x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138388
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
გავხალისდეთ:,,ქალაქური ლეგენდები" სსრკ-ში
imageეს ის პოპულარული ლეგენდები თუ მითებია, რომლისაც სსრკ-ში სჯეროდათ ბავშვებს 80-იან წლებში. ზოგიერთი მათგანი ალბათ თქვენთვისაც ცნობილი იქნება, თუ იმ თაობის წარმომადგენელი ხართ.

1.სამართებელი კევში

80-იან წლებში კევი დიდი იშვიათობა იყო. სსრკ-ში ჩამოსული უცხოელები მას ბავშვებს უცვლიდნენ სუვენირებსა თუ სხვადასხვა ნივთებშიimageსკოლის მოსწავლეებს შორის ხმები დადიოდა “ბოროტ კაპიტალისტებზე" რომლებიც კევებში სამართებელს დებდნენ, რომ საბჭოთა ბავშვები დაეხოცათ, ამიტომ დაღეჭვის წინ ჩვევად ჰქონდათ კევი გადაეტეხათ და ამ გზით შეემოწმებინათ ხომ არ იდო მასში სამართებლის პირი. სხვათაშორის, ეს ჩვევა 90-იანებამდე და უფრო გვიანაც შემორჩათ.


2.კილოგრამი კოღო


სკოლის მოსწავლეებს ასევე სერიოზულად სჯეროდათ იმის, რომ რაღაც ძვირფასი წამლის დასამზადებლად გამომშრალი კოღოები იყო საჭირო და პუნქტებიც არსებობდა სადაც მათ იბარებდნენ. თუ გაგიმართლებდა და კილოგრამ კოღოს შეაგროვებდი, სანაცვლოდ ველოსიპედს ან პნევმატურ თოფს გაჩუქებდნენ.

imageსამწუხარო მხოლოდ ის იყო, რომ აუცილებლად კილოგრამი კოღო უნდა ჩაგებარებინა, რაც შეუძლებელი იყო.


3.ავტომობილი საიუბილეო მონეტის ნაცვლად

სსრკ-ში პირველი საიუბილეო მონეტა 1 რუბლის ნომინალით 1965 წელს გამოუშვეს. 80-იან წლებში კი საბჭოთა ბავშვებში ძალიან პოპულარული იყო მითი საიდუმლო ორგანიზაციაზე, რომლის წევრებიც მზად იყვნენ ამ მონეტის სანაცვლოდ ავტომობილი ეჩუქებინათ.imageამ ორგანიზაციის გულუხვობის მიზზეზი კი ვითომდა იმ მეტალისადმი ინტერესი იყო, რომელიც თითქოს მონეტის შემადგენლობაში შედიოდა. ამ ძვირადღირებული მეტალის დასახელება კი ბუნებრივია არავინ იცოდა.

3.წითელი ფირი

80-იანი წლების მოზარდებში პოპულარული იყო მითი რაღაც საიდუმლო წითელ ფირზე. თუ ამ ფირით ადამიანებს გადაიღებდი, სურათებზე ისინი შიშვლები გამოჩნდებოდნენ.იყვნენ ისეთებიც, ვინც ირწმუნებოდა, რომ ეს ფირი მათ ნაცნობს ჰქონდა ნანახი.

imageისინი კი, ვისაც ფოტოაპარატი ჰქონდა, გოგონებს დასდევდნენ შეძახილებით: “წითელი ფირით გიღებ!" და აღშფოთებული გოგონებიც კიოდნენ და ტიროდნენ. თუმცა, მაკომპრომეტირებელი ფოტო თვალით არავის უნახავს.


5.სუპერპრიზი თამაშში “აბა, დამაცადე"

1981 წელს იაპონურმა ფირმა Nintendo-მ შექმნა თამაში Egg (კვერცხი). 1984 წელს კი მისი ანალოგი გამოუშვეს სსრკ-ში სახელწოდებით «Электроника ИМ-02»imageიაპონურ თამაშში გამოყენებული მგელი “აბა, დამაცადეს" ცნობილი მგლით შეცვალეს, მაგრამ თამაშის არსი იგივე დარჩა: მგელს კალათაში უნდა შეეგროვებინა კვერცხები.imageთამაში მაშინვე გაყიდვების ჰიტად იქცა. მისი ბედნიერი მფლობელები თავის თანატოლებს უმტკიცებდნენ, რომ ათას ქულაზე საბონუსე რეჟიმი ირთვებოდა და მულტფილმის ნახვა იყო ეკრანზე შესაძლებელი.


6.“სიკვდილი საბჭოთა ბავშვებს"

საბჭოთა ბავშვებს დიდი ხნის განმავლობაში ეშინოდათ შავი ავტობუსის თუ შავი ვოლგის, რომელშიც ბავშვებს იტყუებდნენ და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავდათ.imageამ ავტომობილის ცნობა კი ძნელი არ იყო, მას სანომრე ნიშანზე წარწერა უნდა ჰქონოდა «ССД» ანუ «Смерть советским детям!»-სიკვდილი საბჭოთა ბავშვებს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ მითს აღმზრდელობითი ხასიათი ჰქონდა. მისი მოსმენის შემდეგ ბავშვს დიდი ალბათობით სურვილი აღარ გაუჩნდებოდა უცნობ ადამიანს მანქანაში ჩაჯდომოდა.


7.კუბო ბორბლებზე

image

“იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგო. ერთხელ ის მარტო დარჩა სახლში და უცბად რადიოდან მოესმა: “გოგონა, ბორბლებიანი კუბო სასაფლაოდან გამოვიდა, ის შენს ქუჩას ეძებს. დაიმალე!". შეშინებულმა გოგონამ ტელეფონი აიღო, რომ დედასთვის დაერეკა ამ დროს კი ყურმილიდან შემოესმა:“გოგონა, კუბომ შენი ქუჩა იპოვა, ის შენს სახლს ეძებს!" გოგონამ სახლი ჩაკეტა, რადიოდან კი ისევ ისმოდა: “მან შენი სახლი იპოვა, შემოდის!". როცა დედა სახლში დაბრუნდა გოგონა ცოცხალი აღარ იყო."-ეს და მსგავსი ისტორიები, როგორიც იყო “წითელი ლაქა", “შავი ხელი" და ა.შ. ძალიან პოპულარული იყო საბჭოთა ბავშვებში.







0
547
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0