x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„იმ სახელმწიფოს დედაც ვატირე, ბასიანს რომ ვერ მოერევა!”
image

ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, მან ორ ახალ­გაზ­რდას­თან ერ­თად, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა თბი­ლი­სის ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­ში მი­ი­ღო. ორი ახალ­გაზ­რდა ამ დრომ­დე კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. შემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­და. სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა ქუ­თა­ი­სის მკვიდ­რია.


გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის დიმა გორ­გი­ძეა. ის სტუ­დენ­ტი იყო და თბი­ლის­ში სას­წავ­ლებ­ლად იყო ჩა­მო­სუ­ლი. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა უკვე გა­და­ას­ვე­ნეს ქუ­თა­ის­ში.


შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებს, რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა.



როცა "ბასიანში" კლუბური ნარკოტიკით ახალგაზრდის გარდაცვალებას გავიგებდი, გული მეწურებოდა ბავშვების, მათი მშობლების და მეგობრების გამო.აქ მთავრდებოდა ტკივილი, რადგან მეგონა მე ეს არ შემეხებოდა, სხვისი ტკივილით ვიფარგლებოდი. დღეს მეც შემეხო, დღეს მეც ჩამომექცა ცა. ჩემი 18 წლის მთასავით ბიჭი, წარმატებული ფეხბურთელი, რომელსაც სიგარეტიც არ მოუწევია, კლუბ "ბასიანში" პირველად გასინჯა. გასინჯა და გაგვიყოლა ამდენი ადამიანი. ათი გაბრუებული იდიოტის გამო გახარიამ ბოდიში მოიხადა და ბასიანი ისევ გახსნეს.მე ვინ მომიხდის დღეს ბოდიშს?რას მიშველის ვინმეს ბოდიში. ულამაზესი ბიჭი უნდა მივაბარო მიწას. ბიძაშვილის შვილი იყო ჩემი. დაუცველი და ბედის ანაბარაა ჩვენი საზოგადოება. იმ სახელმწიფოს დედაც ვატირე ბასიანს რო ვერ მოერევა

image


8
102
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
102
  
2018, 11 დეკემბერი, 22:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2018, 11 დეკემბერი, 19:56
კრიმინალური მენტალიტეტია ამოსაძირკვი უპირველესად, კანონს უნდა მიეცეს გასაქანი და ვინც იმსახურებს სასჯელს უნდა დაისაჯოს, მისი ცნობადობის მიუხედავად.
პოლიციამ რა ქბას, როცა დღეს დაკავებულს ხვალ სასამართლო გირაოს შეუფარდებს და მეორე დღეს თავისუფალია.
2018, 11 დეკემბერი, 18:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2018, 11 დეკემბერი, 12:10
ბასიანს მაშინ საკმაოდ სოლიდური ჯარიმა გადაახდევინეს, როცა ფაქტები დაულაგეს წინ, მაგრამ როგორც ჩანს იგივეს აკეებენ. ყველამ ვიცით ღამის კლუბებში რისთვისაც დადის ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, ბასიანს ლამის საქართველოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია გამოექომაგა.
არ უნდათ პროფილაქტიკის მიზნით პოლიციის ჩარევა ნუ უნდათ, მაშინ ნუ გაიძახიან ახალგაზრდები გვეღუპებაო!
ვინ დაადგინა კლუბური ნარკოტიკი "მსუბუქია" თუ "მძიმე"? ანაკლიაში გამართულ ფესტივალებზე თავად ვხედავდი როგორი დაბოლილი ახალგაზრდობაც დაბოდიალობდა-ესაა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის და კლუბური ნარკოტიკების "მსუბუქ" ნარკოტიკად ჩათვლის შედეგი.
2018, 11 დეკემბერი, 0:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 11 დეკემბერი, 0:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 10 დეკემბერი, 16:17
დაიცვან კიდევ "ბასიანი" და იძახონ ადამიანის უფლებები ირღვევა სპეცრაზმის იქ შესვლითო, ვინც "ბასიანში" სპეცრაზმის შესვლას აპროტესტებდით იცოდეთ, ამ ბიჭის ცოდვა თქვენს კისერზეა.
2018, 10 დეკემბერი, 16:15
უფალო შემინდე და ასეთები არ მეცოდება, ადამიანი ხარ, აზროვნების უნარი გაგაჩნია და როცა ყველგან წერია კლუბური ნარკოტიკი სულაც არაა "მსუბუქი" ნარკოტიკი რატომ იღებ? :(
0 1 8