x
image
დოზა26
“ვინც ფიქრობს რა მაგარია ამერიკა, მართლა 100 დოლარი გაქვს დღეში?ფოტოზე ხედავთ ჩემს ხელფასს და სახლს, რომელიც დავალაგე…”-ემიგრანტის წერილი

image
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

პოსტი მათთვის, ვინც ფიქრობს: “აუ რა მაგარია ამერიკა, ხო არ ღადაობ მართლა 100 დოლარი გაქვს დღეში? და აშ. ” დღეს ზუსტად ერთი კვირა გავიდა რაც ჩამოვედი. ფოტოზე ხედავთ ჩემს პირველ ხელფასს და სახლს, რომელიც დავალაგე. ალბათ ადამიანებს ცხვენიათ მსგავსი პოსტების დაწერა, მაგრამ მე არ მივეკუთვნები მსგავს ტიპს . 4 დღეა წესიერად არ მომიკითხავს არავინ, იმიტომ რომ აქ დრო ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველი წუთი გაწერილია და მუშაობ, სულ მუშაობ . ჩემი საუკეთესო მეგობარიც კი არ მინახავს ეს დღეებია, იმიტომ რომ ან ის მუშაობს ან მე და ვართ ასე . სამაგიეროდ უმაგრეს გოგოსთან ერთად ვცხოვრობ და ჯერ არ შემხებია “ეს ჩემია ეს შენი” .თემა და ზოგადად რასაც დავაკვირდი ამ ერთ კვირაში მაგრად მახარებს ის ფაქტი, რომ ბევრი კარგი ახალგაზრდაა აქ, რომელმაც თვითონაც რთული გზა გაიარა და ეხლა სხვებს ეხმარებიან.

პირველი ორი დღე გამიჭირდა, მესამე დღეს ვიგრძენი როგორ მტკიოდა ფეხის გულები დაღლილობისგან, მეხუთე სართულზე ვცხოვრობ და მესამემდე ამოვედი ფეხით, მერე ხელები დავიხმარე, (არ ვხუმრობ, მართლა) მერე დავწექი და ვფიქრობდი, რომ გავიღვიძებდი გამივლიდა დაღლილობა თუ უბრალოდ შევეჩვეოდი . მაგრამ მთავარ მამოძრავებელ ენერგიას ის გაძლევს, რომ ხედავ როგორ მიდიხარ ნელ-ნელა დასახული მიზნისკენ . ადვილი არ არის, თუმცა ამერიკა მაინც ის ქვეყანაა, სადაც შეგიძლია შენი შრომით ყველა ოცნება აისრულო. მათ კი, ვინც არ იცის და არ გამოუცდია ემიგრანტობა, მონატრება და შრომა ძალიან მინდა დააფასოს ყველა, ვინც წვალობს და ბევრი რამის ფასად უწევს ხანდახან გაღიმება . კიდე უფრო მეტად შემიყვარდა და დავაფასე დედაჩემი და თუ რამე მენატრება (არადა არ გამოვირჩევი ხოლმე დიდად ამ მონატრებით) სახლში დაღლილი რომ მოვდივარ მინდა დედაჩემი დამხვდეს, ჩავეხუტო და ისე დავიძინო . არ ვიცი რატომ ამეკვიატა იმის შიში, რომ გავცივდები და დედაჩემი არ მეყოლება რომ მომიაროს, მაგრამ რაღაცნაირი შეგრძნებაა, სულ მაგაზე ვფიქრობ, არადა ავად და მარტოც ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ სულ სხვა ყოფილა ოკეანის გაღმა ცხოვრება და მარტოობის შიშები .imageimageimage


0
546
2-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0