კულტურა ლალიბელას კლდის ტაძრები 2018, 24 დეკემბერი, 15:27 ![]() ეთიოპიის ჩრდილოეთში, 2500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ქალაქი ლალიბელა. ეს, ერთ დროს პატარა სოფელი, XII საუკუნეში იქცა ზაგვეს დინასტიის იმპერიის დედაქალაქად, სახელი ლალიბელა კი იმპერატორის პატივსაცემად დაარქვეს. ![]() ![]() ადგილობრივი მითების თანახმად, დღისით ამ ყველაფერს ადამიანები აშენებდნენ, ღამით კი ანგელოზები. შეუძლებელია არ აღფრთოვანდე უძველეს ოსტატთა შემოქმედებით, თანამედროვე სპეციალისტები კი ამტკიცებენ, რომ მსგავსი ნაგებობების შექმნა უახლესი ტექნოლოგიების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.გაოცებას იწვევს არა მხოლოდ ნაგებობების სიდიადე, არამედ არხების სისტემაც მათ გარშემო, რომლებიც იცავენ შენობებს მთიდან დაშვებული წყლის ნაკადებისაგან წვიმების სეზონის დროს. მესიას ტაძარი ანუ ბეტ მედხანე ალეპი მსოფლიოში ყველაზე დიდ მონოლითურ ეკლესიად ითვლება. ![]() აქვეა წმინდა მარიამის, გოლგოთას, სიონის მთის ულამაზესი ეკლესიები, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი წმინდა გიორგის (ბეტ გიორგის) ტაძარია. ![]() ის გამოკვეთილია ღრმულში, 12 მეტრის სიღრმეზე და წარმოადგენს ჯვარს, ზომით 12 X 12 მეტრი. ქვემოთ ჩასვლა მხოლოდ სპეციალური გვირაბის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელიც კლდეშია გამოკვეთილი. ის იმდენად ვიწროა, რომ ორი ადამიანი გვერდს გაჭირვებით აუქცევს ერთმანეთს. ![]() ამ ტაძრის შექმნის ტექნოლოგია უბრალოდ გასაოცარია: XII საუკუნის მშენებლებმა კლდეში გამოკვეთეს და დაამუშავეს უზარმაზარი მონოლითი, ისეთი ოსტატობით, რომ ასწლეულების შემდეგაც კი გაოცებას და აღფრთოვანებას იწვევს მნახველებში. მთელი ეს კომპლექსი თითქმის შეუმჩნეველია, თუ ძალიან ახლოს არ მიხვედი, ამიტომაც საუკუნეთა მანძილზე ის ძალიან არ დაზიანებულა. ![]() 202 1-ს მოსწონს
|