სისხლის სამართალი ახალი დეტალები - რატომ მოკლეს ბიძაშვილები წავკისში, რა მოხდა რეალურად? 2018, 24 დეკემბერი, 14:47 წავკისში მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით მორიგი ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ გარდაცვლილ ლექსო ფეიქრიშვილს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი თბილისში მიჰყავდა, რა დროსაც მას ავარია მოუვიდა ტაბახმელაში მცხოვრებ ახალგაზრდასთან. ავარიის დროს მანქანას სარკე მოტყდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს ავარია გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი. მოკლული ბიძაშვილები ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ, თუმცა ტაბახმელაში მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს და მეგობრებთან ერთად საქმის გასარჩევად წავკისში ჩავიდნენ. შელაპარაკება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, რა დროსაც ბიძაშვილები დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დაიღუპნენ. იგივე ინფორმაციაზე საუბრობს დაჭრილის მამა თემურ დორეულიც. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მანქანის სარკის დაზიანების გამო დაიწყო. თუმცა, აღნიშნული ინციდენტი წუხელ არ მომხდარა, დორეულის განცხადებით, დაჭრას წინ რამდენიმე დღით უსწრებდა. „სარკე მოტყდა მანქანას და ამაზე იყო საუბარი. ჭორის დონეზე ვიცი მეც. რამდენიმე დღით ადრე იყო ეს“, - აღნიშნა დორეულმა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 381 შეფასება არ არის
|