საზოგადოება სექტაში სპირიტისტული სეანსის დროს მკურნალმა 200 ქალი გააუპატიურა 2018, 19 დეკემბერი, 15:21
ასობით ქალმა ბრალი წაუყენა ხანდაზმულ ბრაზილიელ მკურნალს. ისინი აცხადებენ, რომ ძალადობა სეანსების დროს მოხდა.
გოიას შტატის პოლიციას მიმართეს ჯოან დი ფარიას კლიენტებმა. ის თვითონ თავის თავს უწოდებს ღვთის მაცნეს და ცნობილი არა მარტო თავის ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც.
დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ სპირიტისტული სეანსის დროს მკურნალმა კლიენტები ცალკე ოთახში წაიყვანა და იქ სხვადასხვა სექსუალური ქმედებები ჩაიდინა.
მკურნალი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა. თუმცა, პროკურატურამ უკვე გააკეთა განცხადება მკურნალის დაპატიმრების შესახებ. 5955 1-ს მოსწონს
|