სხვა შოკოლადის საერთაშორისო დღე 2012, 11 ივლისი, 20:18 დღეს, 11 ივლისს, ტკბილეულის მოყვარულები აღნიშნავენ შოკოლადის საერთაშორისო დღეს(World Chocolate Day).ეს დღე პირველად საფრანგეთში აღნიშნეს 1995 წელს. პირველად სავარაუდოდ აცტეკებმა დაიწყეს შოკოლადის დამზადება.ისინი მას"ღმერთების საზრდოს" უწოდებდნენ. ესპანელმა კონკისტადორებმა ეს "შავი ოქრო" ევროპაში წაიღეს და მას იყენებდნენ რათა უზრუნველეყოთ ფიზიკური ძალა და გამძლეობა.
ცოტა მოგვიანებით შოკოლადის მოხმარება შეზღუდული იქნა და ის მხოლოდ არისტოკრატთა წრისთვის ხელმისაწვდომი ფუფუნება იყო, მე-20 საუკუნიდან კი ის უკვე ყველას ანიჭებს უდიდეს სიამოვნებას.
თანამედროვე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შოკოლადში შემავალი ელემენტები ხელს უწყობს დასვენებას და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. მას შესწევს ძალა გაგიუმჯობესოთ გუნება-განწყობილება.
არსებობს ჰიპოთეზა, რომ შოკოლადს შეუძლია შეანელოს დაბერება.
ცნობილია, რომ შოკოლადი შეიცავს ნუტრიენტებს, მათ შორის ცხიმებს, ამიტომ ის ძალიან კალორიულია, მაგრამ დიეტაზე მყოფებო ნუ შეშინდებით, თქვენთვის შავი შოკოლადი არსებობს, ბავშვებისთვის კი რეკომენდებულია თეთრი შოკოლადი, რომელიც დიდი რაოდენობით რძეს შეიცავს. 109 5-ს მოსწონს
|