x
image
ანა ბეჟაშვილი
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა
image

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა სოფელ ფოკაში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა.

1985 წელს დაბადებული ხ.ტ. -ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

"-ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავების მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ხ.ტ, 1986 წელს დაბადებულმა გ.მ -მ წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. " - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

0
39
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0