სხვა როგორი არის ნამდვილი ევროპული ციხე 2019, 10 იანვარი, 10:43 ![]() ჰალდენ ფენგსელის ციხე, რომელიც ნორვეგიაში ქ. ჰალდენის (ნორ. Halden) მახლობლად ტყის მასივში მდებარეობს, ნამდვილი სამოთხეა პატიმრებისთვის. ციხის სახელში ფენგსელი რომ არ იყოს, რაც ნორვეგიულად ციხეს ნიშნავს, ეს ობიექტი მნახველს სასტუმრო-სანატორიუმი ეგონებოდა. ციხეში არის ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტ-დარბაზი, სარბენი ბილიკები და კოტეჯები პატიმართან პაემანზე მისული ოჯახის წევრებთან შეხვედრებისთვის – ინფორმაციას ჟურნალი Time-ი ავრცელებს. «ბევრი ამერიკული ციხისგან განსხვავებით, ჰაერში არ იგრძნობა ოფლის და შარდის სუნი. უფრო პირიქით, – სამზარეულოდან, სადაც პატიმრებს კულინარიას ასწავლიან, ფორთოხლის შერბეთის სუნი მოდის», – აღნიშნავს სტატიის ავტორი უილიამ ლი ადამსი. ![]() ციხის გაფორმებაზე და განათებაზე 1 მლნ. დოლარამდე დაიხარჯა და ეს ყველაფერი პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მოხდა. ![]()
![]()
![]() როგორც უკვე აღვნიშნეთ, ციხეში არსებობს ხმის ჩამწერი სტუდია და მუსიკის წრე, რომელსაც დაინტერესებული სასჯელმისჯილები ესწრებიან, მაგრამ მათ იქ პატიმრებად არავინ მოიხსენიებს, – მასწავლებლისთვის ისინი მხოლოდ მოსწავლეები არიან. ![]() ციხის პროექტირებისას, არქიტექტორებმა შეინარჩუნეს ხეები მის ტერიტორიაზე, რომ ციხის კედლები ბუნებრივად ყოფილიყო შენიღბული და პატიმრებს თავი გარე სამყაროსგან იზოლირებულად არ ეგრძნოთ. ![]() ციხის ექსტერიერის ყველა დეტალი ყავისფერ ტონებში შეღებეს, რომ ტყის ფონზე შეუმჩნეველი იყოს. გარდა ამისა, პატიმრებისთვის პოზიტიური განწყობის შესაქმნელად, ციხის ეზოში სხვადასხვა სახის სამაგიდო თამაშების კუთხეებია მოწყობილი. ![]() ციხის ფანჯრებზე არ არის გისოსები, ხოლო საკანი ისეა მოწყობილი, როგორც სასტუმროს ნომერი: არის სამუშაო ზონა, კომფორტული საწოლი და პლაზმური ტელევიზორი. ციხის შენობაში არის სპორტ-დარბაზში და ნებისმიერს შეუძლია ივარჯიშოს, ითამაშოს ფრენბურთი. დარბაზში არის ალპინიზმის მოყვარულებისთვის სავარჯიშო კედელიც. თუმცა, როგორც ამბობენ, ჯერ-ჯერობით, მასზე ასვლის სურვილი არც ერთ პატიმარს არ გამოუხატავს. ![]() ციხის მცველები ამ ქვეყანაში, ოფიცერთა აკადემიაში, 2 წლიან მოსამზადებელ კურსს გადიან და დიდი პრივილეგიებით სარგებლობენ, თავიანთი ბრიტანელი და ამერიკელი კოლეგებისგან განსხვავებით. ![]() ციხის პერსონალსა და პატიმრებს შორის საკმაოდ თბილი ურთიერთობაა არსებობს — ისინი ერთად სადილობენ და ვარჯიშობენ. გარდა ამისა, კოლონიაში დასაქმებული პოლიციელების თითქმის ნახევარი მსუბუქი სქესის წარმომადგენელია და ეს იმ ფონზე, რომ ჰალდენში სასჯელს მოძალადეები და მკვლელები იხდიან. ![]() ნორვეგიაში პატიმრები თავისუფლებას კარგავენ და არა მკურნალობის უფლებას. ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში მათ საათობით ლოდინი არ უწევთ, რადგან ციხეში არის უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი პატარა საავადმყოფო და სტომატოლოგიური კაბინეტი. ![]() ციხეში ცხოვრების და ერთფეროვანი დღეების გასახალისებლად, ციხის ტერიტორიაზე სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობის ცენტრია გახსნილი. ![]() ![]() ![]() * ჰოლანდიამ პატიმრების «იმპორტი» დაიწყო * ქურდები სახლში შევიდნენ, რომელშიც 6 წლის ბავშვი იყო 288 2-ს მოსწონს
|