საზოგადოება
სიცილიის მაფიის ლიდერი სეტიმო მინეო, იგივე "ნათლია" დაკავებულია
2018, 5 დეკემბერი, 0:02
იტალიის პოლიციამ, პალერმოში რეიდის დროს, დააკავა სიცილიის მაფიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, 80 წლის სეტიმო მინეო და მაფიის 45 წევრი.
სეტიმო მინეო კოზა-ნოსტრას „ნათლია“ მაისში შეხვედრის დროს გახდა და ამ დროისთვის ერ-ერთ გამორჩეულ მაფიის წევრად ითვლება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მინეომ მაისში ტოტო რინა შეცვალა, რომელიც 1 წლის წინ ციხეში გარდაიცვალა. ტოტო რინას ციხეში ყოფნის დროს კოზა-ნოსტრა უნარშეზღუდული იყო, მაგრამ მისი გარდაცვალების და მინეოს დანიშვნის შემდეგ საგრძნობლად გაძლიერდა. რინა სასჯელს 1992 წლიდან იხდიდა, რადგან მან ორი პროკურორი - ჯოვანი ფალკონი და პაოლო ბორსნონი ააფეთქა.
მაფიას ბრალს უყენებენ გამოძალვის, თაღლითობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენაში. დაპატიმრებისას მინეომ განაცხადა:
"მე არ ვიცი, რატომ ან რისთვის მდებენ ბრალს ან რაზეა საუბარი, ასე მგონია, მე ღრუბლებიდან ჩამოვვარდი" - განაცხადა კოზა-ნოსტრას "ნათლიამ", სეტიმო მინეომ.