საზოგადოება იტალიაში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი გალიაში ვეფხვს შეუვარდა და ხელი დაკარგა 2018, 25 დეკემბერი, 10:27
ნადირმა 25 წლის ქართველ მამაკაცს ხელი მოაჭამა, ცირკის თანამშრომლებმა სასწრაფოს გამოუძახეს, მამაკაცი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც მას ხელის ამპუტაცია დასჭირდა. როდესაც პაციენტი გონზე მოვიდა, აგრესიული გახდა, ირგვლივ ყველაფერი დაამტვრია, ხოლო ახალგაზრდა ქალი, რომელიც საავადმყოფოში დედას ედგა თავზე, მაკრატლით დაჭრა. საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ამის შემდეგ პოლიციას გამოუძახა.მისი დაკავების დროს პოლიციელებმაც დაზიანებები მიიღეს. ახალგაზრდა ქართველი "ტარიელი" სავარაუდოდ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 584 7-ს მოსწონს
|