x
image
ირაკლი შავიძე
ჩანდ ბაორის საფეხურებიანი ჭა
image
ჩანდ ბაორის საფეხურებიანი ჭა მდებარეობს ინდოეთში, რაჯხასტანის შტატში, აგებულია IX-XI საუკუნეებს შორის, ასეთ საფეხურებიან ჭებს მხოლოდ ინდოეთში აშენებდნენ.

ჭის სიღრმე 30 მეტრია, მათგან 10 მეტრი წყლითაა სავსე, აგებულია გადმობრუნებული პირამიდის ფორმით.image

ეს ჭა აგებული იქნა მიმდებარე სოფლების წყლით უზრუნველსაყოფად, თუმცა აქაური წყალი სასმელად გამოუსადეგარია, ბაქტერიოლოგების თქმით ამ წყალს შეუძლია 2-3 დღეში ადამიანის მოკვლა, ამ წყალში ხელ-ფეხს იბანს ათასობით მლოცველი, რომლებიც იქვე მდებარე ხარშატ მატეს ტაძარში მოდიან სალოცავად.image
ტაძარში შესვლა და ლოცვა მხოლოდ დაბანის შემდეგ შეიძლება, ჭა იმ დონემდე დააბინძურეს, რომ 19 საუკუნეში ამ მხარეში მომხდარი რამდენიმე ეპიდემიის შემდეგ კანონიც კი გამოსცეს, რომელიც ამ ჭის წყლის სასმელად გამოყენებას კრძალავდა.

გარდა ამისა ამ ჭას ადგილობრივი მცხოვრებლები გასაგრილებლადაც იყენებენ, ისინი ხშირად მოდიან განსაკუთრებით ცხელ დღეებში ამ ჭასთან, რადგანაც მის ქვედა ნაწილში ტემპერატურა ყოველთვის 5-6 გრადუსით დაბალია, ვიდრე ზემოთ.


ჭის ძირამდე უნდა გაიარო 13 ტერასა და 3500 საფეხური, რომლებიც ჭის ოთხივე მხარეს სიმეტრიულად არიან განლაგებული. image
საფეხურებს მოაჯირები არ აქვს, ამიტომ აქ გადაადგილება საკმაოდ სარისკოა, თუმცა ეს აქ მოსულ მლოცველებს ვერ აშინებს. ჭის ჩრდილოეთ მხარეს კი არის სივრცე, რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად.image

P.S ძველი ლეგენდის თანახმად ჩანდ ბაორი ადამიანის ხელით არაა შექმნილი და ის ერთ დღეში ააგეს დემონებმა.image

0
228
შეფასება არ არის
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0