x
image
თამილა გურაშვილი
სასტიკმა მკვლელმა მილიონერის ქალიშვილი მოკლა ახალ ზელანდიაში
image


22 წლის ტურისტი გოგონა მოკლეს, მილიონერის ქალიშვილი, რომელიც მოგზაურობდა მთელს მსოფლიოში და მოგვიანებით უცბად გაქრა. პოლიციამ მოკლულის გვამი ახალ ზელანდიაში იპოვა. გვამი დამალული იყო ბუჩქებში.ამის შესახებ იტყობინება Daily Mail- ის უცხოური გამოცემა.

გამოძიების მთავარი ვერსიით, მკვლელმა გოგონა იქ დაქირავებული ავტომანქანით მიიყვანა, რომელიც მოგვიანებით ქალაქ ტაუპოდან ჩრდილოეთით 300 კილომეტრის დაშორებით მიატოვა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააპატიმრა. ის 26 წლისაა, მისი სახელი ჯერ კიდევ არ არის გამჟღავნებული. გოგონა ბოლოს 1 დეკემბერს ქალაქ ოკლენდში CityLife სასტუმროში შენიშნეს უცნობ მამაკაცთან. ამ სასტუმროში ცხოვრობდა მილიონერი ქალიშვილი.


სხეული უნდა გამოიკვლიონ, თუმცა რამდენიმე დღეში დაგროვილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ეს არის გრეის მილანი, - ამბობს დეტექტივი სკოტ ბარდი.

20 ნოემბერს, გრეისი მილანი პერუდან ახალ ზელანდიაში ჩავიდა. ის თითქმის ყოველდღიურად ესაუბრებოდა ოჯახს და უყვებოდა, როგორ იყო და რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა.

30 ნოემბერს, მან ბოლო პოსტი გამოაქვეყნა სიტყვებით:

"მე ვფიქრობ, რომ მოგზაურობამ შემცვალა ."

2 დეკემბერი მისი დაბადების დღე იყო, მაგრამ არავის დაუკავშირდა. ცოტა ხნით ადრე შუადღისას წითელი ტოიოტა ჰეტჩბეკი დაიქირავეს, რომელიც შემდეგ იპოვეს მიტოვებული. 5 დეკემბერს, გრეისის ოჯახმა დაწერა განცხადება მისი გაუჩინარების შესახებ.

0
197
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0