Quiz ის თქვენ გიყურებთ თუ გვერდზე იყურება? ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც თქვენს შესახებ ბევრ რამეს გიამბობთ 2018, 25 დეკემბერი, 15:18 ფსიქოლოგიური ტესტი გვიჩვენებს, რომ ჩვენი ტვინი შესანიშნავი ორგანოა, რომელსაც შეუძლია იმის გაკეთება, რაშიც ეჭვიც კი არ გვეპარებოდა.
ეს ტესტი ერთი შეხედვით მარტივი მოგეჩვენებათ. თქვენ მხოლოდ სურათს უნდა შეხედოთ და უპასუხოთ კითხვას: სად იყურება მამაკაცი - თქვენკენ თუ გვერდით?
პასუხი თქვენს პიროვნებაზე ბევრ რამეს გვიამბობს.
მზად ხართ?
მაშინ სურათს დააკვირდით და უპასუხეთ! აი, რას ნიშნავს თქვენი პასუხი: 1.მამაკაცი გვერდზე იყურება შეიძლება ასე იმიტომ გადაწყვიტეთ, რომ პირველ რიგში სურათზე ცხვირი და ტუჩი დაინახეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიზუალურ კონტაქტს თავი აარიდეთ. ეს იმაზე საუბრობს, რომ თქვენ მორცხვი ადამიანი ხართ. შესაძლოა ინტროვერტი. ყურადღების ცენტრში ყოფნა არ გიყვართ, უცნობ ადამიანებთან კონტაქტის დამყარება გიჭირთ. როგორც წესი, ადამიანებს არ ენდობით, ყოველთვის ფრთხილი და ჩაკეტილი ხართ. გირჩევნიათ დრო კარგად ნაცნობ ადამიანებთან გაატაროთ. ხმაურიანი წვეულებები არ გიყვართ. სხვა ადამიანს გული რომ გადაუშალოთ, მისი კარგად გაცნობა გჭირდებათ. თქვენი მეგობრობა შეუფასებელია. თქვენ ერთგული მეგობარი ხართ და მზად ხართ, ახლობელს ნებისმიერ რთულ სიტუაციაში მხარი დაუჭიროთ. თავში შესანიშნავი იდეები მოგდით, მაგრამ სითამამე არ გყოფნით, რომ ცხოვრებაში მათი რეალიზება მოახდინოთ. სხვისი აზრის და კრიტიკის გავლენის ქვეშ ადვილად ნებდებით. იყავით უფრო თავდაჯერებული, საკუთარ ინტუიციას და ცოდნას ენდეთ. თქვენ ბევრი რამ შეგიძლიათ. არ გაჩუმდეთ, როცა რაღაცის თქმა გსურთ, საკუთარი შეხედულება თამამად გამოხატეთ, ამის გაკეთების არ შეგეშინდეთ. 2.მამაკაცი თქვენ გიყურებთ მამაკაცს ჯერ თვალებში ჩახედეთ? ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გულწრფელი და გულახდილი ადამიანი ხართ. არ გეშინიათ იმის თქმის, რასაც ფიქრობთ. საკუთარ შეხედულებას თამამად გამოხატავთ და მამაცურად იცავთ. თქვენ ექსტროვერტი ხართ. ადამიანებთან შეხვედრები და ურთიერთობა გიყვართ, მეგობრები, როგორც ძალიან კომუნიკაბელურ ადამიანს, ისე გახასიათებენ. ყოველთვის ხალხით გარშემორტყმული ხართ. თუმცა ზოგჯერ გადაჭარბებული კონტროლი გახასიათებთ. მოგწონთ, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც თქვენ გსურთ. თქვენ კარგი ინტუიცია გაქვთ, რომელიც ადამიანებში გარკვევაში გეხმარებათ. სწორედ ამიტომ თქვენით მანიპულირება თითქმის შეუძლებელია. ადამიანები თქვენით აღფრთოვანებულნი არიან. როგორც წესი, ლიდერი და კომპანიის სული და გული ხართ. ასეთ შედეგს ეთანხმებით? ასევე დაგაინტერესებთ: 1. ტესტი: თქვენი პირველი მოქმედება განსაზღვრავს, თუ როგორი ადამიანი ხართ 2. ტესტი, რომელიც თქვენი ფარული ნიჭის გამოვლენაში დაგეხმარებათ 3. ტესტი: რამდენად კარგი ადამიანი ხართ 4. ის, რაც პირველად სურათზე დაინახეთ, გიამბობთ თქვენ ამჟამინდელ მდგომარეობაზე 5. ტესტი: ხართ თუ არა ენერგოვამპირი? 6. ტესტი: რამდენად ლამაზი ხართ? 7. რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? ასეთია თქვენი პიროვნება 8. აირჩიეთ ტაროს კარტი და გაიგეთ, თუ რა გელოდებათ წლის ბოლომდე 9. პიროვნების ტიპის დასადგენი ტესტი მაიერს-ბრიგსის მიხედვით: მხოლოდ 4 კითხვაზე პასუხი დაქალზე უკეთ დაგახასიათებთ 10. მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი - კარგად დააკვირდით, რა დაინახეთ სურათზე უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 1330 შეფასება არ არის
|