x
მეტი
  • 19.11.2024
  • სტატია:138323
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512010
ამერიკაში 2 წლის ბავშვს საკუთარმა ბიძამ მანქანით გადაუარა,რის შემდეგაც ბავშვის დედის ხელშეწყობით მიიმალა(ვიდეო)
image

ბავშვი ამჟამად საავადმყოფოშია და მის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.


23 თვის ზაილია მედინას საკუთარმა ბიძამ შემთხვევით 3 ტონიანი კროსოვერით გადაუარა, დედამ ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანა, ბიძა კი წავიდა და მიიმალა.პოლიცია არავის გამოუძახია.


"დედამ განაცხადა, რომ არ სურდა მისი ბიძაშვილი შარში გახვეულიყო, ეს იყო უბედური შემთხვევა, მით უმეტეს იცოდა, რომ მისი ნათესავი მართვის მოწმობის გარეშე დადიოდა"-განაცხადა პოლიციის უფროსმა ფრენსო ჯერი დაიერმა.



33 წლის ედი ალვარადო მანამდე მიიმალა, სანამ პოლიცია მტკიცებულებებს შეაგროვებდა, ბავშვთა საავადმყოფოში ექიმებმა ბავშვის ტრავმების შესახებ მოუთხრეს გამომძიებელს, თუმცა ინციდენტზე სრული პასუხი პოლიციამ მას შემდეგ მიიღო, როდესაც მეზობლის სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი ნახეს.


ალვარადოს პოლიცია ვერ პოულობდა მანამდე, სანამ იგი მადერაში(კალიფორნია) ვიღაცამ არ მიბეგვა.


ბავშვის დედა და ოჯახის წევრები ალვარადოს დაკავების შემდეგ კომენტარს არ აკეთებენ, პოლიციამ განაცხადა, რომ საჭიროა მშობლები ყურადღებით იყვნენ საკუთარი მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ, მით უმეტეს, თუ ავტომობილთან თამაშობენ.

ალვარადო დაკავებულია, ბავშვის დედასაც შესაძლოა პოლიციასთან პრობლემები შეექმნას, ცრუ ჩვენების გამო.


"როდესაც ინციდენტი მოხდა, მაშინვე პოლიციაში უნდა დაერეკათ და ამ ამბავს არც არაფერი სერიოზული გართულება მოყვებოდა"-განაცხადა ფრენსო ჯერი დაიერმა.


როგორც დამატებით გაირკვა ედი ალვარადო ინიგრანტია მექსიკიდან, იგი ერთი წელია არალეგალურად იმყოფება აშშ-ში.



2 წლის ზაილია მედინიას გადასარჩენად ექიმები იბრძვიან, ბავშვს დაზიანებული შიდა ორგანოები, თავის ქალა და ხერხემალი.




0
270
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0