x
image
თამილა გურაშვილი
ინდოელმა მილიარდერმა თავის შვილის ქორწილში 100 მილიონი დახარჯა
image
12 დეკემბერს, ინდოეთში ქალქ მუმბაიში მილიარდერების შვილები, მუკეშა ამბენის (ინდოეთისა და აზიის ყველაზე მდიდარი კაცი) და ადჯაია პირამლას შვილების ქორწილი გაიმართა. მუკეშას ქალიშვილი იშა დაქორწინდა ადჯაიას ვაჟზე, ანანდზე . პატარძალი და სიძე ერთმანეთის ბავშვობიდან იცნობდნენ, ხანგრძლივი მეგობრობის წყალობით, რომელიც მათ ოჯახებს აერთიანებს.


image
image

image


დღესასწაული გაიმართა ამბენის საოჯახო რეზიდენციაში, 27 სართულიან ცათამბჯენში სახელწოდებით "Antilla." ეს ბუკინგემის სასახლის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლია. რეზიდენციის შესასვლელი ათასობით ყვავილებით იყო გაფორმებული. მედიის ცნობით, ქორწილი, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში აღინიშნებოდა, 100 მილიონი დოლარი დაუჯდა პატარძლის მამას.


image


image


სტუმრებს შორის იყვნენ ინდური კინოს ვარსკვლავები, მათ შორის ბოლივუდის მეფე შახრუხ ხანი, ასევე აიშვარია რაი და მისი მეუღლე ამიტაბხ ბაჩანანი. ცოლ-ქმარი შვიდი წლის ქალიშვილთან ერთად მივიდა ცერემონიაზე.


image


სადღესასწაულო ღონისძიებას დაესწრნენ პრიანკა ჩოპრა და ნიკ დჯონასი. ინდოელი მსახიობს და ამერიკელ მუსიკოსს დეკემბრის დასაწყისში ქონდათ ქორწილი.


image

ქორწილში ამერიკულ პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენდნენ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ჰილარი კლინტონი.


image








0
182
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0