ადმინისტრაციული
შალვა რამიშვილს თათია სამხარაძემ სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებული დავა მოუგო
2018, 12 დეკემბერი, 21:46
![შალვა რამიშვილს თათია სამხარაძემ
სექსუალურ შევიწროვებასთან
დაკავშირებული დავა მოუგო image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201812/2018121221443385522.jpg)
არასამთავრობო ორგანიზაცია phr -ის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ შალვა რამიშვილის მიერ განხორციელებული სექსუალური შევიწროვების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
სასამართლომ კიდევ ერთხელ გაამართლა თათია სამხარაძე და დაადასტურა, რომ შალვა რამიშვილის მხრიდან, სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით, თათია სამხარაძეზე ნამდვილად ხორციელდებოდა სექსუალური
შევიწროვების ფაქტები.
თათია სამხარაძეს სასამართლოზე prh-ის (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) იურისტები იცავდნენ.