x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გაზის ტარიფის მცირედით შემცირება კახეთის რეგიონის აბონენტებსაც ეხებათ
image


სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფმა დაიკლო. ცვლილება შეეხებათ როგორც ყაზტრანსგაზ თბილისის, ისე სოკარის აბონენტებს.


იმ რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი” ოპერირებს, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით მცირდება. სოკარი ბუნებრივ აირს კახეთის რეგიონის ნაწილს აწვდის.


„სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტებისთვის ამჟამად მოქმედი ტარიფი 56.940 თეთრია. შესაბამისად, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, 1 კუბურ მეტრზე ახალი სამომხმარებლო ტარიფი 56.929 თეთრი იქნება. ახალი ტარიფები 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში და "ყაზტრანსგაზ თბილისის", "სოკარ ჯორჯია გაზისა" და "საქორგაზის" მილიონამდე აბონენტს შეეხება, როგორც თბილისში და ასევე რეგიონებში.



სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ გაზის სამომხმარებლო ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, რესურსი მიდის არა ბიუჯეტიდან, არამედ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიიდან.


"სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება. ამ გადაწყვეტილებამ საშუალება მისცა სემეკ-ს, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩეს და მცირედი შემცირებაც მოხდეს. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ იქნა მიღებული ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ. იყო გარკვეული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გაზრდილიყო და ამას საფუძვლად ედო თუნდაც ის ინტენსიური საინვესტიციო პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო, კერძო კომპანიები ახორციელებენ საქართველოს გაზიფიცირების მიმართულებით, მაგრამ სახელმწიფომ გამონახა გზა, რომ ეს ინვესტიცია არ აისახოს ტარიფში, არ დააწვეს მოსახლეობას და ეს მთლიანად ხდება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გზით. ეს გადაწყვეტილება მთლიანად მოხერხდა იმის გამო, რომ მთავრობა ახდენს ტარიფის მოსალოდნელი ზრდის სრულად სუბსიდირებას. აქ მხოლოდ მთავრობა მონაწილეობს და ეს რესურსი მიდის არა ბიუჯეტიდან, არამედ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიიდან. რომელიმე სხვა მონაწილე, თუნდაც კერძო კომპანია ამ გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობს", - განაცხადა თურნავამ.

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0