საზოგადოება Turkish Airlines-ის რეისზე ქალმა ქმრისა და ეკიპაჟის დახმარებით იმშობიარა 2018, 13 დეკემბერი, 23:54
21 წლის ორსულს მშობიარობის ტკივილები აფრენიდან სამი საათის შემდეგ დაეწყო.
გოგოსთან ერთად თვითმფრინავში მისი ქმარი იყო, რომელიც პროფესიით ექიმია. მან და ბორტგამცილებლებმა სასწრაფოდ დაიწყეს მშობიარობის პროცესისთვის მზადება. მათ თვითმფრინავის უკანა ნაწილი გაათავისუფლეს და გოგომაც სწორედ იქ გააჩინა ბავშვი. ცოლს მშობიარობაში მეუღლე ეხმარებოდა. 83 1-ს მოსწონს
|