მცხეთა მთიანეთი მჭადიჯვარს გაზი ეღირსა! 2018, 29 დეკემბერი, 14:11 გვინდა, მოკლედ გაგაცნოთ, თუ როგორ შემოიყვანეს დუშეთის მუნიციპალიტეტ სოფელ მჭადიჯვარში ბუნებრივი აირი. პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ წლების განმავლობაში ვცდილობდით სოფელი გაზიფიცირებულიყო, მაგრამ უშედეგოდ. 2015 წელს დავწერეთ სოფლის მოსახლეობის საკეთილდღეოდ, საერთო განცხადება, რაზეც ხელი მოაწერა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. ეს განცხადება დაიწერა ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ტრიპოლსკის სახელზე, რომელიც გულით მოეკიდა აღნიშნულ განცხადებას და მიმართა თხოვნით იმდროინდელ ინფრასტრუქტურის მინისტრ ნ. ჯავახიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს, დუშეთის საკრებულოს თავჯდომარე გ. ფალავანაშვილს, მუნიციპალიტეტის გამგებელ ვ. ჩოხელს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. ეს სიტუაცია გაგრძელდა სამი წლის განმავლობაში, რადგან თურმე მჭადიჯვარი არ ყოფილა მოხსენიებული წინა წლებშიც კი ენერგეტიკის სამინისტროში, იმისათვის, რომ განხილვაზე გაეტანათ და შემდეგ შემოეყვანათ ბუნებრივი აირი სოფელში. 2015 წლიდან დაიწყო 2016-17 წლებში სოფელი მჭადიჯვრის საკითხის განხილვა გაზის შემოყვანის თაობაზე და საბოლოოდ, დადგა ის დღეც, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა ვ. ჩოხელმა გვამცნო სასიხარულო ამბავი - ნებართვის გაცემის შესახებ. 07.09.2017 - მშენებლობის დაწყების თარიღია, ხოლო 08.09.2017 - პროექტის შეთანხმების და ნებართვის გაცემის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამგებლის 2-17 წლის 7 სექტემბრის ბრძანება #1745/ს-ის საფუძველზე. მშენებლობის ნებართვა კი ძალაშია 2018 წლის 18 სექტემბრამდე. მჭადიჯვარში გეგმის მიხედვით დაიწყო გაზის მშენებლობა და მოსახლეობისათვის სახლებში შეყვანაც უმოკლეს დროში განხორციელდა. მჭადიჯვრის მოსახლეობა ვართ მადლობელი ამ უდიდესი პროექტის განხორციელებისათვის. მადლობას ვუცხადებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველას ვინც კი ოდნავი წვლილი მაინც შეიტანა ამ მნიშვნელოვანი ფაქტის განხორციელებაში. მჭადიჯვრის მოსახლეობის სახელით, უღრმეს მადლობას ვუცხადებთ ბატონ ირაკლი ტრიპოლსკის და ბატონ ვაჟა (გიზო) ჩოხელს. დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეული სოფელი მჭადიჯვარი. 69 შეფასება არ არის
|