ქალი და მამაკაცი რა განსხვავებაა ქალის ღალატსა და კაცის ღალატს შორის 2018, 28 დეკემბერი, 1:56
საზოგადოებაში გავრცელებული გენდერული სტერეოტიპის თანახმად ქალებსა და კაცებს ერთნაირი ზნეობრივი ქცევა არ მოეთხოვებათ.
ლოგიკურად, ღალატი მიუღებელი და გაუმართლებელი საქციელია ნებისმიერი ადამიანისგან. თუმცა კაცის შემთხვევაში საზოგადოებამ ქმედების აღმნიშვნელი სიტყვაც კი შეცვალა და ღალატის ნაცვლად „გავლა-გამოვლა“ დაარქვა. რადგან სიტყვა „ღალატი“ უკვე თავისთავად ცხადყოფდა ქმედების ამორალურობას.
რა მოხდა, კაცია, გაივლის-გამოივლის... - ამ ფრაზით წაახალისებდა საზოგადოება კაცის მხრიდან ღალატს, მაშინ, როდესაც ქალის მხრიდან იგივე ნაბიჯი მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნეოდა.
არაერთ ქვეყანაში ქმრისთვის ღალატის შემთხვევაში სხვადასხვა სასტიკი სასჯელი არსებობდა, რომელიც ხშირად სიკვდილით სრულდებოდა. მაშინ, როდესაც მოღალატე ქმრებისთვის დიდი-დიდი სიტყვიერი შენიშვნა მიეცათ. მოუსმინეთ გაგრძელებას (დააწკაპეთ აქ) გთხოვთ, კომენტარებში დააფიქსიროთ, რომელი ფორმატი გირჩევნიათ, სტატია (წასაკითხი) თუ პოდკასტი (მოსასმენი). 624 შეფასება არ არის
|