x
image
Yoona
Mediator image
მიწის ყვითელი ღორი გირჩევთ: სალათები ახალი წლის შესახვედრად
image

ახალ წელს ოლივიეს სალათის მომზადება უკვე ტრადიცია გახდა და მას დღესასწაულის ნაწილად თვლიან. ყველა დიასახლისმა იცის, თუ როგორ მოამზადოს ოლივიეს სალათი.

ხოლო ფანტაზიის უნარით ყველა ვერ დაიკვეხნის. ჩვენ დაგეხმარებით, რომ საახალწლო მენიუ მრავალფეროვანი გახადოთ, საკუთარი თავი და სტუმრები სტანდარტული მენიუს გარდა კიდევ რაღაც ახლით გაახაროთ.

image


2019 წლის საახალწლო სალათები


სალათი „ჩალა“

ინგრედიენტები:

1 სტაფილო

100 გრ შებოლილი ყველი

100 გრ შებოლილი ძეხვი

3 კბილი ნიორი

1 ქილა სიმინდის კონსერვი

2 ს/კ მაიონეზი

მარილი, წიწაკა

მომზადება:

სტაფილო, ძეხვი და ყველი გახეხეთ. ყველაფერი სიმინდს და დაჭყლეტილ ნიორს აურიეთ. სანელებლები დაუმატეთ და მაიონეზი მოასხით. შეგიძლიათ ინგრედიენტები ფენებად დააწყოთ, ან აურიოთ. როგორც თქვენ გსურთ. სტაფილო და სიმინდი სასიამოვნოდ იხრაშუნებს, ძეხვი კი სალათს განსაკუთრებულ გემოს მიანიჭებს.

image


სალათი „ანანასი“

ინგრედიენტები:

200 გრ ანანასის კონსერვი

300 გრ ქათმის ფილე

200 გრ მყარი ყველი

100 გრ ბატონი (პური)

2 ს/კ მცენარეული ზეთი

2 ს/კ მაიონეზი

მომზადება:

ქათმის ფილე წვრილ ნაჭრებად დაჭერით და მცენარეულ ზეთში შეწვით. ქათამი თეფშზე გადაიტანეთ. ამ ზეთში კი პური ოქროსფერის მიღებამდე გახუხეთ. ანანასი ქათმის და პურის ზომის ნაჭრებად დაჭერით. ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ. ყველაფერი აურიეთ და მაიონეზი მოასხით. სალათი წარმოუდგენლად ტკბილი, მაგრამ სასიამოვნოდ გემრიელი გამოვა.

image


სალათი „დიეტური“

ინგრედიენტები:

300 გრ პეკინის კომბოსტო

200 გრ ქათმის ფილე

1 კიტრი

4 კვერცხი

1 კონა მწვანე ხახვი

2 ს/კ მაიონეზი ან იოგურტი

მომზადება:

ქათმის ფილე მოხარშეთ და წვრილად დაჭერით. არომატის მისაცემად მდუღარე წყალს სტაფილო, ხახვი და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ, მაგრამ სალათში არ გამოიყენოთ.

პეკინის კომბოსტო დაჭერით, მწვანე ხახვი წვრილად, კიტრი კი ფენებად დაჭერით. შემდეგ ყველაფერი აურიეთ და მაიონეზი ან იოგურტი მოასხით. ასეთი სადღესასწაულო სალათი ყველას მოეწონება.

image


სალათი „იტალიური“

ინგრედიენტები:

300 გრ ლორი

2 პომიდორი

2 ბულგარული წიწაკა

400 გრ მაკარონი

300 გრ სიმინდის კონსერვი

200 გრ პარმეზანი

2 ს/კ მაიონეზი

მომზადება:

მყარი ჯიშის ხორბლის მაკარონი უნდა შეარჩიოთ. მოხარშეთ, წყალი გადაასხით და მაკარონს გაგრილება აცადეთ. ბოსტნეული და ლორი მსხვილ კუბებად დაჭერით. ყველაფერი აურიეთ, მაიონეზი მოასხით. ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ.

image

სალათი „ლობიოთი“

ინგრედიენტები:

200 გრ მოხარშული ან ლობიოს კონსერვი

300 გრ მოხარშული ძროხის ხორცი

150 გრ მყარი ყველი

3 საშუალო ზომის კიტრის მწნილი

50 გრ შავი პური

3 კბილი ნიორი

1 კონა ოხრახუში

მარილი, წიწაკა

3 ს/კ მაიონეზი

მომზადება:

პური დაჭერით კუბებად და ზეთის გარეშე ტაფაზე შეწვით. შემდეგ პურს პრესში დაჭყლეტილი ნიორი აურიეთ და მარილი მოაყარეთ. ძროხის ხორცი, კიტრი და მყარი ყველი ფენებად დაჭერით. ყველაფერი ერთ თასში მოათავსეთ. ლობიო, სანელებელი, მაიონეზი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ზემოდან წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან სხვა მწვანილი მოაყარეთ. სალათი ძალიან მსუყე გამოვა და პიკანტური გემო ექნება.

image

ამ სალათების დახმარებით საახალწლო სუფრის გამრავალფეროვნებას შეძლებთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. “მთვრალი ცომის“ საიდუმლო - როგორ მოვამზადოთ ცომი არყით?

2. პროდუქტები, რომლებიც ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ

3. მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში

4. გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე!

5. 7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ

6. როგორ სუფრას შლიდნენ საბჭოთა კავშირის დროს: საახალწლო კერძების რეცეპტები

7. სწრაფი ტორტი „ჩიტის რძე“ გურმანებისთვის!

8. 5 გემრიელი და სასარგებლო დესერტი გრამი შაქრის გარეშე

9. დათუნია-მარმელადის მომზადების 12 ორიგინალური რეცეპტი

10. როგორ ავირჩიოთ ნატურალური ჩირი?

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0