შალვა ნათელაშვილი:გეუბნებოდით ივანიშვილის გამარჯვება და ქართული მიწების გაყიდვა ერთი იქნება მეთქი?
![შალვა ნათელაშვილი:გეუბნებოდით
ივანიშვილის გამარჯვება და ქართული
მიწების გაყიდვა ერთი იქნება მეთქი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201812/201812071426166227.png)
"გეუბნებოდით ივანიშვილის გამარჯვება და ქართული მიწების გაყიდვა ერთი იქნება მეთქი? ახლა ყოველგვარი დიპლომატიურობის გარეშე გეტყვით----ვინც მას და მის ქალბატონს ხმა მისცა ყველას მიუძღვის ბრალი იმ უბედურებაში, რასაც ჩვენი ხალხის უმიწოდ დატოვება ანუ გაწირვა ქვია."-ასეთ პოსტს აქვეყნებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი "ფეისბუქზე".
![შალვა ნათელაშვილი:გეუბნებოდით
ივანიშვილის გამარჯვება და ქართული
მიწების გაყიდვა ერთი იქნება მეთქი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201812/201812071435166227.png)
დღეს, 7 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ისევ შეუძლიათ.
საქართველოში უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის კანონპროექტი 30 მაისს ქართული ოცნების წევრებმა შეიტანეს, რის მიხედვითაც უცხოელები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვა აიკრძალა.
მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა.