x
ავტობუსების კონტროლიორები და მგზავრები

თბილისში ხშირად დავდივარ ავტობუსით და ბევრჯერ შევსწრებულვარ კონტროლიორებსა და მგზავრებს შორის ჩხუბსა და შეხლა- შემოხლას.ამის მიზეზი ხდება ხოლმე ბილეთის დროზე აღება და ან მისი დაგვიანება.არიან თავაზიანი კონტროლიორები, რომლებიც კულტურულად ემსახურებიან მგზავრებსა და ხშირად გადაჭედილ ავტობუსში როცა მგზავრები ვერ ახერხებენ ბილეთის აღებას, თვითონ უღებენ.სამწუხაროდ, როგორც ყველგან, ამ სამსახურშიც არიან ისეთები, ვისაც ერთი სული აქვთ, რომ ვინმე გამოიჭირონ ბილეთის გვიან აღებაში, რომ იმ წუთში აჯარიმებენ მას.ასეთი ფაქტი მოხდა გუშინ, იმ დროს როდესაც ერთ-ერთ სტუდენტს ეჩქარებოდა ბიბლიოთეკაში და ბილეთის აღებას ვერ ახერხებდა გადაჭედილ ახალ ლურჯ ავტობუსში(N61-ში), შესაბამისად, მან ერთ-ერთ მგზავრს სთხოვა, რომ ბილეთი აეღო მისთვისაც. მოგეხსენებათ ახალ ავტობუსებში წინ და უკან დაყენებულია უბილეთო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სალაროები, რომელიც მხოლოდ აფიქსირებს ბარათს და არ გაძლევს ქაღალდის ბილეთს. სწორედ ამ სალაროსთან იმყოფებოდა იგი ყველაზე ახლოს აღნიშნულმა მგზავრმა დააფიქსირა მისი ბარათი, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა ისე, რომ გაჩერებაზე ჩამოსვლის დროს, სადაც კონტროლიორები იმყოფებოდნენ გადამოწმებისას არ იყო დაფიქსირებული ამ სტუდენტის ბარათი, ამიტომ კონტროლიორებს კანონის მიხედვით ჯარიმა უნდა გამოეწერათ. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს სტუდენტი ამ სიტუაციაში არაფერ შუაში არ ყოფილა და არ დაურღვევია კანონი - მან ჰო ხალხის სიმრავლის გამო თვითონ ვერ მოახერხა ბარათის დაფიქსირება და სხვას სთხოვა, რომელმაც განზრახ არ დააფიქსირა, ანდაც უბრალოდ გაჭედა იმ დროს სალარომ და სრულიად შესაძლებელია სალაროს ტექნიკური გაუმართაობის ბრალი იყოს ეს შემთხვევა. კონტროლიორებთან დიდი ხნის განმავლობაში კამათისა და შესაბამისი არგუმენტების მოყვანის შემდეგაც მაინც გამოუწერეს მას ჯარიმა, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი ყველანაირი ხერხით ცდილობდა თავის სიმართლე დაემტკიცებინა უსამართლობა დაენახებინა მათთვის და თავიდან აეცილებინა დაჯარიმება. ამის გარდა ელემენტალურია, რომ მათ შეეძლოთ მისთვის ადამიანური ანგარიში გაეწიათ და უსამართლოდ არ დაეჯარიმებინათ. ეს კონკრეტული შემთხვევა მხოლოდ ამ სტუდენტის პრობლემა არაა, ყოველდღიურად ხდება მსგავსი ფაქტები, როდესაც ავტობუსებში ხალხის სიმრავლის გამო მგზავრები ერთმანეთის დახმარებით ახერხებენ ბილეთის აღებას, ამიტომ მერიამ თუ სატრანსპორტო კომპანიამ, მოკლედ ვის კომპეტენციაშიც შედის ამ საკითხის მოწესრიგება უნდა უზრუნველყოს და გათვალოს თბილისის მასშტაბით სამარშუტო ტრანსპორტის იმდენად ხშირი ინტერვალებით გადაადგილება, რომ აღარ ხდებოდეს მათი გადაჭედვა. ამის გარდა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დროზე უნდა მოხდეს ძველი ყვითელი ავტობუსების(რომლებიც უკვე ცუდ მდგომარეობაშია image
და ხშირად ფუჭდება, რაც აფერხებს მგზავრების დროზე გადაადგილებას) ამ ახალი ლურჯი ავტობუსებით ჩანაცვლება, რათა ხალხი მხოლოდ ახალ ავტობუსებს არ აწყდებოდეს და შესაბამისად გადანაწილდეს დაბალანსდეს მგზავრთა რაოდენობა ავტობუსებში. ასევე, საჭიროა ახალი სამარშუტო ნომრების დამატება და აგრეთვე, მათი გადაადგილების მანძილის გაზრდა, რითაც შესაძლებელია ამ პრობლების აღმოფხვრა.

0
300
1-ს მოსწონს
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0