x
image
Yoona
Mediator image
11 ხრიკი, რომლებიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ, მაშინაც კი, თუ ნებისყოფა არ გყოფნით
image

რამდენად ხშირად ვცდილობთ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას „ორშაბათიდან“ ან რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, შემდეგ კი ყველაფერს შუა გზაზე ვტოვებთ, რადგან სერიოზული ძალისხმევისთვის მზად არ ვართ. მიზნისკენ პატარა, მაგრამ ეფექტური ნაბიჯებით უნდა ისწრაფვოდეთ. როგორ დავიკლოთ მარტივი წესების დაცვით და ყოველდღიურად ცხოვრების ნელ-ნელა შეცვლით?

ჩვენ მცირე ხრიკები შევაგროვეთ, რომლებიც წონის სწრაფად დაკლებაში დაგეხმარებათ, რომელთა შესრულება ბევრ ძალისხმევას არ მოითხოვს.


1.უხილავი აქტიურობა

image

გახდომის წესი მარტივია: იმაზე მეტი კალორია უნდა დახარჯოთ, ვიდრე მოიხმართ. ამ მხრივ რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ, მაგრამ ძალიან ხშირად დაგეგმილ ვარჯიშზე სიზარმაცის გამო უარს ვამბობთ! გირჩევთ, დღის განმავლობაში, შესვენებების დროს უფრო აქტიური იყოთ. უყურებთ სერიალს? რამდენიმე აზიდვა, ჩაჯდომა გააკეთეთ. კბილებს იწმენდთ? ჩაჯდომები რატომ არ უნდა გააკეთოთ?


ფიტნეს-მწვრთნელები ყოველი საკვების მიღების შემდეგ აქტიურობას გვირჩევენ: ეს მონელების პროცესს ეხმარება და ზედმეტ კილოგრამებს წვავს. სადილობის შემდეგ იმწამსვე სამუშაო მაგიდას არ მიუჯდეთ და ვახშმობის შემდეგ დივანზე არ წამოწვეთ. თუნდაც 10 წუთით მაინც გაიარეთ. ჭამიდან ზუსტად 20-30 წუთში შეგიძლიათ უფრო დიდი დატვირთვა შეასრულოთ - მარტივი ვარჯიშები შეასრულეთ.


2.მეხუთე გემო გამოიყენეთ

image

მზარეულები გემოს 5 სახეობას გამოყოფენ: მარილიანი, ტკბილი, მჟავე, ცხარე და გონივრული.

გონივრული - გემოს ფერი, რომელიც სოიას სოუსში, ბროკოლში, ქამა სოკოსა და ნიგოზში არის. ითვლება, რომ ის რეცეპტორებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს და დანაყრების შეგრძნებას იძლევა. კერძში ცოტა სოიას სოუსი დაუმატეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მასში ბევრი მარილი შედის და კერძში მარილის რაოდენობა უნდა შეამციროთ.


3.სანელებლები დაუმატეთ

image

ზოგიერთი სანელებელი ნივთიერებათა ცვლის პროცესზე გავლენას ახდენს. ყველაზე პოპულარულ დანამატებს შორის დარიჩინი, კურკუმა, წითელი წიწაკა და კოჭა შედის.

თუ მარილის რაოდენობას შეამცირებთ და რაციონში სანელებლებს გამოიყენებთ, ნივთიერებათა ცვლის პროცესს დააჩქარებთ. გარდა ამისა, სანელებლებს სხვა სასარგებლო თვისებები აქვს:

დარიჩინი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს;

კოჭა კანის მდგომარეობას აუმჯობესებს, საკვების მონელების პროცესს არეგულირებს;

წითელი წიწაკა სისხლძარღვების მუშაობას არეგულირებს, ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს;

კურკუმა ანთებითი პროცესებს აქრობს, ნაღვლის ბუშტის მუშაობას არეგულირებს.


4.ცივი წყლის დალევა

image

როგორც ამბობენ. წყლის გემო მის ტემპერატურაზე არის დამოკიდებული, ნამდვილად, ადამიანთა უმეტესობას თბილი წყლის დალევა არ უყვარს, აი, მას ყინულთან ერთად სიამოვნებით სვამენ. თუ განსაკუთრებული უკუჩვენება არ გაქვთ, დღიური წყლის ნორმა ცივი სახით დალიეთ. ეს ორგანიზმს უფრო მეტი კალორიის დაწვაში დაეხმარებათ, რადგან მის გათბობაზე უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა მოუწევს. თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი დანახარჯი არაა ( თქვენ 8-15 კალორიაზე უფრო მეტს დახარჯავთ, ვიდრე ჩვეულებრივ ჭიქა წყალს დალევთ), თუმცა დღის განმავლობაში მათი რაოდენობა საგრძნობლად იზრდება.

არსებობს ე.წ. „ყინულის დიეტა“, რომლის დროსაც დღის განმავლობაში საკვები ცივი სახით უნდა მიიღოთ, რომ ორგანიზმს მისი გათბობა და კალორიების დაწვა აიძულოს.


5.მცირე სეირნობა

image

თქვენი ყოველდღიური ჩვევები შეცვალეთ და საკუთარ თავს უფრო მეტი სეირნობა აიძულეთ - ეს რთული არაა.

ავტომობილი შენობიდან შორს დააყენეთ და რამდენიმე გაჩერება ფეხით გაიარეთ. სადილობის შემდეგ გაისეირნეთ, როცა განწყობა გექნებათ - ყველა ეს მარტივი მოქმედება ყოველდღიურად უფრო მეტი კალორიის დაწვაში დაგეხმარებათ და სისხლძარღვების მუშაობას აუმჯობესებს. სირბილის ტემპი გაზარდეთ და ყოველდღიურად პატარა რიტუალი შეასრულეთ - მალე შეამჩნევთ, რომ წონაში იკლებთ, ხოლო განწყობა უმჯობესდება.


6.მოატყუეთ თვალი

image

ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი წონაში დასაკლებად - პორციის ზომა შეამცირეთ. ასე თვალიც და კუჭიც ტყუვდება.

ქათმის ხორცი უფრო პატარა ნაჭრებად დაჭერით და უფრო მცირე ზომის თეფშზე დააწყვეთ, რომ ისეთი შთაბეჭდილება დატოვოთ, ვითომ სინამდვილეში უფრო მეტს მიირთმევთ. შეიძლება ეს ეტიკეტის კუთხით არასწორია, მაგრამ წონაში დაკლების მხრივ გამართლებულია.


7.შეამცირეთ კალორიულობა ვაშლით

image

ვაშლი, ჩვეულებრივ მჟავეა, კუჭის წვენის გამომუშავებას ასტიმულირებს და მადას ზრდის: თუმცა მას პარადოქსული ეფექტი აქვს: თუ საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე 1 ვაშლს შეჭამთ, მაშინ დღიური კალორიულობის რაოდენობა 150-200 კალორიით შემცირდება.

ზოგიერთი დიეტოლოგი ამას იმით ხსნით, რომ ჩვენ ნაკლებს მივირთმევთ, რადგან კუჭი უკვე ნაწილობრივ ნოყიერია. ზოგი ამბობს, რომ ეს უჯრედისის მაღალი შემცველობის ეფექტით არის გამოწვეული: ნივთიერებათა ცვლის პროცესი ჩქარდება.


8.გამორიცხეთ ის, რისი დათმობაც არ გაგიჭირდებათ

image

ძალიან შეზღუდული დიეტა იმით სრულდება, რომ ჩვენ მას ვწყვეტთ. სწორედ ამიტომ ჯანსაღი რაციონისკენ სწრაფვის გამო ძალიან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა საჭირო არაა. რაციონიდან გამორიცხეთ ის, რაზეც უარის თქმა არ გაგიჭირდებათ. მაგ., შავი შოკოლადის გარეშე ვერ გაძლებთ, მაგრამ ნამცხვარზე უარის თქმა შეგიძლიათ? მაშინ ჯობს მასზე უარი თქვათ. მცირე გამარჯვება უფრო მეტ მოტივაციას მოგცემთ.


9.ფერის ძალა გამოიყენეთ

image

როგორც აღმოჩნდა, ფერი მადაზე გავლენას ახდენს და ითვლება, რომ ლურჯი ფერი მადას ყველაზე მეტად აქვეითებს. ასეთი ფერის თეფშზე საკვები ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება, ამასთან ის ქვეცნობიერზე გავლენას ახდენს - ჩვენ უფრო ნაკლებს მივირთმევთ.

სხვა ფერებს ასევე თავისი თვისებები აქვთ. ვარდისფერი ყველაზე ჰაეროვნად ითვლება, მას დესერტის ნაზ არომატზე ხაზგასმა შეუძლია, ხოლო სუნით უკვე დანაყრებულს უფრო მეტის ჭამის სურვილი აღარ გექნებათ. თეთრი თეფშები ნეიტრალურად ითვლება, ხოლო ნარინჯისფერი და ყვითელი მადას ზრდის.


10.რაციონს დაუმატეთ ვიტამინები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს

image

როგორ ფიქრობთ, ზაფხულში წონაში დაკლება მარტივი რატომ არის? ეს არა მხოლოდ რაციონის ცვლილების გამო ხდება, არამედ იმით, რომ ზაფხულში სხეული D ვიტამინით არის გაჯერებული, რომელიც ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს. ცივ ამინდში რაციონში D ვიტამინი ჩართეთ, ამისთვის უფრო მეტი თევზი, კარაქი, ვირთევზას ღვიძლი, კვერცხი დაუმატეთ.

ყურადღება მიაქციეთ ისეთ ელემენტს, როგორიც არის ქრომი: ის ინსულინის დონეს ამცირებს და მადას აქვეითებს. ქრომით მდიდარია პრასი, მწვანე სალათი, თევზი, ზღვის პროდუქტი და პარკოსანი.


11. არომატები, რომლებიც წონაში დაკლებას ხელს უწყობს

image

ზოგიერთი არომატი მადაზე გავლენას ახდენს, ამ საკითხზე კვლევა ჩაატარეს. ტესტებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანები, რომლებიც პიტნის, ვაშლის, ბანანის, გრეიფრუტის არომატს სუნთქავდნენ, უფრო ნაკლებს მიირთმევდნენ.

გარდა ამისა, მადაზე რამდენიმე ყვავილის არომატი მოქმედებს, მათ შორის: ლავანდა, ვარდი, ჟასმინი. ითვლება, რომ ისინი ქვეცნობიერზე გავლენას ახდენენ, მადის კონტროლის საშუალებას იძლევიან და ბედნიერების და სიმშვიდის შეგრძნებას იძლევიან.

თქვენ რომელიმე მოქმედებები გეხმარებათ წონაში დაკლებაში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.




ასევე დაგაინტერესებთ:

1. ეს სანელებელი ყავას ან ჩაის დაუმატეთ და თირკმლების პრობლემა სამუდამოდ დაივიწყეთ

2. თქვენ მსუქანი არ ხართ, თქვენ შებერილობა გაქვთ! როგორ მოვიშოროთ შებერილობა ერთ ღამეში.

3. ეს პროდუქტი - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანცეროგენია, მისი მიღება შეწყვიტეთ!

4. 1 კვირა, თვე, წელი: რა ხდება ორგანიზმში, როცა ალკოჰოლს თავს ანებებთ

5. დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მავნე სასმელი

6. 9 რამ, რისი გაკეთებაც ცარიელ კუჭზე კატეგორიულად არ შეიძლება

7. ძლიერი ნაყენი-ანტიბიოტიკი, რომელიც ორგანიზმში ყველა ინფექციას კლავს. ამერიკელი ექიმის რეცეპტი

8. „ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

9. ეს ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევები თირკმელებს ანადგურებს

10. რატომ არის საშიში დაბალი არტერიული წნევა და როგორ ვუმკურნალოთ მას

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
3008
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
3008
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0