კულტურა მსოფლიოსთვის სამაგალითო აკრძალვა შვედეთისგან! 2018, 18 დეკემბერი, 16:14 შვედეთის პარლამენტმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გადაწყვიტა მოწევის აკრძალვა. მიღებული კანონის თანახმად, მოწევა თანდათანობით შეიზღუდება, ხოლო 2025 წელს თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი არ გაიყიდება ქვეყანაში. 2018 წლის სტატისტიკური მონაცემებით, შვედეთის მოსახლეობის 11% აქტიური მწეველია, 5% არც ისე აქტიური, ხოლო 10% იშვიათად ეწევა. დარჩენილი 74 % სიგარეტს საერთოდ არ ეწევა. ქვეყანაში სიგარეტის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონები ჯერ კიდევ 2005 წელს ამოქმედდა. პირველად დახურულ სივრცეებში აიკრძალა, თუმცა კომპანიებში გამოყოფილი იყო სპეციალური ადგილები მწეველებისთვის, მას შემდეგ, დროთა განმავლობაში მოწევასთან დაკავშირებით კანონები გამკაცრდა, რასაც მოჰყვა სასარგებლო შედეგი ქვეყნის მოსახლეობის 30% სიგარეტზე უარი თქვა გასულ 14 წლის მანძილზე. 2019 წლის ივლისის თვიდან ღია სივრცეებში მოწევა აიკრძალება! La Repubblica- ს ინფორმაციით, მომავალი წლის ივლისის თვიდან შვედეთში აიკრძალება სიგარეტის მოწევა ღია სივრცეებშიც. განსაკუთრებული ჯარიმები დაწესდება იმ პირებისთვის, რომლებიც პარკში, ეზოში, სადგურზე ან კიდევ სპორტ დარბაზის ახლო მიდამოებში მოწევენ. 2025 წლიდან ქვეყანაში სიგარეტის გაყიდვა, შემოტანა და მოწევა სრულიად აიკრძალება! 2025 წლიდან ქვეყანაში სიგარეტის გაყიდვა, შემოტანა და მოწევა სრულიად აიკრძალება! ამგვარად, დაწყებული სიგარეტიდან, დამთავრებული ელექტრონულ სიგარეტამდე, ყველანაირი მოსაწევი ქვეყანაში სამუდამოდ აიკრძალება! {გავიცნოთ შვედეთი}შვედეთი, ოფიციალურად შვედეთის სამეფო არის ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ესაზღვრება ნორვეგია დასავლეთიდან და ფინეთი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ზღვით ესაზღვრება დანია, გერმანია და პოლონეთი. სამხრეთიდან - ესტონეთი, ლატვია, ლიტვა; და რუსეთი - აღმოსავლეთიდან. 449 964 კმ² ფართობით შვედეთი მესამე უდიდესი ქვეყანაა ევროპის კავშირში. მოსახლეობა – 9 644 864 კაცი. დაბალია მოსახლეობის სიმჭიდროვე – 20, 6 ად/კმ² (192-ე მსოფლიოში). დედაქალაქია სტოკჰოლმი. შვედეთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (232 მლრდ $) მსოფლიოში 21-ე ადგილი უკავია. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} ∎ საკვები პროდუქტები, რომლებიც ღამით უნდა მიირთვათ! ∎ როგორ ვუმკურნალოთ ყელის ტკივილის სახლის პირობებში? ∎ საქართველოს მთავრობავ, შეუწყვიტეთ ჩვენი ფულით დაფინანსება ამ ლიბერასტ ალქაჯს! - გიორგი გიგაური ∎ რა მოხდება მომდევნო 24 საათის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე? ∎ გატაცება, სექსუალური ძალადობა და კიდევ სხვა - ცნობილები, რომლებსაც გულშემატკივრებმა სიცოცხლე გაუმწარეს! ∎ 6 ბნელი სიმართლე იაპონიის შესახებ! ∎ ეს 4 მილიონში მხოლოდ ერთხელ ხდება - დაიბადა ბავშვი, რომელიც 80 წლის მოხუცებულს ჰგავს 1581 5-ს მოსწონს
|