x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ბრაზილიელი მედიუმი 200 ქალის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი
image

200 -ზე მეტმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი ცნობილ ბრაზილიელ მედიუმს, ჟოან დი ფარიას. ბრაზილიის შტატის გოიასის პროკურატურამ უკვე გასცა ბრძანება მისი დაკავების შესახებ.


ჟოან დი ფარია საკმაოდ ცნობილი ადამიანია, როგორც ბრაზილიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. მამაკაცი ამჯობინებს, რომ მას უწოდონ ჟოან დი დეუსი, რაც ითარგმნება, როგორც "ჟოანი ღმერთისგან".


ერთი კვირის განმავლობაში "ბრაზილიელ ღმერთკაცის" წინააღმდეგ შევიდა 10 განცხადება, შემდეგ კი განცხადებების რიცხვმა უცებ იმატა, დაზარალებულების განცხადებით, სპირიტუალური სეანსების დროს ჟოანი ქალებს აუპატიურებდა.


image

მისი მსხვერპლი მხოლოდ ბრაზილიელი ქალები არ იყვნენ, პირველმა საჩივარი ჰოლანდიელმა ტურისტმა შეიტანა, თვითონ ჟოან დი ფარია უარყოფს ყველა ბრალდებას.


"ბრაზილიელი ღმერთკაცი" ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მედიუმი და მკურნალია, ყოველდღიურად მის სახლს, რომელიც სოფელ აბადიანიაშია, (დედაქალაქიდან 150 კილომეტრში) 3000-მდე ადამიანი სტუმრობს და გრძელ რიგში საათობით ან რამდენიმე დღეც დგანან. პაციენტებმა იციან, რომ ჟოანს არავითარი სამედიცინო განათლება არ აქვს, თუმცა ეჭვი არ ეპარებათ მის შესაძლებლობაში. მედიუმს 50-მდე ასისტენტი ეხმარება, პაციენტები მასთან თითქმის მთელი მსოფლიოდან მოედინებიან, მათ შორის, აშშ-დან და ევროპიდან, მათ რიცხვში არიან მეცნიერებიც, რომლებიც ცდილობენ გამოიცნონ მისი "სასწაულებრივი შესაძლებლობები".

image

სტუმართა შორის იყო საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი და პირადად დაესწრო ჟან დი ფარიას "სულიერ ოპერაციას", რომელმაც ნარკოზის გარეშე ჩაატარა, შემდეგ კი მისგან ინტერვიუ აიღო.

image

image

0
370
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0