x
image
თორ ნიკე
უცხოპლანეტელები - აკადემიური მეცნიერების აზრი უცხოპლანეტელების შესახებ
აკადემიური მეცნიერების აზრი უცხოპლანეტელების შესახებ


ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი კონკრეტული სამყაროს (ვინაიდან ძალიან დიდი ალბათობით სხვა სამყაროებიც არსებობს) დიდი გაფართოება (დიდი აფეთქება) მოხდა 13, 82 მილიარდი წლის წინ. ხოლო ამ მოვლენიდან კოსმოსური მასშტაბებით რომ შევხედოთ, შედარებით ცოტა დროის გასვლის შემდეგ, კერძოდ 13, 5 მილიარდი წლის წინ უკვე ფორმირებული იყო უამრავი გალაქტიკა, მათში კი - მილიარდობით ვარსკვლავი და ამ ვარსკვლავებს შორის მბრუნავი პლანეტები და ამ პლანეტების თანამგზავრები. ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლეს ამ ვეებერთელა სამყაროში დღემდე მინიმუმ 13.5 მილიარდი წელი ჰქონდა წარმოქმნისა და განვითარებისთვის. ჩვენი სამყარო დიამეტრით 93 მილიარდი სინათლის წლის მანძილისაა. ეს ნიშნავს, რომ სამყაროს ერთი კიდიდან მეორე კიდემდე მისაღწევად სინათლესაც კი, რომელიც სამყაროში ყველაზე სწრაფად მოძრავია (მისი სიჩქარეა 300, 000 კმ/წმ), დასჭირდება 93 მილიარდი წლის განმავლობაში მოგზაურობა.


დაკვირვებადი სამყარო 2 ტრილიონ გალაქტიკას შეიცავს


ჩვენს პლანეტაზე მაგალითად, რომელმაც ფორმირების პროცესი დაიწყო 5 მილიარდი წლის წინ, ხოლო მისი ქერქი საბოლოოდ ფორმირდა 4.6 მილიარდი წლის წინ, მასზე სიცოცხლე პირველად ჩაისახა (ან შემოვიდა) 4.1 მილიარდი წლის წინ და ამ პირველ უმცირეს გამრავლებად მოლეკულას ადამიანად ჩამოსაყალიბებლად დასჭირდა 4.1 მილიარდი წელი. იფიქრეთ, რამდენი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო ამ გონების თვალითაც კი წარმოუდგენლად დიდ სამყაროში მდებარე სხვა, ტრილიონობით პლანეტასა და მათ თანამგზავრებზე 13.5 მილიარდი წლის განმავლობაში.



"დასახლებად ზონაში", წითელი ჯუჯა ვარსკვლავების 40%-ის ირგვლივ, რომლებიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული ჩვენს გალაქტიკაში, ბრუნავენ ეგრედ წოდებული "ზედედამიწები", ესე იგი, პლანეტები. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი განლაგებულნი არიან სიცოცხლისთვის კომფორტულ მანძილებზე თავიანთი ვარსკვლავებიდან, რომელნიც უზრუნველყოფენ სიცოცხლისთვის საჭირო პირობებს და რაც მთავარია, უშვებენ ამ პლანეტებზე წყლის თხევადი სახით არსებობის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ სასათბურე პირობებს უქმნის სიცოცხლეს წარმოქმნისა და აყვავებისთვის.


"ზედედამიწა"


პირველად "ზედედამიწების" რაოდენობის დათვლა შეძლო გრენობლის პლანეტოლოგიისა და ასტროფიზიკის ინსტიტუტის სწავლულთა ჯგუფმა, ფრანგი ასტროფიზიკოსის - კსაფიე ბონფისის ხელმძღვანელობით. ჩილეში, ლა სილიეში, ევროპულ სამხრეთ ობსერვატორიაში, სამხრეთი ცის 102 ვარსკვლავის შესწავლის შედეგად მკვლევარებმა აღმოაჩინეს კლდოვანი პლანეტების დიდი რაოდენობა, რომლებიც აღემატებიან ისეთ მასიურ გაზურ გიგანტებს, როგორიც ჩვენს მზის სისტემაში იუპიტერი და სატურნია. ყოველივე ამის მიუხედავად კლდოვანი სამყარო, რომელიც ბრუნავს "წითელი ჯუჯების" ირგვლივ, აუცილებელი არაა რომ გამოსადეგი იყოს სიცოცხლისთვის. საქმე ისაა, რომ ეს ვარსკვლავები მნიშვნელოვნად ცივია ვიდრე მზე, რაც იმას ნიშნავს რომ ნებისმიერი პლანეტა თხევადი წყლით უნდა ბრუნავდეს ვარსკვლავთან უფრო ახლოს, ვიდრე დედამიწა - მზის გარშემო. ამავე დროს, ვარსკვლავთა უშუალო სიახლოვე შესაძლოა ძალზე სახიფათო იყოს, ვინაიდან პლანეტის ზედაპირს შეუძლია შთანთქას დამანგრეველი რენტგენისა და ულტრაიისფერი გამოსხივების დიდი რაოდენობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაშიც კი დაახლოებით 160 მილიარდი წითელი ჯუჯაა, პოტენციური დასალხებული პლანეტების და მათი თანამგზავრების რაოდენობა ძალზე დიდია.


ეგზოპლანეტები


აი, თქვენ თავად დაფიქრდით, მარტო ჩვენს გალაქტიკაში არის 200-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავი. აქედან მესამედსაც რომ ჰქონდეს პლანეტარული სისტემები, რჩება მინიმუმ 50 მილიარდი ვარსკვლავი პლანეტარული სისტემებით, (არადა რეალურად 160 მილიარდზე ბევრად მეტი ვარსკვლავია ჩვენს გალაქტიკაში პლანეტარული სისტემებით, მაგრამ ვიანგარიშოთ ძალიან უხეშად და ავიღოთ წარმოუდგენლად მინიმალური რიცხვები), მათგან 1% რომ იყოს დედამიწის მსგავსად სიცოცხლის განვითარების უზრუნველმყოფი, გამოვიდოდა რომ 500 მილიონი პლანეტა იქნებოდა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი (არადა ახლახანს დამტკიცდა, რომ ჩვენს გალაქტიკაში დედამიწის მსგავსი პლანეტების რიცხვი მინიმუმ 40 მილიარდია. 4 ნოემბერს 2013 წელს, კეპლერის კოსმოსური მისიიდან მიღებული ინფორმაციით ასტრონომები იუწყებიან, რომ ჩვენს გალაქტიკაში არის 40 მილიარდი პლანეტა, რომელიც თავის ვარსკვლავთა მიმართებით, მდებარეობს "სასიცოცხლო ზონაში" ანუ სიცოცხლის წარმოქმნისა და განვითარებისთვის ხელსაყრელ ზონაში და რომელთა ვარსვკლავებიც წარმოადგენენ ჩვენი მზესავით, შედარებით ახალგაზრდა ვარსკვლავებს. მზის მსგავსნი არიან ან წითელი ჯუჯები. ეს ნიშნავს, რომ ამ ვარსკვლავების სისტემებში, სასიცოცხლო ზონაში მბრუნავ პლანეტებზე რომ სიცოცხლე იყოს და ვითარდებოდეს, ეს სრულიად ბუნებრივი და შესაძლებელია. მაგრამ ისევ და ისევ ვიანგარიშოთ ძალიან სკეპტიკურად და უხეშად და დავასახელოთ წარმოუდგენლად დაბალი რიცხვები რეალობასთან შედარებით), თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ძალიან სკეპტიკური კვლევა მხოლოდ 100 მილიონ სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტას ასახელებს ჩვენს მზის გალაქტიკაში, ასე რომ ჩვენც მხოლოდ 100 მილიონზე გავაგრძელოთ ანგარიში - მათ 1%-შიც რომ განვითარებულიყო რაიმე სახის სიცოცხლე, თუნდაც ვირუსული ან ბაქტერიული, ასეთი პლანეტების რიცხვი იქნებოდა 1 მილიონი, ხოლო აქედან 5-ში მაინც რომ განვითარებულიყო ინტელექტუალური არსებები, მაგალითად როგორიცაა ძუძუმწოვრები, მათგან 1 მაინც შექმნიდა რაღაც დონის ცივილიზაციას.


სამყაროში მინიმუმ 2 ტრილიონი გალაქტიკაა



თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ პლანეტებზე ვისაუბრეთ და არა მათ თანამგზავრებზე. ამ დროს კი ამ თანამგზავრებზეც შეიძლება განვითარდეს სიცოცხლე. მაგალითად 2018 წელს უკვე აღმოჩენილია 121 გიგანტური პლანეტა, რომელთა ბუნებრივ თანამგზავრებზე შესაძლოა სიცოცხლე იყოს. ასეთი მთვარეების რიცხვი სამყაროში არანაკლებია, ვიდრე თავად პლანეტების.

ეს მხოლოდ ამ გალაქტიკაზე - ირმის ნახტომზე ვისაუბრეთ და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენნაირი გალაქტიკები სამყაროში კიდევ არსებობს. რამდენი? როგორც მინიმუმ, ჩვენს სამყაროში არსებობს კიდევ 2 ტრილიონი გალაქტიკა. წარმოგიდგენიათ თუ რას ნიშნავს ეს?


ასეთი მინიმალისტური და უხეში გათვლებითაც კი, გამოდის, რომ ყოველ გალაქტიკაში საშუალოდ 1 განვითარებული ცივილიზაცია მაინცაა. ასე რომ, გამოდის - ჩვენს სამყაროში დაახლოებით 2 ტრილიონი განვითარებული ცივილიზაციაა, რომელთაგანც ზოგიერთი ჩვენზე შედარებით განუვითარებელია, ზოგი ჩვენსავით, ზოგიერთი ჩვენზე მეტად და ზოგიც მილიონობით წლის განვითარებით გვისწრებს. ანუ გამოდის, რომ სამყაროს ცივილიზაციები იყოფა შემდეგ ტიპებად: ტიპი 0, ტიპი 1, ტიპი 2 და ტიპი 3. აქედან მესამე ტიპის ცივილიზაცია ყველაზე განვითარებულია.


ჩვენ ვართ ტიპი 0 ცივილიზაცია და ტიპი 1 მხოლოდ ამ საუკუნის ბოლოს გავხდებით, ისიც ძალიან თუ გაგვიმართლებს. თუმცა პროფესორ მიჩიო კაკუს აზრით, სავარაუდოა, რომ არსებული 2 ტრილიონი ცივილიზაციიდან მხოლოდ ცოტა თუ ხდება ტიპი 1 ცივილიზაცია. ვინაიდან ტრანზიცია ტიპი 0-დან ტიპ 1-ზე არის ყველაზე რთულად გადასალახი და გარდამტეხი ნებისმიერი სახეობისთვის, რომელიც ქმნის ცივილიზაციას, ვინაიდან სწორედ ამ დროს კოლოსალურად იზრდება ამ სახეობის თვითგანადგურების შანსები.


მოდი დავითვალოთ ისევ და ისევ ძალიან უხეშად და მინიმალისტურად, თუ ამ ცივილიზაციის ტიპებიდან რომელი რა რაოდენობით არსებობს:


სამყაროში არსებული 2 ტრილიონი ცივილიზაციიდან თუნდაც მხოლოდ 0.001% რომ აღწევდეს ტიპ 1 ცივილიზაციის დონეს და დანარჩენები ნადგურდებოდნენ, წარმატებულთა რაოდენობა მაინც გამოვა საკმაოდ დიდი - 1 მილიარდი ცივილიზაცია.


ამ 1 მილიარდი ტიპი 1 ცივილიზაციიდან რომ მხოლოდ 1% ახერხებდეს რომ გახდეს ტიპი 2 ცივილიზაცია, მაშინ ჩვენ სამყაროში გვექნება 1 მილიონი ტიპი 2 ცივილიზაცია. ამავე დროს ცნობილია, რომ თეორიულად და ლოგიკურად, როგორც კი რომელიმე ცივილიზაცია მიაღწევს ტიპ 2-ს, ის ხდება უკვდავი. არაფერს, რაც კი ცნობილია მეცნიერებისათვის, არ ძალუძს გაანადგუროს ასეთი ცივილიზაცია, დედა-ვარსკვლავის აფეთქებასაც კი.


ესეიგი სამყაროში მინიმუმ არსებობს 1 მილიონი ტიპი 2 ცივილიზაცია. აქედან მხოლოდ 0.01%-საც რომ უკვე მიეღწია ტიპი 3 ცივილიზაციისთვის, გამოდის, რომ ჩვენთვის დაკვირვებად სამყაროში უკვე არსებობს მინიმუმ 1000 ტიპი 3, ანუ გალაქტიკური ცივილიზაცია, რომელიც იმდენად მაღალი განვითარებისაა, რომ არათუ თავად ეს ცივილიზაცია, არამედ მისი ყოველი ინდივიდი ფაქტობრივად უკვდავი და ჩვენი გადასახედიდან "ყოვლისშემძლეა".


ცივილიზაციათა ეს დაყოფა 1964 წელს საბჭოთა ასტრონომმა - ნიკოლაი კარდაშევმა ჩამოაყალიბა ტექნიკური მიღწევების, ენერგიის მოპოვებისა და მოხმარების მიხედვით. მან განასხვავა ცივილიზაციათა 3 ტიპი:


ნიკოლაი კარდაშევი


1) პირველი ტიპის ცივილიზაციისთვის დამახასიათებელია პლანეტაზე არსებული ყველა ენერგო-რესურსის ათვისების უნარი. იქნება ეს წიაღისეული საწვავი, ბიომასა, ჰიდროენერგეტიკა, გეოთერმული ენერგეტიკა, ქარის გენერატორები, დედამიწაზე შემოსული მზის ენერგია და ა.შ.

გარდა ამისა ამ ნიშნულზე მყოფ ცივილიზაციას შესწევს უნარი კოსმოსურ სივრცეში გაანეიტრალოს დედა-პლანეტისთვის საფრთხის შემცველი ციური სხეულები, გააკონტროლოს ამინდი, გადაჭრას ეკოლოგიური პრობლემები და ხელოვნურად მოაწესრიგოს პლანეტის ეკოსისტემა თუკი ამის საჭიროება საერთოდ დადგა.

მას მერე, რაც ცივილიზაციას აღარ ეყოფა თავისი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე პლანეტაზე არსებული ყველანაირი რესურსი, მაშინ იწყებს უახლოესი დედა-ვარსკვლავის ენერგიის რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ათვისებას და ამ დროს ის გადაინაცვლებს კარდაშევის შკალის მეორე ეტაპზე და იქცევა მეორე ტიპის ცივილიზაციად.


ტიპი 1 ცივილიზაცია


2) მეორე ტიპის ცივილიზაცია - მის მიერ ენერგიის მოხმარება იმდენად კოლოსალურია, რომ კოსმოსში გამოჩნდება, როგორც პატარა ვარსკვლავის აქტივობა. ბრიტანელმა ფიზიკოსმა - ფრიმან დაისონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მეორე ტიპის ცივილიზაციას შეეძლება დედა-ვარსკვლავის გარშემო შექმნას კოლოსალურად დიდი სფერო, რომლის მეშვეობითაც ვარსკვლავიდან მაქსიმალურად გადმოტუმბავს ენერგიას. ამას დაისონის სფერო უწოდეს და მასზე ინფორმაცია უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ: (დაისონის სფერო)


დაისონის სფერო


და ასევე (ასტროფიზიკოსმა ზაზა ოსმანოვმა უცხო ცივილიზაციების აღმოჩენის მეთოდი დაადგინა)

ამ ცივილიზაციის წარმომადგენლებს ათვისებული აქვთ მთელი თავისი დედა-ვარსკვლავის სისტემა და იქ რამდენიმე პლანეტაზე და მათ თანამგზავრებზე არიან განსახლებულნი. მათ შეუძლიათ პლანეტების ტერაფორმირება და დასახლებისთვის საჭირო სისტემების შექმნა, იქნება ეს ბიოსისტემები და ეკოსისტემები თუ გარემოს ხელოვნური გარდამქმნელები. ამ ტიპის ცივილიზაციები უკვე ფლობენ მაღალგანვითარებულ გენეტიკურ ტექნოლოგიებს, რომელიც შესამჩნევად ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აგეგმარებს დასაბადებელი ინდივიდების თვისებებს. ამ ცივილიზაციის წარმომადგენლები კოსმოსური ხომალდებით მოგზაურობენ თავისი ვარსკვლავის გარშემო სხვადასხვა პლანეტასა და მათს თანამგზავრებს შორის იმდენად იოლად, როგორც ჩვენ ვმოგზაურობთ სხვადასხვა კონტინენტს შორის თვითმფრინავით.

ერთადერთი საფრთხე, რაც შეიძლება რომ დაემუქროს II ტიპის ცივილიზაციას არის დედა-ვარსკვლავის დაბერების გამო აფეთქება. თუ დედა-ვარსკვლავის აფეთქების პერიოდს ცივილიზაცია შეხვდა თავისი განვითარების მეორე ეტაპის დროს, ის თავს ვერ გადაირჩენს. ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების ელექტრომაგნიტური გამოსხივება დაწვავს პლანეტას და რაღა თქმა უნდა გაანადგურებს მასზე არსებულ ყველა ცოცხალ ორგანიზმს.



3) მესამე ტიპის ცივილიზაცია შეგვიძლია უკვდავ ცივილიზაციად მივიჩნიოთ, რომელმაც უკვე აღარ ჰყოფნის საკუთარი დედა-ვარსკვლავის ენერგია და კოლონიებს აარსებს ეგზოპლანეტებზე სხვა ვარსკვლავთა სისტემებში საკუთარი გალაქტიკის ფარგლებში. მას მეცნიერებისთვის ცნობილი კატასტროფებიდან რაც არ უნდა მოხდეს სამყაროში, ვერაფერი გაანადგურებს. ერთადერთი დაბრკოლება, რასაც მესამე ტიპის ცივილიზაცია შეხვდება არის აინშტაინის ფარდობითობის თეორია და კოსმოსურ სივრცეში ძალიან დიდ მანძილებზე სწრაფად გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეებია. დაისონის აზრით, მსგავსი პრობლემების გადაჭრას რამდენიმე მილიონი წელი დასჭირდება.


ტიპი 3 ცივილიზაცია


რაც შეგვეხება ჩვენ - დღევანდელი ტექნიკური და ენერგეტიკული მონაცემებით ჩვენი ცივილიზაცია არის ნულოვანი ტიპის ცივილიზაცია, რომელიც ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს წიაღისეულ საწვავს (ნავთობს, გაზს) თუმცა მზადება პირველი ცივილიზაციის ნიშნულზე გადასასვლელად უკვე დაწყებულია: პლანეტის 1 კონკრეტული საკომუნიკაციო ენის განსაზღვრა, ერთიანი გლობალური ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ქსელის - ინტერნეტის შექმნა, მსოფლიო ეკონომიკის ამოქმედება ევროკავშირისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სახით და გლობალური კულტურის აღზევება: როგორიცაა მაგალითად თანამედროვე პოპ-მუსიკა, ჰოლივუდის ფილმები და ა.შ.


ტიპი 0 ცივილიზაცია


როგორც ვიცით გლობალურ პროცესებს დიდი მნიშვნელობა აქვს ცივილიზაციის პროგრესისთვის, მაგრამ რამდენადაა შესაძლებელი, რომ ეს პროცესები ჩვეულებისამებრ გაგრძელდეს და ცივილიზაციამ მიაღწიოს განვითარების ახალ ეტაპს? ცნობილი ასტროფიზიკოსის - მიჩიო კაკუს აზრით, 0 ტიპის ცივილიზაციიდან პირველი ტიპის ცივილიზაციაზე გადასვლის პერიოდი ყველაზე სახიფათო და პრობლემატურია.


"ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს უნარი ტოლერანტობის, ინტეგრაციის, კულტურათა დაახლოების, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ ვფლობთ მასობრივი განადგურების ტექნოლოგიას, ბიოლოგიურ და ბირთვულ იარაღს. ჩვენ ვართ ასევე საერთაშორისო ტერორიზმის აღზევების მოწმენი." მიჩიო კაკუ


ეს არ არის ფანტასტიკა, ამას გვეუბნება მათემატიკა და ალბათობის თეორია. თუმცა მათი კავშირი დედამიწასთან და მათი სტუმრობა ოფიციალურად არ დასტურდება. ყოველი სახეობა, რაც კი დედამიწაზე არსებობს და რასაც ოდესმე უარსებია (გადაშენებულ სახეობათა რაოდენობა დაახლოებით შეადგენს 190 მილიარდს) რა თქმა უნდა ჩვენც და ის უცხოპლანეტელებიც, რომლებიც აბსოლუტურად შესაძლებელია და ძალიან დიდი შანსია, რომ არსებობენ, წარმოქმნილნი არიან ევოლუციური პროცესით. ევოლუცია - ეს უდავო ფაქტია, რომელიც მოხდა და ხდება როგორც აქ, ასევე სხვა პლანეტებზე, სადაც სიცოცხლის რაიმე ფორმა ან ფორმები არსებობს.


ტიპი 2 ცივილიზაციის მქონე უცხოპლანეტელები ჩვენთან მოსასვლელად მაინც საკმაოდ დიდ სირთულეებს შეხვდებოდნენ თუნდაც სინათლის სიჩქარის განვითარება რომ შეძლებოდათ. ნებისმიერ უცხოპლანეტელს, რომელიც გადაწყვეტს ჩვენთან ჩამოსვლას მოუწევს გაიაროს მინიმუმ 200 ტრილიონი კილომეტრი. სწორედ ამ მანძილითაა დაშორებული ჩვენი მზის სისტემიდან უახლოესი ვარსკვლავის სისტემა. სინათლე წამში ვრცელდება 300 ათასი კილომეტრით, მზის შუქი დედამიწამდე აღწევს 8 წუთში. ხოლო მზის სისტემის გარეთ, ჩვენთვის ცნობილ უახლოეს პლანეტამდე მანძილი 10, 5 სინათლის წელია.


უცხოპლანეტელები


ამჟამად ერთი ცივილიზაციის მიერ დასახლებული პლანეტიდან მეორე ასეთსავე პლანეტამდე მოგზაურობისთვის საჭიროა ობიექტი გადაადგილდეს უფრო სწრაფად, ვიდრე სინათლე, რაც შეუძლებელია, ან უნდა მოხდეს ძალიან დიდი ხნის მანძილზე გაწელილი კოსმოსური მოგზაურობები, მაგალითად ათასობით წლის ან თუნდაც ასიათასობით წლის კოსმოსური მოგზაურობები და უამრავი თაობის ხომალდშივე ცვლა.

კოსმოსში გადაადგილების სიჩქარესთან დაკავშირებით ასევე საინტერესოა, რომ 1905 წელს აინშტაინმა წამოაყენა ფარდობითობის თეორია, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია რაიმე მოძრაობდეს სინათლის სიჩქარეზე სწრაფად. თუმცა 1916 წელს წამოაყენა სხვა თეორია - "ფარდობითობის საერთო თეორია", რომლის თანახმადაც არაა აუცილებელი დაირღვეს ფიზიკური კანონები, არამედ შესაძლებელია მათთვის უბრალოდ გვერდის ავლა.


ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის სინათლის სიჩქარის ბარიერის დაძლევის გზა და სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობაც ამ გზით, თეორიულად შესაძლებელია. აინშტაინმა დაამტკიცა, რომ სივრცე დეფორმირებადია, იზნიქება, მაშინ როდესაც მასში რაიმე მძიმე ობიექტი გადის, მაგალითად პლანეტა, ხოლოთუ ის დეფორმირებადია, მაშინ იარსებებს უფრო მოკლე გზაც გალაქტიკის ერთი წერტილიდან მეორე წერტილში მოსახვედრად. ამ უმოკლეს გზებს, რომელიც შესაძლებელია, რომ წარმოვქმნათ ხელოვნურად სივრცეში, მეცნიერები კოსმოსურ ხვრელს ან ჭიის ხვრელს უწოდებენ. ეს არის სივრცულ-დროითი მილები, რომელიც უმოკლეს გზას წარმოადგენს კოსმოსში ორი წერტილის დასაკავშირებლად. სივრცეს ასევე შეუძლია გაიჭიმოს მატერიის, ენერგიის (მატერია შეჭმუხნული ენერგიაა) ზემოქმედების შედეგად.


"ჭიის ხვრელი"


სიცოცხლის მხარდამჭერ პლანეტას სავარაუდოდ აუცილებელია წრიული ან წრიულთა მიახლოებული ორბიტა ჰქონდეს. ისევე, როგორც ყველა სხვა პლანეტისა, დედამიწის ორბიტაც ფაქტობრივად ელიფსოიდურია. ანუ მზეს ყველაზე მეტად უახლოვდება ივლისში და შორდება იანვარში. მაგრამ წრე, ელიფსის განსაკუთრებული ფორმაა და დედამიწის ორბიტა იმდენად ახლოსაა წრიულთან, რომ ე.წ. სასიცოცხლო ზონას არასოდეს ცდება. მზის სისტემაში დედამიწის მდებარეობას სხვა ხელშემწყობი ფაქტორებიც გააჩნია სიცოცხლის ევოლუციის მხარდასაჭერად. მაგალითად იუპიტერი მასიური გრავიტაციული მტვერსასრუტის როლს ასრულებს მზის სისტემაში და დედამიწას სასიკვდილო ასტეროიდული დაბომბვის საფრთხეს არიდებს თავიდან. დედამიწის, შედარებით დიდი თანაგზავრი - მთვარე აბალანსებს ბრუნვის ღერძს და ბევრი სხვა რამითაც ეხმარება სიცოცხლის განვითარებას.


ბინარული წყვილი ვარსკვლავები


ასევე დედა-ვარსკვლავი არ უნდა ეკუთვნოდეს ე.წ. "ბინარულ წყვილს". ანუ არ უნდა იმოძრაოს ერთმა ვარსკვლავმა მეორე, თავისი კომპანიონი ვარსკვლავის გარშემო, ვინაიდან ბინარულ ვარსკვლავებს შეიძლება ჰყავდეს პლანეტები, მაგრამ მათი ორბიტა ზედმეტად ქაოსური და ცვალებადი იქნება იმისთვის, რომ სიცოცხლის ევოლუცია მასზე შესაძლებელი გახდეს, თუმცა ასეთ პლანეტებზეც კი, და ისეთ პლანეტებზეც კი, რომელზეც სიცოცხლის არსებობის წარმოდგენაც კი ძალიან რთულია, შესაძლოა არსებობდეს სიცოცხლის ექსტრემალური ფორმები, ექსტრემოფილები.


იმისთვის, რომ უკეთ წარმოვიდგინოთ თუ რამდენად უსაზღვროა და შეუჩერებელია სიცოცხლის ძალა, განვიხილოთ დედამიწაზე უკვე მილიარდობით წლის განმავლობაში არსებული და წარმატებით გამრავლებადი არსებები, რომლებიც უკიდურესად რთულ პირობებში ცხოვრობენ, იმდენად რთულზე, რომ ასეთი პირობები ბევრი პლანეტის პირობებს უკიდურესადაც კი უსწრებს და სხვა პლანეტებზე არსებულ გარემოზე ბევრად უფრო მომაკვდინებელია. მაშ ასე, განვიხილოთ თუ რას წარმოადგენენ ექსტრემოფილები. "ფილია" ბერძნულად სიყვარულს ნიშნავს ანუ ეს სიტყვა ნიშნავს ექსტრემალური პირობების მოყვარულ ცოცხალ არსებებს, რომელთა დიდი ნაწილი ბაქტერიებია.


ყველა ეს ექსტრემალური პირობების მოყვარული მიკროორგანიზმი სხვადასხვა ექსტრემალურ გარემოშია გავრცელებული და აგრძელებს სიცოცხლის 4.1 მილიარდწლიან ჯაჭვს გასაოცრად არახელსაყრელ პირობებში. ზოგიერთ მათგანს შეუძლია გაიძლოს ფარენჰეიტის შკალით 250 გრადუს ტემპერატურას. ზოგიერთები კი არქტიკული ყინულის სიღრმეებში ბინადრობენ და უძლებენ ძალიან დაბალ ტემპერატურას ათასწლეულების განმავლობაში. ჩვენთვის ცნობილ ექსტრემოფილთაგან ერთ-ერთი იმდენად რეზისტენტული, ამტანი და გამორჩეულია, რომ შეუძლია გაუძლოს ყველაფერს, რაც კი ბუნებას ან ადამიანს შეუძლია მის დასაზიანებლად ან გასანადგურებლად გააკეთოს. მას ამ უტეხობის და გამძლეობის გამო მეცნიერებმა ბაქტერია ქონანი უწოდეს.



მეზოფილური ბატერია


Deinococcus radiodurans - ასევე ცნობილია, როგორც ბაქტერია ქონანი და შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე გამძლე ბაქტერია. ამ პატარა მონსტრს შეუძლია გაუძლოს მჟავის აბაზანებს, ძალიან მაღალ და დაბალ ტემპერატურას, დეჰიდრატაციას, ვაკუუმში ცხოვრებას და რაც ყველაზე გასაოცარია, ძალიან მაღალ რადიაციას. ის უძლებს 2, 000-ჯერ მეტ რადიაციას, ვიდრე ადამიანი და ასეთ პირობებში წარმატებითაც მრავლდება.


Deinococcus Radiodurans



ფსიქოფილური ბაქტერია


Psychobacter arcticus - ეს არის სიცივის მოყვარული ბაქტერია, რომელიც პირველად ნაპოვნი იქნა ციმბირში, მუდმივად გაყინული ნიადაგის სიღრმეში, რომელიც უკვე 20 ათასი წლის გახლდათ და კვლავაც იზრდებოდა და იყოფოდა ძალიან ნელა.

ასევე 2013 წელს აღმოაჩინეს ყინვის მოყვარული ბაქტერია კანადის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე, მუდმივად გაყინულ ნიადაგში - პერმაფროსტში. Planococcus halocryophilus OR 1 იქნა ნაპოვნი ელსმერის კუნძულზე და ეს ბაქტერია იყოფა 5 გრადუს ფარენჰეიტზეც კი. ეს ბაქტერია აბსოლუტურად უპრობლემოდ გაძლებს და გამრავლდება თუ მას გადავსვამთ მარსზე. ან სატურნის მთვარე ენცელადზე, სადაც ტემპერატურა ძალიან ცივია.


Psychobacter arcticus



თერმოფილური ბატერია


აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელიც ცნობილია, როგორც Strain 121, რადგან მას შეუძლია გაძლოს 250 გრადუს ფარენჰეიტზე ანუ 121 გრადუს ცელსიუსზე. ის დღემდე აღმოჩენილთა შორის დედამიწაზე არსებული ყველაზე ცხელი ცოცხალი ორგანიზმია. ეს თერმოფილი არსება იყენებს რკინას საკვების მეტაბოლიზმისთვის და შესაძლოა ერთ დღესაც დაგვეხმაროს ასევე ელექტროენერგიის წარმოებაში.

ასევე 2018 წელს აღმოჩენილია კიდევ ერთი უკიდურესად ცხელი გარემოს მოყვარული ბაქტერია - Chroococidiopsis thermalis. ის ცხელი წყაროების კიდევ უფრო ცხელ სიღრმეებში ბინადრობს და თან ფოტოსინთეზს აწარმოებს პრაქტიკულად სრულიად ბნელ გარემოში. ის ციანობაქტერიების ერთ-ერთი სახეობაა. ამ კვლევამ დაადგინა ფოტოსინთეზის წარმოებისთვის საჭირო ენერგიის მინიმუმი. აქამდე ეგონათ, რომ ფოტოსინთეზისთვის აუ მზის სინათლის ენერგიის გარდასაქმნელად მცენარეს ან ბაქტერიას ესაჭიროებოდა მაღალი ენერგიის ტალღის სიგრძის სინათლის შთანთქმა ცხოველქმედებისთვის საჭირო ენერგიის გენერირებისთვის. (აღსანიშნავია, რომ ფოტოსინთეზის დროს ნარჩენ პროდუქტად ჟანგბადი წარმოიქმნება). ახლა კი გაირკვა, რომ ფოტოსინთეზის წარმოება შესაძლებელია ბაქტერიების მიერ ხდებოდეს წითელი სინათლის ხარჯზე, რომელიც ბევრად უფრო ნაკლებ ენერგეტიკულია. ეს ნიშნავს, რომ ფოტოსინთეზის პროცესი შესაძლოა მიმდინარეობდეს თქვენს ბაღში ქვების ქვეშ, სადაც სინათლე ფაქტობრივად ვერსაიდან აღწევს. ამ ტიპის ორგანიზმებით, შესაძლებელია ფოტოსინთეზის წარმართვა და ადამიანთა სუნთქვისთვის საჭირო ჟანგბადის წარმოქმნა მარსზე.


Chroococidiopsis thermalis



აციდოფილი ბაქტერია


Cyanidium caldarium აღმოჩენილი იქნა იელოუსთოუნის პარკში მდუღარე გეიზერების ახლომდებარე წყლებში. ეს არის წყალმცენარე, რომელიც გავრცელებულია ცხელი მჟავას შემცველ წყლებში. acidithiobacillus გვარი მოიცავს სოკოებს და ბაქტერიებს, რომლებიც ცხოვრობენ კირქვის გამოქვაბულებში, სადაც გოგირდმჟავას დიდი შემცველობაა. მათი შესწავლა დაგვეხმარება უკეთ გავიაზროთ ბაქტერიების ევოლუციის ისტორია და მათ მიერ შექმნილი ეკოლოგია ბოლო 3.8 მილიარდი წლის განმავლობაში, რაც ისინი არსებობენ დედამიწაზე.


Cyanidium caldarium




ჰალოფილი ბაქტერია


ეს ბაქტერიები ნაპოვნია ისეთ მარილიან წყლებშიც კი, რომელიც მსოფლიო ოკეანის მარილიანობას 5-ჯერ აჭარბებს. მაგალითად აღმოჩნდა, რომ ე.წ. მკვდარი ზღვა სულაც არ ყოფილა მკვდარი. ასევე ისინი აღმოჩენილია დიდ მარილიან ტბაში, ოუვენსის ტბაში კალიფორნიაში და უამრავ ამომშრალ წყალსატევში. იქ, სადაც ნორმალური ორგანიზმი განიცდიდა დეჰიდრატაციას ანუ გაუწყლოვდებოდა (მისგან წყალი, სითხე გამოიდევნებოდა) და მოკვდებოდამ ჰალოფილებიწარმატებით ახერხებენ მარილის გამორეცხვას საკუთარი ციტოპლაზმიდან (უჯრედის შემავსებელი სითხე).

Haloarchea არის ერთ-ერთი ცნობილი ჰალოფილი, რომელიც ნაპოვნია ბევრგან სადაც არის ექსტრაოდრინალურად მაღალი მარილიანობა. ისეთ წყლებშიც კი, სადაც წყლის შემცველობა 36%-ია, ხოლო მარილის - 64%.


ჰალოფილი ბაქტერიები



ალკალოფილური ბაქტერიები


ახლა კი განვიხილოთ ბაქტერია, რომელიც ძალიან წარმატებით არსებობს და მრავლდება როგორც ესქტრემალურად მარილოვან, ასევე ტუტე არეში. მისი სახელია ამერიკული სპიროქეტა (Spirochaeta americana). ის ბინადრობს მაგალითად კალიფორნიის ბუნებრივად მლაშე ტბაში სახელად "მონო". მარკ ტვენმა ერთხელ აღწერა ეს ტბა, როგორც "თითქმის მთლიანად თუთქი (ცხელი ნაცარი) და დაამატა, რომ "მას ჰქონდა ფაქტობრივად არაფერი, რომ გაეხადა ცხოვრება შესაძლებელი." როგორც ჩანს მეცნიერები და სპიროქეტები ღრმად პატივცემულ და პატივსაცემ მარკ ტვენს არ ეთანხმებიან.


spirochaeta americana



ნემატოდები - ჯოჯოხეთის ჭიები


ნემატოდები არიან მრგვალი ჭიები, მეტსახელად ჯოჯოხეთის ჭიები. მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკის რამდენიმე ოქროს საბადოში დედამიწის ზედაპირიდან 1.5 კილომეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს აღმოჩენა, რომელმაც გამოავლინა მრავალუჯრედიანი ცოცხალი არსებების ცისფერ პლანეტაზე გავრცელების ახალი არეალი, მათ დიდ დახმარებას გაუწევს კოსმოსური ბიოლოგიის შემდგომ შესწავლაში, მაგალითად არამიწიერი სიცოცხლის დასამტკიცებლად.

ბელგიის გენტას უნივერსიტეტის და ამერიკის ფრინსთონის უნივერსიტეტის წამყვანმა მეცნიერებმა: გაეთან ბორგონმა და თალის ონსთოთმა განაცხადეს, რომ ასეთ სიღრმეში ნერვული და საჭმლის გადამამუშავებელი და რეპროდუქციული სისტემების მქონე ცოცხალი არსების აღმოჩენა იმედს იძლევა რომ მარსზე და სხვა უამრავ პლანეტაზე ამ სამყაროში სიცოცხლე არა მხოლოდ არსებობს, არამედ ჰყვავის და უდიდეს მრავალფეროვნებას მოიცავს. უამრავ ისეთ პლანეტაზე კი, რომელზეც აქამდე წარმოუდგენლად მიაჩნდათ სიცოცხლე, სრულიად დასაშვებია რომ იყოს ექსტრემოფილური სიცოცხლე თუნდაც მხოლოდ ბაქტერიების ან სხვა სახის მიკროორგანიზმების სახით. ასე რომ: მეცნიერების მტკიცებით, მიკრობებს მარსზე არსებობაც კი შეუძლიათ!


ნემატოდები - "ჯოჯოხეთის ჭიები"


ყველასთვის ცნობილია, რომ მარსის ზედაპირი ამჟამად უკვე აღარაა ისეთი წყლით დაფარული და სიცოცხლისთვის ვარგისი, როგორიც იყო 4 ან 3.5 მილიარდი წლის წინ. ახლა ის საკმაოდ ცივი, მშრალი და ამასთანავე საშიში რადიუციული დასხივების ობიექტია. 4 მილიარდი წლის წინ მარსმა კვდომა დაიწყო ვინაიდან მისი ბირთვი რატომღაც ჩაქრა, მან დაკარგა ატმოსფერო და რადიაციისგან დამცავი მაგნიტური ველი, მარსული ოკეანეებიც აორთქლდა, მაგრამ ეს არ მომხდარა უცებ, ეს ნახევარი მილიარდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 3.5 მილიარდი წლის წინ დასრულდა. თუკი მარსზე სიცოცხლე არსებობდა, მის რამდენიმე ფორმას მაინც საკმაო დრო ჰქონდა იმისთვის, რომ არსებობის ახალ ჰაბიტატებს შეგუებოდა და თავისი არსებობის გასაგრძელებლად მიწისქვეშა სამყაროსთვის შეეფარებინა თავი და იქ არსებობას შეგუებოდა, ვინაიდან დედამიწის მიწისქვეშა პირობები, სადაც ნემატოდები აღმოაჩინეს, სხვა პლანეტების მიწისქვეშეთის მსგავსია და თითქმის იდენტური. ასე რომ სხვა პლანეტებზე მიწისქვეშა სიცოცხლე სრულიად რეალურია.



ექსტრემოფილების გარდა არსებობს კიდევ 6 გარემოება, რომელიც ძალიან ზრდის უცხოპლანეტური სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას და ძალიან უახლოვებს მას 100%-ს:


1) სიცოცხლის ქიმიური პრეკურსორების არსებობა სხვა პლანეტებზე


პრეკურსორი არის ის ნივთირება, რომელიც მონაწილეობს მიზნობრივი მატერიის შექმნის ქიმიურ რეაქციაში. როგორც ჩანს, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნა 4.1 მილიარდი წლის წინ იყო რიგი ქიმიური რეაქციების შედეგი, რომლებმაც წარმოქმნეს ნუკლეინის მჟავები, ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები და ლიპიდები. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ სხვა პლანეტებზეც არსებობს ეს "სიცოცხლის წინამორბედები". მაგალითად პლანეტა ტიტანის ატმოსფეროში აღმოჩენილია ეს პრეკურსორები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ გვიპოვია სიცოცხლე, უკვე ვიპოვეთ მისი ინგრედიენტები.


2) დედამიწის ტიპის პლანეტების რიცხვის მატება


დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენის სიხშირე მატულობს, უკვე აღმოჩენილია ათობით დედამიწის მსგავსი პლანეტა-ტყუპისცალი, რომელიც მზის ანალოგის გარშემო ბრუნავს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მრავალ მსგავს პლანეტას ვპოულობთ, უკვე დროის საქმეა, რომ მათზე სიცოცხლის უამრავი ახალი ტიპი აღმოვაჩინოთ.


3) დედამწაზე მცხოვრები სახეობების მრავალმხრივობა


დედამიწა მრავალჯერ მოხვედრილა სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში, მაგრამ სიცოცხლე მასზე მაინც გრძელდებოდა. დედამიწამ მასზე სიცოცხლის არსებობის ბოლო 4.1 მილიარდი წლის განმავლობაში გადაიტანა ჩვენთვის ცნობილი 5 მასშტაბური, უდიდესი კატასტროფული გადაშენება, მაგრამ სიცოცხლემ მაინც გაუძლო ყველა გამოწვევას, ის ძალიან ჯიუტია. ასევე ცოცხალი ორგანიზმების წარმოუდგენლად მრავალფეროვანი და მრავალი სახეობების არსებობის ფაქტიდან გამომდინარე შესაძლოა ითქვას, რომ სრულიად შესაძლებელია, რომ მსგავსი რამ სხვაგანაც ხდებოდეს სამყაროში.


4) დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნასთან დაკავშირებული საიდუმლოებანი


ჩვენ გვაქვს სხვადასხვა თეორია იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნა სიცოცხლე დედამიწაზე. გაუგებარია თუ რა მ მისცა ბიძგი სიცოცხლის წარმოქმნას. მით უმეტეს, რომ 4.1 მილიარდი წლის წინ ამისთვის სრულიად შეუსაბამო პირობები იყო. ატმოსფერო მეთანით იყო სავსე, ხოლო დედამიწის ზედაპირი ლავით დაფარულიყო. პანსპერმიის თეორია ამბობს, რომ სიცოცხლე ჩაისახა მარსზე და შემდეგ მეტეორიტების საშუალებით ჩამოაღწია დედამიწაზე. თუ ეს ასეა, შესაძლებელია სიცოცხლე არამარტო დედამიწაზე, არამედ სხვანაანც გავრცელებულიყო ჩვენსავე მზის ან სხვა სისტემაში.


5) მტკიცებულებები იმისა, რომ ზღვები, ტბები და მდინარეები მზის სისტემის სხვა პლანეტებზეც არსებობდა


სიცოცხლე დედამიწის შემთხვევაში, ოკეანეებში ჩაისახა. შესაძლებელია, რომ ეს სხვაგანაც მომხდარიყო? სრულიად შესაძლებელია. ჩვენ ხომ უამრავი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ ჩვენს მეზობელ პლანეტებზე, ჩვენსავე მზის სისტემაში ოდესღაც არსებობდა წყალი. მარსზე ოდესღაც წყალი მიედინებოდა. ტიტანზე კი არსებობს ამომშრალი მდინარეები, ხოლო ევროპაზე (იუპიტერის თანამგზავრი) არსებობს უზარმაზარი ოკეანე, რომელიც დედამიწის ოკეანეებზე მეტ წყალს შეიცავს და სრულიად დაფარულია სქელი ყინულოვანი ფენით. სრულიად შესაძლებელია და ლოგიკური, რომ ამ პლანეტებზე თუ თანამგზავრებზე არსებობდა სიცოცხლე ან დღესაც არსებობს. აქ წარმოგიდგენთ სიას: მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს...


მზის სისტემა


6) ევოლუციის თეორია


ადამიანები ხშირად იყენებენ ფერმის პარადოქსს იმის ასახსნელად, თუ რატომ ვერ ვიპოვით ჩვენ სიცოცხლეს სამყაროში. მეორეს მხრივ კი არსებობს ევოლუციის ფაქტი და ეს ამტკიცებს, რომ სიცოცხლე ეთვისება გარემომცველ სამყაროს. მართალია დარვინი არ ფიქრობდა სიცოცხლის არსებობაზე დედამიწის გარეტ, ყოველ შემთხვევაში ამ თემაზე მას არაფერი დაუწერია, მაგრამ რაც დრო გადის ვრწმუნდებით, რომ სიცოცხლე გადის ადაპტაციას და შეუძ;ლია არსებობა არათუ სხვა პლანეტებზე, რომელიც მდებარეობს სასიცოცხლო ზონებში თავიანთ დედა-ვარსკვლავთან, არამედ სიცოცხლისთვის არახელსაყრელ პლანეტებზეც და მეტიც - ღია კოსმოსშიც კი.


ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ახალი კვლევის თანახმად სიცოცხლე ფიზიკის კანონების გარდაუვალი შედეგია.


ასევე მეცნიერების შედარებით ახალი და სწრაფად განვითარებადი დარგი სახელად - ასტრობიოლოგია, რომელიც ეძებს კოსმოსურ სიცოცხლეს და თეორიულად ვარაუდობს თუ სად და რა სახის სიცოცხლის ფორმები არის შესაძლებელი რომ განვითარდეს, იმედია მომავალში საკმაოდ დიდ აღმოჩენებს მოგვიტანს.


ასტრობიოლოგიასთან დაკავშირებით საინტერესოა რამდენიმე კვლევა:

1) შესაძლოა ყოფილ პლანეტად წოდებულ და მზის სისტემის ყველაზე მიუვალ პერიოფერიაში მბრუნავ პლუტონსაც კი, რომელსაც პლანეტის სტატუსი ნილ დიგრას ტაისონის მეშვეობით და "წყალობით" ჩამოართვეს 2008 წელს, შესაძლოა სიცოცხლისთვის საჭირო ონგრედიენტები ჰქონდეს.


პლუტონი


2) საშიშია თუ არა უცხოპლანეტური ბაქტერია და ვირუსი?


3) 2014 წლის 21 სექტემბერს, მავენის ჯგუფმა მარსის ატმოსფეროს დეგრადაციის შესწავლა დაიწყო. ამ მისიაში ძალიან დიდ როლს თამაშობენ ასევე ასტრობიოლოგები. ქართველი ასტრობიოლოგი, მარიკა ტარასაშვილი კარგად ხსნის ასტრობიოლოგების მუშაობის სპეციფიკას და მიზნებს: განაგრძეთ კითხვა...


ასტრობიოლოგია - უცხოპლანეტური სიცოცხლის ფორმების ძიება და კვლევა


20-30 წლის წინ სიტყვა ასტრობიოლოგიაც კი ღიმილს იწვევდა, ახლა კი მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2011 წელს აღმოაჩინეს გალაქტიკის სივრცეებში ისეთი ნაერთები, სადაც სიცოცხლის განვითარებისთვის და წარმოქმნისთვის საჭირო ორგანული ნაერთები წარმოიქმნება: განაგრძეთ კითხვა...


ძალიან საინტერესოა ასევე ოქსფორდის უნივერსისტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევა, რომელიც ამბობს, რომ უცხოპლანეტელები შესაძლოა იმაზე ბევრად მეტად გვგავდნენ, ვიდრე ეს აქამდე წარმოგვედგინა.


უცხოპლანეტელები შესაძლოა იმაზე მეტად გვგავდნენ,  ვიდრე ეს აქამდე წარმოგვედგინა


ძალიან საინტერესოა ასევე სიმების თეორიის მეტად დახვეწაში დიდი წვლილის შემტანი ამერიკელი-იაპონელი თეორეტიკოსი ფიზიკოსის - მიჩიო კაკუს მოსაზრებები უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული საკითხებისადმი. სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: განაგრძეთ კითხვა...


მიჩიო კაკუ უცხოპლანეტელების შესახებ


გაეცანით აწ უკვე გარდავლილ, 21-ე საუკუნის ჯერჯერობით უდიდეს მეცნიერად საერთაშორისოდ აღიარებულ, ე.წ. "ყველაფრის თეორიაზე", "სიმების თეორიაზე" და მულტისამყაროს საკითხების გადაწყვეტაზე მომუშავე სტეფან (ან სტივენ) ჰოკინგის აზრს უცხოპლანეტელთა შესახებ აქ: განაგრძეთ კითხვა...


სტივენ ჰოკინგი უცხოპლანეტელების შესახებ


მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იღებს უამრავ ფოტო და ვიდეომასალს, ხედავენ ამოუცნობ მფრენ ობიექტებს, აქვთ საუბრის დონეზეც კი კონტაქტი უცხოპლანეტელებთან, ამას მაინც ოფიციალურად არ აღიარებს არც ქვეყნების მთავრობები და არც აკადემიური მეცნიერება. ამიტომ აკადემიური მეცნიერები კვლავ გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებას იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვიპოვოთ უცხოპლანეტელები და საერთოდ "როდის ვიპოვით უცხოპლანეტელებს?"


როდის ვიპოვით უცხოპლანეტელებს?


და ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ჩემი პირადი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვნახე ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ორჯერ და აღვწერო დაწვრილებით რაც ვნახე: ამოუცნობი მფრინავი ობიექტები თბილისის ცაზე...






განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
2866
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
2866
  
2022, 20 დეკემბერი, 16:28
ბოლო წლების განმავლობაში, 2022 წლის მონაცემებით, წლიური გლობალური ენერგიის მოხმარება შეფასებულია 580 მილიონ ტერაჯოულამდე. ეს არის 580 მილიონი ტრილიონი ჯოული ან დაახლოებით 13865 მილიონი ტონა ნავთობის ეკვივალენტი.
წიაღისეული საწვავი, მათ შორის ქვანახშირი, ნავთობი და ბუნებრივი აირი, 150 წელზე მეტია ენერგიით უზრუნველყოფს ეკონომიკას და ამჟამად ამარაგებს მსოფლიოს ენერგიის დაახლოებით 80 პროცენტს.
გლობალური ენერგეტიკული გადასახადი 2022 წლისთვის არის ყველაზე მაღალი, რაც ოდესმე ყოფილა და შეადგენს $10 ტრილიონს - ეს არის მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) 10%.
ამის შემდეგ კიდევ ვინმეს კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით რატომ მალავენ იმას, რომ უცხოპლანეტელები არათუ არსებობენ, არამედ დედამიწამდეც მოაღწიეს (უკვე დიდი ხანია)? თუ მათ აქ მოაღწიეს, ეს ნიშნავს, რომ მათ გადაჭრეს სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილების ფიზიკური პრობლემები, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული და გააჩნიათ თითქმის უფასო და უზღვავი ენერგიის წარმოების ცოდნა. ეს ნიშნავს ათობით ტრილიონიანი მსოფლიო ენერგეტიკული ბიზნესის სრულ ჩანაცვლებას. არავის აწყობს ტრილიონობით დოლარი დაკარგოს და სამაგიეროდ კაცობრიობას გაუკეთოს სიკეთე. ამ ხალხმა კაცობრიობას რეალური და ხელშესახები პროგრესის მინიმუმ ერთი საუკუნე უკვე მოპარა...
How much energy is needed for the world?
"Because The World Counts. The annual global energy consumption is estimated to 580 million terajoules. That's 580 million trillion joules or about 13865 million tons of oil equivalents. (mtoe)."
Source: Global Energy Consumption - The World Counts;
What provides 80% of the world's energy today?
"Fossil fuels—including coal, oil, and natural gas—have been powering economies for over 150 years, and currently supply about 80 percent of the world's energy."
Source: Fossil Fuels | EESI - Environmental and Energy Study Institute;
"The global energy bill for 2022 is set to be the highest ever, topping $10 trillion – that's 10% of worldwide GDP."
Source: Climate change: Reducing our global energy bill is crucial;
2022, 6 ივლისი, 2:57
დღევანდელი ქართული უფოლოგიის თეორია შემდეგია: ჩვენი სამყაროს ისტორიის 13.8 მილიარდი წლის მანძილზე სხვადასხვა გალაქტიკის ვარსკვლავთა სისტემების სხვადასხვა პლანეტაზე ან/და მათ თანამგზავრებზე ჩამოყალიბდა მრავალი სხვადასხვა ცივილიზაცია იგივენაირი პრინციპის ევოლუციური პროცესით როგორც ჩვენ, ადამიანები დედამიწაზე. უბრალოდ ზოგიერთები მილიონობით წლებით ადრე ჩამოყალიბდნენ პიროვნულ, მოაზროვნე არსებებად ვიდრე ჩვენ, ამიტომ გვისწრებენ განვითარებით, ზოგიერთი იმდენად რომ ავიდა ჩვენგან ძალიან მასშტაბურად განსხვავებულ მაღალ საფეხურზე. ამ ცივილიზაციებმა შექმნეს დიდი სისტემა, სადაც არის კოსმოსური საზოგადოების ქცევის წესები დარეგულირებული რომ უხეშად არ შეიძლება დაბალგანვითარებული ცივილიზაციების ყოფიერებაში ჩარევა მათთან პირდაპირი გამოცხადებით, მაგრამ სამაგიეროდ აქვთ უფლება რომ ჩაერიონ ირიბად, მსუბუქად, როცა ხედავენ რომ ძალიან არასწორ გზაზე გადავიდა კაცობრიობა, გზავნიან თავიანთ წარმომადგენელს აქ, დიდი შესაძლებლობებით, ინტელექტით, ჩვენთვის ზებუნებრივად აღქმადი ნიჭებით. ეს პიროვნება აკეთებს აქ თავის საქმეს, ცვლის ადამიანების საზოგადოებას და მიყავთ მერე სულის სახით თუ მოკლავენ ადამიანები მას ან უიშვიათესად, პირდაპირ ხორციელადაც (მაგ. იესოს ამაღლება, ენოქის აყვანა და სხვ.)
2022, 2 ივნისი, 18:59
და მაინც, სავარაუდოდ რამდენი გონიერი ცივილიზაციაა ირმის ნახტომის გალაქტიკაში? ამ რიცხვის გამოსავლენად, ხშირად დრეიკის განტოლება გამოიყენება, თუმცა, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ის ცვლადების ცდომილებას ვერ გამორიცხავს. მეცნიერებს სხვა მიდგომაც აქვთ მისი გამოთვლისას და 2 ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას:
1. რამდენი მყარი პლანეტა შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის თავსებადი და რამდენად შეიძლება იქ მობინადრე არსებები განვითარებულ ცივილიზაციად იქცნენ.
2. მშობელი ვარსკვლავის ევოლუციის რა ეტაპზეა ეს მოსალოდნელი.
პირველი მკვლევრებმა fc-თი აღნიშნეს, მეორე კი - F-ით. მათი სხვადასხვა მნიშვნელობის გათვალისწინებით ჩატარებულმა სიმულაციებმა 2 შედეგი გამოკვეთა.
ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, F = 25%, fc = 0.1%. ეს იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავს თავისი სიცოცხლის 25% უნდა ჰქონდეს გავლილი, ხოლო თითოეულ ეგზოპლანეტაზე გონიერი ცივილიზაციის გაჩენის შანსი 0.1%-ია. ამის გათვალისწინებით, მათი რაოდენობა მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში 42,000 გამოდის.
პესიმისტური სცენარის თანახმად, F = 75%, fc = 0.001%. ამას ჩვენს გალაქტიკაში უცხოპლანეტური ცივილიზაციების რიცხვი 111-მდე დაჰყავს.
2018, 25 დეკემბერი, 1:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4