საზოგადოება გასაიდუმლოებული ტრაგედია ანტარქტიდის სადგურზე 2018, 15 დეკემბერი, 15:15
ა
ანტარქტიდაში, გაურკვეველი მიზეზების გამო, კვლევის სადგურის ორი თანამშრომელი დაიღუპა. მათი გვამები უცნაურ ვითარებაში აღმოაჩინეს. ანტარქტიდის სადგურზე მდებარე ორი სახანძრო ტექნიკა მაკ-მერდოდან 100 კილომეტრის დაშორებით მთა ნიუოლის მშრალ ხეობაში მდებარეობს. ეს ტექნიკა ეკუთნის ნაციონალურ ეროვნულ სამეცნიერო ფონდს. გარდაცვლილები იპოვეს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გენერატორის შენობაში, სადაც ისინი პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ტრაგედია მოხდა 12 დეკემბერს და ამჟამად მიმდინარეობს მუშათა დაღუპვის მიზეზებისა და გარემოებების კვლევა. ფონდი არ ამჟღავნებს გარდაცვლილების შესახებ პერსონალურ ინფორმაციას. მათ უახლოეს ნათესავებს მომხდარი შეატყობინეს. მუშები ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის პროფილაქტიკაზე მუშაობდნენ. ისინი იპოვა ვერტმფრენის პილოტმა შენობის იატაკზე უგონო მდგომარეობაში. პილოტს უნდა მოეხდინა მუშების გადაყვანა მთიდან სადგურამდე. როდესაც ისინი არ მივიდნენ ვერტმფრენთან შეთანხმებულ დროს, პილოტი წავიდა შესამოწმებლად, რათა ენახა რა მოხდა. მან იპოვა მათი უსიცოცხლო გვამები. ერთი მათგანი იქვე დაღუპული იყო, ხოლო მეორე თანამშრომელი დაიღუპა მაკ-მერდოს საავადმყოფოში. 325 შეფასება არ არის
|