x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რითი ხიბლავთ ადამიანებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
image

თითოეულ ჩვენგანს აქვს პატარა ნაპერწკალი, რომლის დახმარებით სხვებს მოვწონვართ. გაიგეთ, თუ რითი ხიბლავთ ადამიანებს, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი

image

ვერძი ადამიანებს თავდაჯერებულობით იზიდავს. ვერძს გულის სიღრმეში შეიძლება ეჭვი ეპარებოდეს, მაგრამ გარეგნულად ისე თავდაჯერებულად იქცევა, რომ მისი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვის შეპარვას ვერავინ გაბედავს. სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, ისინი მიესალმებიან ცვლილებებს, თავგადასავლებს და უცნობ ვნებას. ისინი შესანიშნავი პარტნიორები არიან, როგორც რომანტიკულ, ასევე პლატონური და პროფესიული კუთხით, რადგან შეუძლიათ ნებისმიერს აჩვენონ, თუ რამდენად მრავალფეროვანია სამყარო.


კურო

image

კურო გვიზიდავს იმით, რომ ისინი შეურაცხყოფას და უპატივცემულობას ვერ იტანენ. ზოგიერთს ურჩევნია კონფლიქტს თავი აარიდოს და ყურადღება არ მიაქციოს იმას, რომ ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო კურო ნამდვილ სკანდალს მოაწყობს და მოითხოვს პატივისცემას, რომელსაც თავად და მისი ახლობლები იმსახურებენ. კურო აფასებს იმ ადამიანებს, ვინც მის გულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა და მზად არის, მის დასაცავად ყველაფერი გააკეთოს.


ტყუპი

image


ტყუპი იმით გვხიბლავს, რომ მათ საკუთარი ხრიკების და განსაკუთრებულობის არ რცხვენიათ. საკუთარ თავს ხშირად ეწინააღმდეგება, მაგრამ არ ეშინია იმის აღიარების, რომ არასწორად მოიქცა, რადგან ამა თუ იმ საკითხზე აზრს ხშირად იცვლის. მათ ფართო ხედვა აქვთ და ნებისმიერი თემის განხილვა შეუძლიათ, რადგან ცხოვრების ამა თუ იმ მომენტში შეიძლება ამით დაინტერესებული ყოფილიყო. ისინი ყველაზე ღირებული სტუმრები არიან.


კირჩხიბი

image

კირჩხიბი მოსიყვარულე და მგრძნობიარე ბუნებით გვიზიდავს. მასსავით არავინ შეგიყვარებთ. ისინი ნამდვილი რომანტიკოსები არიან, რომლებიც ლიტერატურის და ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშებს ქმნიან. კირჩხიბი ძალიან მომთხოვნი არის, ასე რომ თუ მის გვერდით ხართ, ყველაფერი დეტალურად დაგეგმეთ, თუნდაც სერიალის ყურება.


ლომი

image

ლომში მისი კრეატიულობა და საზოგადოებაზე თამაშის უნარი გვიზიდავს. ის დრამების ნამდვილი დედოფალი და კომპანიის სულია. ლომი ყოველთვის საუკეთესო მოგონებებს გვიტოვებს. მოსაწყენ ადამიანს ნამდვილად ვერ უწოდებთ. ერთად დროს კარგად გაატარებთ.


ქალწული

image

ქალწულში მოგვწონს ის, რომ ჩვენ უკეთესს გვხდის. ქალწულს შეუძლია გაჩვენოს, რომ იყო ზრდასრული, რაც არცთუ ისე ცუდია. ცხოვრება უფრო მარტივი ხდება, თუ საბანკო ანგარიშები წესრიგში გექნებათ. ქალწული ის მეგობარი და რომანტიული პარტნიორია, რომელსაც ჩვენი მშობლები გვირჩევენ.


სასწორი

image

სასწორი გვხიბლავს იმით, რომ მას მოსმენა შეუძლია. ყოველთვის გვერდში დაგიდგებათ. საუკეთესო რჩევის მიცემა და ნებისმიერი ეჭვის გაფანტვა შეუძლია. სასწორი ადვილად იპოვის სიტყვებს, რომ მეგობარს შეურიგდეს და ურთიერთობაში კუთხეები მოამრგვალოს. იდეალური პარტნიორია, რომელსაც ნებისმიერი სიტუაციის მოგვარება შეუძლია.


მორიელი

image

მორიელი გვხიბლავს იმით, რომ ის მათრობელა არის. მას ნებისმიერი მონოტონური საქმიანობა შეუძლია ნამდვილ ხელოვნებად აქციოს. თუ მორიელის პოვნის შანსი მოგეცათ, მიხვდებით, თუ რას ნიშნავს ვინმესთვის სამყაროს ცენტრი იყოთ.

მშვილდოსანი

image

მშვილდოსანი საშუალებას გაძლევთ, იყოთ ის, ვინც ხართ, ყოველგვარი განკითხვის გარეშე. მასთან ერთად შეგიძლიათ სავარჯიშოდ იაროთ, მაკიაჟის გაკეთებაზე არ იზრუნოთ და მისთვის მაინც ყველაზე ლამაზი იყოთ. ფილმის საყურებლად სიამოვნებით გამოგყვებათ და ბატიბუტსაც გაგიზიარებთ. ეს უბრალოდ დღესასწაულია ადამიანის ფორმაში.


თხის რქა

image

არავის შეუძლია ისე ჭორაობა, როგორც თხის რქას. მასში სწორედ ეს გვხიბლავს. თუ გსურთ ვინმეს ძვლები გადაუტეხოთ, თხის რქაზე უკეთეს მოსაუბრეს ვერ იპოვით.

მერწყული

image

მერწყული თავისი მიზიდულობით გვხიბლავს. ისინი გულახდილი ადამიანები არიან, რომელიც ნებისმიერ მოძრაობას მხარს წერს. ისინი ორიგინალური და საინტერესო ადამიანები არიან, რომელთანაც არასდროს მოიწყენთ და ბევრ ახალ რამეს გაიგებთ.

თევზები

image

თევზები გვიზიდავს იმით, რომ ისინი მშვიდი და იდუმალებით მოცული ადამიანები არიან. თევზები გვაიძულებენ ვიფიქროთ, რომ სხვებისთვის საჭირო ვართ. ასევე სიყვარულს გულუხვად გვიზიარებენ. ისინი მგრძნობიარე ადამიანები არიან, რომლებიც ურთიერთობაზე ზრუნავენ, ამასთან დრამას არ აწყობენ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რა არ უყვართ ადამიანებში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს?

2. 6 ნიშანი, რომ თქვენ შავი მაგიის გავლენის ქვეშ იმყოფებით

3. რა ელით ქალებს 2019 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

4. რა ელით კაცებს 2019 წელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

5. რისი ჩუქება არ შეიძლება ახალ 2019 წელს?

6. ციფრების მეცნიერება გიამბობთ, როგორი იქნება დამდეგი 2019 წელი

7. გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წელს

8. 3 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცებს შორის, რომლებიც სერიოზული ურთიერთობისთვის პრაქტიკულად არ გამოგადგებათ

9. 2019 წელი - ღორის წელი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

10. ფენ-შუი ჰოროსკოპი - სად და როგორ შევხვდეთ ახალ 2019 წელს?

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
2955
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2955
  
2019, 4 თებერვალი, 17:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1