საქართველო მონაწილეობდა თუ არა სტალინი ქართული მიწების გადაცემაში? 2018, 11 დეკემბერი, 15:08
მონაწილეობდა თუ არა სტალინი ქართული მიწების გადაცემაში? ეს კითხვა დღემდე დავის საგანია. ინტერნეტში ხშირად წაიკიხავთ მსგავს კომენტარებს:"სტალინმა გადასცა ტაო-კლარჯეთი თურქეთს, სტალინმა დაგვაკარგვინა ლორე, ჰერეთი, სტალინმა შექმნა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიები" და ა.შ. გავყვეთ ქრონოლოგიურად ისტორიულ ფაქტებს და გავიგოთ თუ რა მონაწილეობა მიიღო სტალინმა ქართული მიწების დაკარგვაში.
1917 წელს რუსეთში მოხდა რევოლუცია, რომელიც ოქტომბრის რევოლუციის სახელითაა ისტორიაში შესული. სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა ამიერკავკასიის კომისარიატის დროებითი მთავრობა.1918 წლის 3 მარტს რუსეთის ახალმა მთავრობამ დადო სეპარატისტული ზავი გერმანიასთან და მის მოკავშირებთან. რუსეთს თურქეთის სასარგებლოდ დაათმობინეს ბათუმის და ყარსის ოლქები. თურქებმა ოზურგეთის და ახალციხის მაზრების ოკუპაციაც მოახდინეს. ქართველებმა და სომხებმა ვერ შეაკავეს თურქები. სამხედრო მარცხმა აიძულა სეიმი, ეცნო ბრესტ-ლიტოვკის ზავის შედეგები და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყო თურქეთთან. 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.1918 წლის მარტში გართულდა სიტუაცია სოხუმის ოლქში, ადგილობრივმა ბოლშევიკებმა საბჭოთა ხელისუფლების დამყარება და რუსეთთან შეერთება დაისახეს მიზნად. აფხაზეთში შემოვიდა ყუბანელ კაზაკთა 2000-იანი რაზმი. ამასობაში ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა და საქართველოს მთავრობამ აფხაზეთში საკმაოდ მსხვილი საჯარისო ერთეული გაგზავნა. საქართველოს მთავრობამ აფხაზეთს ავტონომია მიანიჭა, მაგრამ აფსუებს დამოუკიდებლობა უნდოდათ. კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა შეუძლებელი გახდა. გიორგი მაზნიაშვილმა სახალხო გვარდია შეტევაზე გადაიყვანა და დაამარცხა სეპარატისთა რაზმები. 19 ივნისს ქართული ჯარი სოხუმში შევიდა. გვარდიამ წინსვლა გააგრძელა და 16 ივლისს სოჭი აიღო, 26-ში კი ტუაფსე. ქართული მხედრობა ყუბანის ველზეც გაიჭრა და ტუაფსედან 24 კმ-ში ქართველებმა ააფეთქეს მტრის ჯავშანმატარებელი და გაანადგურეს მოწინააღმდეგის 4000-იანი ჯარი. 1918 წლის 11 ნოემბერს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და საქართველო დატოვა. დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა აჭარის ოკუპაცია, რომელიც ოკუპირებული ჰქონდა 1920 წლამდე. 1918 წლის 12 დეკემბერს სომხები ლორესა და ახალციხეში შეიჭრნენ და უიარაღო ქართველი მესაზღვრეები დახოცეს. 20 დეკემბერს ქართული ჯარი კონტრშეტევაზე გადავიდა და ტერიტორიების დიდი ნაწილი გაანთავისუფლა. განწირულ სომხეთს მშველელად ინგლისი გამოუჩნდა. არბიტრის როლი დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიამ იკისრა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ომში გაიმარჯვა, პოლიტიკური შედეგებით იგი დამარცხებული აღმოჩნდა. ინგლისის ჩარევით საქართველოს ლორე დაათმობიეს და ნეიტრალურ ზონად გამოაცხადეს. 1918 წლის 16 დეკემბრერს ე. გეგეჭკორმა ბრიტანეთის სამხედრო მიისას აცნობა, დენიკინი ჯარებს აგროვებს ტუაფსეში და საქართველოს წინააღმდეგ გამოსალაშქრებლად ემგზავრებაო. ჩვენ მზად ვართ დავთმოთ სოჭის მაზრა, თუ იქ დენიკინი არ შევაო. არბიტრის როლი ისევ ინგლისმა იკისრა. როგორც კი ქართული ჯარი სოჭიდან გავიდა, იქ მაშინვე დენიკინის ჯარები შეიჭრნენ. ამის შემდეგ იგი გაგრაში გადმოვიდა. სქართველოს ხელისუფლებამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თავდაცვითი ომისთვის მზადება დაიწყო.1919 წლის ივნისს გეგეჭკორმა პარლამენტს აუწყა დენიკინის არმია საქართველოსკენ დაიძრაო. წითლებთან ბრძოლაში გაამაყებული დენიკინი საქართველოს დამოუკიდებლობას უკვე აღარ აღიარებდა და მხოლოდ ავტონომიაზე იყო თანახმა. ინგლისმა ამ მოთხოვნააზე ხელი ააღებია და სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. შეიქმნა დემილიტარიზებული ზონა. საქართველოს სოჭი დაათმობიეს. 1919 წლის იანვარში ანტიქართულმა ძალებმა შექმნეს ყარსის რესპუბლიკა, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა აჭარაზე და ახალციხე-ახალქალაქის რეგიონებზე. ყარსის რესპუბლიკის ჯარებმა ახალციხე აიღო. ინგლისი და თურქეთი მხარს უჭერდა ყარსის რესპუბლიკას, მაგრამ მას შემდეგ რაც ქართულმა ჯარმა დაამარცხა პროთურქული ძალები, ინგლისმა პოზიცია შეიცვალა. 1919 წლის 14 მარტს საქართველოს მთავრობამ დელეგაცია გაგზავნა ვერსალში. ქართულმა მხარემ წარადგინა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც საქართველოს საზღვრებში უნდა შესულიყო ქუთაისის და თბილისის მაზრები, ბათუმის, სოხუმის და ზაქათალას ოლქები, ყარსის ოლქი და ტრაპიზონის ვილაიეთის ნაწილი. ერთა ლიგას ამ საზღვრებში საქართველო არასდროს უცვნია, მიუხედავად იმისა, რომ ამას დემაგოგები თავგამოდებით ამტკიცებენ. ევროპის სახელმწიფოების ნაწილმა საქართველოს დამოუკიდებლობა ძირითადად 1920-1921 წლებში აღიარა, ისიც ევროპის 9 სახელმწიფომ. სახელმწიფოები, რომლებმაც აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა
1920 წლის აპრილში აზერბაიჯანის გასაბჭოება მოხდა. ჟორდანია აპირებდა აზერბაიჯანის დახმარებას, მაგრამ მათ კურსი რუსეთ-თურქეთის ალიანსზე აიღეს და უომრად შემოუშვეს რუსები. მალე საბჭოთა აზერბაიჯანი თავს დაესხა საქართველოს, მაგრამ დამარცხდა და ვერ შეძლო ჰერეთის წართმევა. 1920 წლის 7 მაისს რუსეთმა და საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას. რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა ქუთაისი-თბილისის გუბერნიებით, ბათუმის, სოხუმის, ზაქათალას ოლქებით. მაგრამ ეს უკანასკნელი გააპროტესტა აზერბაიჯანულმა მხარემ, ამიტომ შეთანხმდნენ, რომ ზაქათალას ოლქის საკითხს საერთაშორისო არბიტრაჟი გადაწყვეტდა. მოგვიანებით ჰერეთი აზერბაიჯანს მიაკუთვნეს, რადგან იგი ბოლო 300 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედიოდა, ჩათვალეს, რომ აზერბაიჯანის ნაწილი იყო. აღნიშნული ტერიტორია 1603 წელს შაჰ-აბასმა ჩამოართვა კახეთის მეფეს, ალექსანდრე მეორეს და სანაცვლოდ ირანში რამოდენიმე სოფელი უბოძა და ჯამაგირი დაუნიშნა. აჭარაში საქართველოს პოზიციას იცავდა სამუსლიმანოს საქართველოს განმანთავისუფლებელი კომიტეტი, რომელსაც მემედ ბეგ აბაშიძე მეთაურობდა. 1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმში გაიმართა ქართველ მაჰმადიანთა ყრილობა, რომელმაც დაადგინა აჭარის საქართველოსთან სამარადისო შეერთება. 1921 წლის კონსტიტუციით აჭარას ავტონომიის სტატუსი მიენიჭა. 1921 წლის 11-12 თებერვალს ლორეს სომხური მოსახლეობა აუჯანყდა საქართველოს, მათ მალე შეუერთდა სომხეთიდან წითელი არმიის ათასეული და აზერბაიჯანიდან მე-11 არმია. კონფლიქტი თავიდან საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტად შეფასდა. მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაიგო მოსახლეობამ, რომ სინამდვილეში რუსები ებრძოდნენ. საქართველოს ყოველი მხრიდან შეუტიეს. 16 თებერვალს რევკომმა ფილიპე მახარაძის თაოსნობით წერილით მიმართა დასახმარებლად ლენინს. მე-11 არმიამ მთელი კახეთი დაიკავა და თბილისს მიუახლოვდა. 18-22 თებერვალს მაზნიაშვილმა და ანდრონიკაშვილმა მოიგერიეს მტრის შეტევა და დიდი ზარალი მაიყენა. მაგრამ ჯიჯიხიამ ამოცანა ვერ შეასრულა და საშუალება მისცა მტერს ავჭალა-მცხეთის გზაზე გაჭრილიყო და ზურგიდან შეექმნა საფრთხე ქართული ჯარისთვის. საბრძოლოდა ფსიქოლოგიური უპირატესობა ქართველების მხარეს იყო. მათ გაანადგურეს დადაატყვევეს მტრის რამოდენიმე ათასი ჯარისკაცი, მაგრამ მტერი შევსებას ღებულობდა ქართველებს კი რეზერვი ელეოდათ. ჟორდანიამ და მინისტრების უმრავლესობამთბილისსი გამაგრება ამაო მსხვერპლად მიიცნია და 24 თებერვალს ჯარების გაყვანის ბრძანება გასცეს. 25 თებერვალს მტერი თბილისში შევიდა. ქართველები მცხეთაში შემდეგ კი გორში გამაგრდნენ. უბრძოლველად არ დაუტოვებიათ არც სურამი და ქუთაისი. ჟორდანიამ ლენინის კაპიტულაციური აქტი უარყო. 1921 წლის 16 მარტს რუსეთი და თურქეთი შეთანხმდა საქართველოს გადანაწილებაზე. თურქებმა აჭარა, ართვინი, არდაგანი და ოლთისი მოითხოვეს. რუსეთს დანარჩენი საქართველო ხვდებოდა წილად. რატომღაც დღეს ამ ფაქტზე ამბობენ, რომ რუსეთმა გადასცა თურქეთს ტაო-კლარჯეთი, ან უფრო მეტიც, გააჩუქა და ამიტომ თურქეთი ოკუპანტი არ არისო. სინამდვილეში რუსეთი აღნიშნულ ტერიტორიებს თურქეთს ვერც გადასცემდა და ვერც აჩუქებდა იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ 1921 წელს რუსეთი ამ ტერიტორიებს საერთოდ არ ფლობდა. სინამდვილეში საქართველოს გადანაწილება მოხდა ორ აგრესორს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ორივე მათგანმა მოახდინა ინტერვენცია საქართველოში. რუსების შემოჭრიდან რამოდენიმე დღეში, თურქეთი თავს დაესხა საქართველოს და დაიკავა ართვინი, არდაგანი და აჭარა. რუსეთს არ უნდოდა აჭარა დაეთმო თურქეთისთვის, მაგრამ თურქები აჭარის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ. საბჭოთა რუსეთი შეუთანხმდა გიორგი მაზნიაშვილს, მოეხსნა ჯარები რუსეთის წინააღმდეგ და აჭარიდან თურქები განედევნა. ქართულმა არმიამ აჭარელ პატრიოტებთან ერთად რეგიონი თურქებისგან გაწმინდა და აჭარა საქართველოს შეუნარჩუნა. 1921წ. 15 მარტი. სტალინი ლენინს წერს: "ართვინ-არდაგანის თურქეთისთვის გადაცემა შესაძლებელია. მაგრამ უფრო შორს მათი შეშვება არ შეიძლება. ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ბათუმი, რადგან ბათუმში განლაგებულია ნავთობის შესანახად საჭირო უამრავი რეზერვუარი. მათი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ნავთობის დაგროვება და ამ ნავთობით შემდგომი ვაჭრობა." აღნიშნული წერილიდანაც ირკვევა, რომ ლენინი ართვინ-არდაგანთან ერთად გეგმავდა თურქეთისთვის დაეთმო აჭარაც, რისი წინააღმდეგიც იყო სტალინი. გაუთვითცნობიერებელი ადამიანი იკითხავს, რატომ არ აღუდგა სტალინი წინ ართვინის და არდაგანის გადაცემასაცო. მიზეზი მარტივია. ეს ყველაფერი გამოიწვევდა რუსეთ-თურქეთის ომს, რომლისთვისაც იმ მომენტში რუსეთი მზად არ იყო. შესაბამისად, ვერც აჭარის განთავისუფლებაში ჩაერია რუსეთი ღიად და მაზნიაშვილის ზურგს უკან მოქმედებდა. როგორც გამოჩნდა, ტერიტორიების დიდი ნაწილი საქართველომ 1918-21 წლებში დაკარგა და მასში წვლილი არა მარტო რუსეთს, არამედ, თურქეთს, დიდ ბრიტანეთს, სომხეთს და აზერბაიჯანსაც მიუძღვის. შესაბამისად, სტალინის მონაწილეობა ქართული მიწების დაკარგვის საქმეში გამოირიცხა. არც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების შექმნაში მონაწილეობდა სტალინი. აფხაზეთს ავტონომია საქართველოს ხელისუფლებამ მიანიჭა 1918 წელს, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზნით, ხოლო სამხრეთ ოსეთის ავტონომია ლენინის მმართველობის დროს, 1922 წელს შეიქმნა და მაშინდელი კონსტიტუციით იგი საქართველოს განუყოფელ ნაწილად იყო აღიარებული. 1924 წლიდან 1929 წლამდე სტალინი საბჭოთა კავშირში პირველი პირის თანამდებობისთვის იბრძოდა.1945 წელს სტალინის ბრძანებით საქართველოს გადაეცა ქლუხორისა და ახალხევის რაიონები. საქართველოს ტერიტორიამ დაახლოებით 80 000 კვ. კმ შეადგინა. თუმცა სტალინის სიკვდილის შემდეგ 1956 წელს მისმა მტრებმა საქართველოს ეს რეგიონები ისევ ჩამოაჭრეს და რუსეთს დაუბრუნს. ცნობილი ფაქტია, რომ 1945 წელს სტალინმა მიზნად დაისახა საქართველოსთვის ისტორიული ტერიტორიების დაბრუნება. მან თურქეთის მისამართით ტერიტორიული პრეტენზიები წამოაყენა. განაცხადა, რომ 1921 წელს თურქეთმა მოახდინა ართვინის, არდაგანის და ყარსის ოლქების ანექსია. თუ კი თურქეთს სურს მოკავშირეობა, მაშინ საზღვრები უნდა გაასწოროსო. წინააღმდეგ შემთხვევაში მოკავშირეობა გამორიცხულიაო. ეს ყველაფერი ფიქსირდება იმდროინდელ გაზეთებში. ქართველი მწერლები და საქართველოს მთელი მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ამ სასიხარულო ამბავს. დაიბეჭდა უამრავი სტატია და მოწოდება ლაზების მისამარტით. სტალინმა შეიმუშავა თურქეთზე თავდასხმის გეგმა ტრაპიზონის-ყარსის და ერზრუმის მიმართულებით. მაგრამ თურქეთს დამცველად ა.შ.შ და ბრიტანეთი მოევლინა. ამიტომაც სტალინი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ჩანაფიქრის განხორციელებაზე. სხვათა შორის, სტალინის ბრძანებით, 1944 წელს საქართველოდან, სამცხე-ჯავახეთიდან აყარეს და გაასახლეს ე.წ "თურქი მესხები" (ეთნიკური თურქები). სულ 120 000 თურქი დამპყრობელი გადაასახლეს შუა აზიაში. სტალინის დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანაში, საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს 300 000-მდე თურქი არ ცხოვრობს და ეს მხარე გაქართველებულია. საქართველოს ტერიტორია სტალინის მმართველობის უკანასკნელ წლებში 80 000 კმ კვადრატს აჭარბებდა. 1761 4-ს მოსწონს |
საერთოდ კიდევ იმას ვიტყვი და გეტყვით რომ როცა ნაკითხობაზე სდებთ თავს და განსაკუთრებით ისტორიის ცოდნაზე, მაშინ ისიც კარგად უნდა მოგეხსენებოდესთ თუ ვის მიერ და როგორ არის დაწერილი ის „ისტორიული ლიტერატურა“ რომლითაც თქვენ სარგებლობთ.
ამდენი კითხვა ცუდია მითუმეტეს მტრის მიერ დაწერილი ისტორიისა. დახედეთ საქართველოს სახელმწიფოს ფაქტობრივ რუკას და ყველა წიგნზე და წყაროზე მეტს მოგახსენებსთ „ვერ დიად“ სტალინზე და მის რუსეთზე.
„ბრმა სიყვარული სიძულვილზე უარესია“
ლორე-კამბეჩოვანი კი დაიკარგა ინგლისის ხელდასხმით, მაგრამ სტალინს ხომ შეეძლო ისტორიული სამართლიანობა აღედგინა და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას დაბრუნებოდა ეს ტერიტორიები?
ჰერეთი ვის პერიოდში გადაეცა აზერბაიჯანს? სოჭის მხარე ვინ გადასცა რუსეთს ლანგრით?
ვინ იდგა "შულავერის კომიტეტის" შექმნის უკან თუ არა სტალინი?
თუ იცით სტატისტიკურად სამამულო ომად წოდებულ ომში რესპუბლიკების მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მსხვერპლი საქართველომ, რომ გაიღო 350 000 დაღუპული ადამიანის სახით?
სტალინი იყო ქართველთმოძულე ტირანი, რომელმაც თავად განაცხადა: "მე ოდესღავ ქართველი ვიყავი და ქართველ ერს მებრძოლი, ამბიციური, მუქთახორა და შოვინისტი უწოდა"!
პ.ს
სტალინს იმ დონის ბოროტება აქვს საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი-ვერ "გაპრავდება".!!!