელში გადაღუნვით. იულიას სიმაღლე 175 სმ-ია და მას უპრობლემოდ შეუძლია 50სმ-იან ყუთში მოთავსდეს. გოგონა გერმანიაში ცხოვრობს. 6.ყველაზე ძლიერი მსოფლიოში ანეტა ფლორჩიკი პოლონელი ძალოსანია. ის 16 წლიდანაა დაკავებული სიმძიმეების აწევით.2000 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა და ამავე დროს World’s Strongest Woman-ის(მსოფლიოს უძლიერესი ქალი) ოთხგზის გამარჯვებულია. ანეტამ 1 წუთში 5 ტაფა გაღუნა და გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. 7.ყველაზე გრძელი თმა კსიე კვიპინგტის თმის სიგრძე თითქმის 6 მეტრია. ქალი თმას 13 წლიდან იზრდის და ყოველდღე განსაკუთრებულად უვლის თავის ვარცხნილობას. 8.მსოფლიოში ყველაზე მაღალი სუნ ფანი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქალია. მისი სიმაღლე 221 სმ-ია. ქალი ჩინეთში დაიბადა 1987 წელს.დამთავრებული აქვს ეკონომიკის ფაკულტეტი და 7 წლის განმავლობაში მუშაობდა ფინანსურ დაწესებულებაში განყოფილების მენეჯერად. ფანი სპორტითაა დაკავებული და მუსიკა უყვარს, კონცერტებზეც ხშირად გამოდის. 9.მსოფლიოს უხუცესი ქალი კანე ტანაკა-მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ქალია. ის 1903 წელს დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის მეუღლესთან ერთად ბრინჯის ღვეზელებით ვაჭრობდა. ომში ქმრის დაღუპვის შემდეგ მაღაზიაში მუშაობდა 63 წლამდე.103 წლის იყო, როცა კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ კანემ ამ დაავადების დამარცხება შეძლო. კანეს თქმით, მისი დღეგრძელობის საიდუმლო მოსიყვარულე ოჯახი, სწორი კვება, ჯანსაღი ძილი და ოპტიმიზმია. გატაცებულია კალიგრაფიით და უყვარს ლექსების წერა. 2 იანვარს ის 116 წლის ხდება. 484 შეფასება არ არის
|