x
image
თორ ნიკე
სამყაროს მომავალი - რა მოხდება გუგოლი წლის შემდეგ?
სამყაროს მომავალი - რა მოხდება გუგოლი წლის შემდეგ?


ალბათ ყველას გაგვჩენია სურვილი ვიცოდეთ რა მოხდება მომავალში. რა შეიძლება დაგვემართოს ხვალ პირადად ჩვენ ან უფრო დიდი მასშტაბებით, როგორი იქნება კაცობრიობის ცხოვრება 20 ან თუნდაც 50 წლის შემდეგ. მაგრამ რას იტყვით რომ ვიმოგზაუროთ ამაზე გაცილებით შორს მომავალში? ეს არის თეორეტიკოსი ფიზიკოსების მიერ სამყაროს კანონზომიერებების (როგორიცაა სხვადასხვა სახის ვარსკვლავის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მათი ქცევა დაბერებისას, შავი ხვრელების სიცოცხლის ხანგრძლივობა, სამყაროს გაფართოების სიჩქარე და ა.შ.) მიხედვით გამოთვლილი ძალიან შორეული მომავალი.



1 მილიარდი წლის შემდეგ - მზე ხდება 10%-ით უფრო ნათელი. დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა კი იზრდება 47 ცელსიუსამდე. ზღვები და ოკეანეები მასშტაბურ აორთქლებას იწყებენ. ატმოსფერო გაჯერებულია აორთქლებული წყლის დიდი რაოდენობით და ეს კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, ვინაიდან ქმნის სათბურის ეფექტს. დედამიწა არ აღარ იქნება ისეთი კარგი ადგილი დასასახლებლად, როგორიც დღესაა.


1 მილიარდი წლის შემდეგ




3, 8 მილიარდი წლის შემდეგ - ანდრომედას გალაქტიკა ირმის ნახტომის გალაქტიკისკენ წარმოუდგენლად დიდი სიჩქარით მოემართება - 400 ათასი კილომეტრით საათში. დღესდღეობით ანდრომედას გალაქტიკა დედამიწიდან დაშორებულია 2.5 მილიონი სინათლის წლით. იმ დროს კი უკვე ჩვენს გალაქტიკასთან დაიწყებს შერწყმას და ეს ორი გალაქტიკა ერთ დიდ, მეგაგალაქტიკას წარმოქმნიან - მილკომედას (Milky way + Andromeda)


მილკომედა



5 მილიარდი წლის შემდეგ - ახლად წარმოქმნილ მილკომედაში მდებარე ჩვენი მზის სისტემა უკვე თავისი არსებობის ბოლო პერიოდს ითვლის. მზე კვდება. მისი რადიუსი სწრაფად იზრდება. ის ახლა 200-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე 21-ე საუკუნეში იყო. ყველა პლანეტა თავიანთი თანამგზავრებით უკვე მზის მიერაა განადგურებული და მათი ადგილი აქვს დაკავებული. მზე უკვე წითელ გიგანტ ვარსკვლავადაა ქცეული.


5 მილიარდი წლის შემდეგ



12 მილიარდი წლის შემდეგ - ჩვენი მზის სისტემა, სადაც ერთ დროს სიცოცხლე ჰყვაოდა, განადგურებულია და მზის ადგილას ახლად წარმოქმნილი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი კიაფობს, რომელიც რად დრო გადის, უფრო და უფრო ცივდება და თავისი არსებობის ბოლო ეტაპისკენ მიდის. ის სიცოცხლეს შავ ჯუჯად დაასრულებს და სრულად გაუჩინარდება.


თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი



100 მილიარდი წლის შემდეგ - 200 მილიონი სინათლის წლის დიამეტრის მქონე ქალწულის გალაქტიკათგროვა, რომელშიც ათასობით გალაქტიკა და მათ შორის ჩვენც შევდივართ, გადაიქცევა ერთიან სუპერმეგაგალაქტიკად, რომელიც ასობით მილიონი სინათლის წლის მანძილზე გადაიჭიმება. შერწყმას დაიწყებენ სხვა სუპერგროვების გალაქტიკებიც ერთიან სუპერმეგაგალაქტიკებად, თუმცა სამყაროს გაფართოების და ბნელი ენერგიის მეშვეობით ძალიან ნელა მოხდება. გაგარძელდება ათეულ მილიარდობით წლის განმავლობაში.


ქალწულის გალაქტიკათგროვა



1 ტრილიონი წლის შემდეგ - ეს დასასრულის დასაწყისია. ამჟამად არსებული ყველა გალაქტიკა და სუპერმეგაგალაქტიკა სიკვდილს იწყებს. აღარ დარჩა საკმარისი აირიც, რომ ახალი ვარსკვლავები წარმოქმნას.



2 ტრილიონი წლის შემდეგ - გაფართოებად სამყაროში სულ უფრო და უფრო გაბატონებული ხდება ბნელი ენერგია. სამყარო აღწევს მომენტუმის წერტილს. გაფართოება უკვე აღწევს იმ მასშტაბებს, რომ შეუძლებელია გალაქტიკების თუ გალაქტიკათგროვების დანახვა თუკი ასეთი სადმე კიდევ დარჩა. თუ არსებობს სადმე რაიმე ცივილიზაცია, მისთვის შეუძლებელი ხდება მონაცემების შეგროვება და იმის გარკვევა თუ რა იყო წარსულში, თუ ეს ცოდნა უკვე იქამდე არ აქვს დაგროვებული იმ ცივილიზაციას და შენახული შავ ხვრელში ან სხვა რაიმე ცოდნის მყარად შემნახავ მოწყობილობაში.



20 ტრილიონი წლის შემდეგ - ვარსკვლავების დასასრული. წარსულს ბარდება ჩვენი გალაქტიკის ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლის მქონე ვარსკვლავები - წითელი ჯუჯებიც კი. რჩება მხოლოდ პატარა, ცივი, შავი ჯუჯები. ასევე გადარჩენილია შავი ხვრელები.


შავი ხვრელი



100 ტრილიონი წლის შემდეგ - ეს უკვე დასასრულია. სამყაროს ყველა ვარსკვლავი უკვე მკვდარია, დარჩენილია მხოლოდ ნეიტრონული ვარსკვლავები, თეთრი, ყავისფერი და შავი ჯუჯების ძალიან მცირე რაოდენობა. ჩაბნელებულ სამყაროში შავი ხვრელები დაძრწიან და ვარსკვლავთა და პლანეტათა ნარჩენებს შთანთქავენ.


100, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000 (10-იანი 37 ნულით) წლის შემდეგ - დადგა სამყაროს არსებობის დასასრულის წინა პერიოდი. ენერგიის ერთადერთი სახე, რომელიც სამყაროში დარჩაგამოიყოფა პროტონების ხრწნის და ინდივიდუალური ნაწილაკების ანიჰილაციის შედეგად. სამყარო სიკვდილის აგონიაშია.


გუგოლი წლის შემდეგ (1-იანი 100 ნულით) - სამყარო უკვე ისეა გაფართოებული, რომ ვერცერთი სიტყვა და ციფრი ვერ აღწერს დარჩენილ შავ ხვრელებსა თუ სუბატომურ ნაწილაკებს შორის დარჩენილ მანძილებს.


და ბოლოს დგება არარსებობა - ყველაფრის დასასრული. ჰოკინგის რადიაციის წყალობით აორთქლებულია აბსოლუტურად ყველა შავი ხვრელი. გამქრალია ყველა სუბატომური ნაწილაკი. დარჩენილი უკვე აღარაფერია. აღარ არის უკვე თვით აღარაფერიც კი.





ასევე დაგაინტერესებთ: ტრილიონობით ტრილიონი პარალელური სამყარო



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


6
894
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
894
  
2022, 6 ნოემბერი, 23:08
ამ ტექსტში საუბარია იმის შესაძლებლობაზე, რომ გუგოლი და მეტი წლის შემდეგ, როცა ჩვენი სამყარო გაფართოვდება ფაქტობრივად უსასრულობამდე და შთაინთქმება შავი ხვრელებისგან ყველაფერი, რაც სამყაროშია და შემდეგ ეს შავი ხვრელებიც აორთქლდება, უდიდესია შანსები იმის, რომ ამ სამყაროში წარმოიქმნას ე.წ. "ბოლცმანის ტვინები", რაც სხვა არაფერია გარდა უსხეულო ცნობიერებებისა, რასაც ჩვენ "სულებს" ვეძახით. და თუ გავითვალისწინებთ სამყაროს ციკლურობის თეორიას, შესაძლოა ეს უკვე ერთხელ ან მრავალჯერ მოხდა ჯერ კიდევ ჩვენი სამყაროს "დიდ აფეთქებამდე".
"The heat death of the Universe will see all energy evenly distributed across near infinite space. For now entropy continues to increase inside black holes and the disorder of the Universe as a whole gradually grows as time's arrow flies ever forward, but one day, trillions of years from now, black holes will have swallawed every last particle in the cosmos and they themselves will have evaporated away. Nothing can survive this inevitable end, when all energy and matter is no more. Overall entropy will as large as it is possible to be. a white noise of randomness in ultimate equilibrium. and since time can not flow backwards, it will stay that way forever, without any change, time ceases to have meaning. This truly is the end for time - a cold, black, empty Universe existing outside time and space as we understand it.
2022, 6 ნოემბერი, 23:08
But it would be wrong, if we assume, that nothing happens in this empty Universe. Entropy might have reached its maximum value, but that only means, that there are a near infinite number of ways, that the Universe can be arranged the physical stuff of the Universe can fluctuate through this random permutations and so the entropic equilibrium is a dynamic one. The Universe as a whole may not become any more ordered, but statistics suggest, that small fluctuations could create pockets of organization at random. When tossing a hundred coins, it's extremely unlikely, that all will show tales, but it's not impossible. And since this most random Universe at the end of its life is effectively eternal, there is plenty of opportunity for random tosses to give any result you can imagine. Modern physicist Sean Carrol has used this principle to write a potential origin story for our own Cosmos. Suppose a Universe has lived its life and met its entropic end many billions of years ago. The result would be an unchanging, timeless parent Universe with random local fluctuations in entropy. One of this fluctuations might just configure its energy in such a ways, to create a highly compressed pocket with inexplicably low entropy - a baby Universe with a billiard balls figuratively set ready for the first break. This, Carol argues, could be the beginning of our big bang and beginning of our arrow of time created as a hiccup from a timeless parent. The idea seems compelling and seems to fit neatly with some cyclical origin stories, but it also raises a strange and disturbing possibility - an aged parent Cosmos that can create an entirely new baby universe can also use its limitless coin tosses to create pretty much anything else we might imagine, including more of us and new us. as opposed to entire Universes require far fewer coin tosses. More specifically bodiless human brains drifting alone through space.
2022, 6 ნოემბერი, 23:08
This so called "Boltzmann brain" named after Boltzmann's work, is part of the thought experiment, that looms over our current theories of eternal maximum entropy. It seems vanishingly unlikely, that a cold, empty Universe could create human brain replete with thoughts and artificial sensations and memories, but it truly is one of the permutations, that a maximally disordered cosmos can cycle through. given enough time, this seemingly impossible permutation could spontaneously appear. Given an even longer amount of time, it could happen over and over again. Given the eternal end to our Universe, statistically speaking Boltzmann brains are inevitable. And in fact, in purely statistical terms, actual humans with the added complications of physical bodies existing in the actual Universe when it is nearly 14 billion years old, are vastly less likely, than Boltzmann brains in an empty Universe, that has been cycling through random permutations for hundreds of trillions of years. It fallows that statistically our thoughts and experiences are much more likely to be an illusion of fictitious universe conjured by non-corporeal Boltzmann brains then they are true reflections of the Cosmos so close to its birth. Off course physicists don't believe that this is really a case and the goal of modern cosmology is to find a theory, that does not threaten our existence and create a timeless eternity filled with dreaming horus. If we really are here experiencing the Universe at nearly 14 billion years old, then the idea that the Universe will exist forever in timeless stasis, must be wrong. We need a theory, that will produce a definitive end of space-time, before statistics has the opportunity to create Boltzmann brains to outnumber us."
(Why Did Time Start Going Forward? - The end of time by Leila Battison, 2021).
2018, 17 დეკემბერი, 22:34
გაიხაროონ :დდ
2018, 17 დეკემბერი, 1:54
მანამდე კიდევ უამრავი საშველი გამოჩნდება ;) მართლა ოღონდ. ძალიან ბევრ თავის გადასარჩენ საშუალებას გაჩითავენ მომავალში ჩვენი შვილითაშვილთა შვილთაშვილები :დდდ
2018, 17 დეკემბერი, 0:38
გუგოლ წლამდე გვაცოცხლეთ :))
0 1 6