შოუბიზნესი ვახტანგ კიკაბიძემ დაარღვია ფიცი და რუსეთში ფარულად კონცერტი ჩაატარა? 2018, 3 დეკემბერი, 12:54 რუსული პრესის ცნობით, 80 წლის მომღერალმა ფარულად კონცერტი გამართა დახურულ კლუბში "შალიაპინი".
Экспресс Газета-ს ინფორმაციით, კიკაბიძე ფარულად ჩამოფრინდა სანკტ-პეტერბურგში და გამართა კონცერტი კლუბში, შთამბეჭდავი ჰონორარის სანაცვლოდ. როგორც გაზეთი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, კიკაბიძეს რამდენჯერმე დაუკავშირდნენ და სთხოვეს კონცერტის გამართვა დახურულ ღონისძიებაზე კლუბ-რესტორან "Шаляпин"-ში, მაგრამ მომღერალმა უარი განაცხადა, თუმცა, როდესაც გაიგო ჰონარარი - 40 000 ევრო, ამის შემდეგ დათანხმდა, თან ამასთან ერთად კონცერტის ორგანიზატორებმა კიკაბიძიძეს სრული კონფედენციალობის გარანტია მისცეს. შეაგახსენებთ, რუსეთი-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, რა დროსაც საქართველომ დამატებით დაკარგა ძირძველი ტერიტორიები, ვახტანგ კიკაბიძემ დაიფიცა, რომ ოკუპანტ ქვეყანაში - რუსეში კონცერტს აღარასდროს გამართავდა. კიდევ ერთი სკანდალი აგორდა რუსეთში კიკაბიძის წინააღმდეგ ამა წლის ივნისში, როდესაც მომღერალმა გერმანულ Deutsche welle-თან ვრცელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ, როდესაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, ძალიან გაუხარდა, მეგობრებთან ერთად დიდი სუფრაც გაშალა და კარგადაც დათვრა. რუსებმა მას უმადურობაში დასდეს ბრალი 2017 6-ს მოსწონს
|