x
image
დოზა26
ლამაზი სიყვარულის ისტორია


image

2000 წელს, 7 წლის ბიჭმა ფილიპინებში საშობაო საქველმოქმედო საჩუქარი გააგზავნა. 15 წლის შემდეგ კი ეს ყველაფერი ლამაზ სიყვარულის ისტორიად გადაიქცა, რომელიც რომანტიკულ ფილმს ჰგავს. თუმცა ფილმისგან განსხვავებით ეს ნამდვილია და შეგიძლიათ ისიამოვნოთ ახლა.image


18 წლის წინ, ტირელ ვოლფმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო პროექტში, სახელწოდებით Operation Christmas Child. გამგზავნები ვალდებულნი იყვნენ, ფილიპინებში, სკოლის მოსწავლეებისთვის გაეგზავნათ პატარა სათამაშოები, წერილი და მათი ფოტო. მთავარმა გმირმაც გააგზავნა საშობაო ამანათი და შიგნით თავისი პატარა ფეხსაცმელი ჩადო. ტირელს უკვე დავიწყებული ჰქონდა ეს სიტუაცია, მაგრამ 2009 წელს მან მიიღო დამატების თხოვნა Facebook- ზე ჯოაო მარანადან. თავდაპირველად ტირელმა არ დაამატა მეგობრებში უცხო ადამიანი. image

რამდენიმე თვის შემდეგ მან საბოლოოდ გადაწყვიტა, დაემატებინა ჯოანა, რადგან აინტერესებდა თუ ვინ სწერდა მას სამყაროს მეორე ბოლოდან. ჯოანამ ყველაფერი მოუყვა თუ როგორ მიიღო მისი გამოგზავნილი ფეხსაცმელი და ასევე მოუყვა გაგზავნილი წერილის შესახებ, სადაც ის მადლობას უხდიდა, თუმცა წერილს ადრესატამდე არ მიუღწევია. ტირელმა და ჯოანამ Facebook- ზე ერთმანეთთან საუბარი განაგრძეს.image

მოგვიანებით, მათ გაარკვიეს, რომ მათ ბევრი აქვთ საერთო და გადაწყვიტეს ერთმანეთთან შეხვედრა. ტირელს ფული ჰქონდა გადანახული, ამიტომ მან იყიდა ბილეთი ჯოანასთან გასამგზავრებლად. ის ძალიან ბევრს ნერვიულობდა, რადგან ეს იყო მისი პირველი მგზავრობა, მაგრამ ჯოანა მას აეროპორტში დახვდა და მათ ერთმანეთი შეუყვარდათ.


ტიროლი შოკირებული იყო ჯოანას ცხოვრებით. ოჯახის რვავე წევრს ერთ პატარა ოთახში, იატაკზე ეძინა. წყვილმა ერთად 10 დღე გაატარა და გამგზავრებისას ტირელი დაჰპირდა, რომ ისევ დაბრუნდებოდა. მან კი ეს პირობა შეასრულა. imageროდესაც ტირელი მეორედ ჩავიდა მანილაში, მან ჯოანას მამას ქალიშვილის ხელი სთხოვა. თანხმობის მიღების შემდეგ კი მამამ შყვარებული წყვილი დალოცა. imageეს ვიდეოს ლინკია შეგიძლიათ უყუროთ.


https://youtu.be/us4LJB3ellM

0
182
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0