x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქეთა თოფურიამ ქმართან გაყრის ნამდვილი მიზეზი დაასახელა
image
დიდი ხნის განმავლობაში ქეთა თოფურიას თაყვანისმცემლები თვლიდნენ, რომ ქმართან, ლევ გაიხმანთან გაყრის მიზეზი იყო ღალატი, - რომანი რეპერ გუფთან. ეს მოხდა მას შედეგ, როცა პაპარაცებმა ისინი ერთად დააფიქსირეს ტაილანდში დასვენების დროს. ტაილანდიდან დაბრუნებისთანავე ბიზნესმენმა გაყრა მოითხოვა, თვითონ ქეთამ ეს ამბავი მაშინ, 2017 წლის ზაფხულში კომენტარის გარეშე დატოვა, მით უმეტეს, შემდგომ რომანი გუფთანაც არ აეწყო და მომღერალი საბოლოოდ გაწბილებული დარჩა.


ახლა, როდესაც ალექსანდრე დოლმატოვთან(იგივე გუფი)რომანი დასრულდა А Studio-ს სოლისტმა გადაწყვიტა, ესაუბრა ქმართან გაყრის მიზეზებზე «Ты не поверишь" რეპორტიორთან. ქეთას თქმით, ურთიერთობა ქმართან გაუარესდა 2015 წელს, ოლივიას დაბადების შემდეგ. მაიამიში მშობიარობის დროს ქმარი მის გვერდით იყო, თუმცა უცხო თვალისთვისაც ამ ოჯახურმა იდილიამ არ უშველა მათ გაუცხოვებას.


"ეს თავისთავად მოხდა, ხდება ასე ცხოვრებაში, გაგვიცივდა ურთიერთობა, მივხვდით, რომ რაღაც ისე არ იყო, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობდით, მორჩა, ყველაფერი სხვაგვარად გადავწყვიტეთ". ქეთამ ისიც დასძინა, რომ მას ყოფილ ქმართან თბილი მეგობრული ურთიერთობა აქვს. გაიხმანი ყოველ უქმე დღეს პატარა ოლივიასთან ატარებს.


შეგახსნებთ, ქეთა თოფურია ქმართან გაყრის შემდეგ ერთი წელი ხვდებოდა რეპერ გუფს, მომღერალი მაშინაც კი იყო დოლმატოვის გვერდით, როდესაც ეს უკანასკნელი ნარკოტიკთან დამოკიდებულებას ებრძოდა და დაეხმარა კიდეც, ისრაელში ემკურნალა.



თუმცა ამა წლის ნოემბერში გაირკვა, რომ რეპერი ღალატობდა ქეთას, ხვდებოდა 18 წლის გოგონას ეკატერინბურგიდან. მოგვიანებით თოფურია მოკლე კომენტარით შემოფარგლა - აღნიშნა, რომ ისინი უკვე ერთად აღარ არიან.

1
2593
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2593
  
2018, 27 დეკემბერი, 2:02
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1