კინო 54 წლის მონიკა ბელუჩი 36 წლის ბიჭთან კოცნისას გამოიჭირეს (ფოტოები) 2018, 17 დეკემბერი, 17:21 54 წლის იტალიელი მოდელი და კინომსახიობი მონიკა ბელუჩი 36 წლის ბოიფრენდთან ერთად დააფიქსირეს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის პირადი ცხოვრება ყოველთვის განხილვის საგანია, თუმცა მის შესახებ ჟურნალისტების დაინტერესება მას შემდეგ გაიზარდა, რაც მისი ყოფილი მეუღლე მსახიობი ვინსენტ კასელი ურთიერთობაში ახალგაზრდა მოდელთან ტინა კუნაკთან იმყოფებოდა და საბოლოოდ მასზე დაქორწინდა კიდეც. პაპპარაცებს აინტერესებდათ იყო თუ არა კონკრეტული პიროვნება ღვთაებრივი ბელიჩის ცხოვრებაში ვინსენტ კასელისა და ტინა კუნაკის ქორწილი ბელუჩი ცოტა ხნის წინ გამოტყდა, რომ ახალი ადამიანია მის ცხოვრებაში თუმცა ვინაობა არ დაუკონკრეტებია, მსახიობი ცდილობდა ყველგან მარტო გამოჩენილიყო და ჟურნალისტებისთვის სალაპარაკო თემა არ მიეცა, მაგრამ ფრანგულმა ტაბლოიდმა სულ ახლახან ის 36 წლის მხატვართან ერთად გამოიჭირა პარიზის ქუჩებში სეირნობისას. ნიკოლას ლეფევრი პროფესიით მხატავრია და მას სახელოსნო პარიზში აქვს. ბოლო ურთიერთობიდან მას 6 წლის გოგონა ჰყავს. 1477 1-ს მოსწონს 1-ს არა
|