x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჩარლი ჩაპლინი - "მოდით, ყველანი გავერთიანდეთ!"
ჩარლი ჩაპლინი - "მოდით,  ყველანი გავერთიანდეთ!"


არსებობს უამრავი თქმულება, ლეგენდა ადოლფ ჰიტლერის მოთმინების უნარის და აუღელვებლობის შესახებ. მისი მოკვლის მცდელობათა რაოდენობა 40-ს აღემატება. ცნობილია, რომ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, როდესაც მისი მაგიდის ქვეშ დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, ნაციონალ-სოციალისტების ლიდერი წამოდგა და მშვიდად თქვა (თან ყურებიდან სისხლი მოსდიოდა) - "დამპალმა მკვლელებმა ახალი შარვალი გამიფუჭეს!"


ჩარლი ჩაპლინი - "მოდით,  ყველანი გავერთიანდეთ!"


ჰიტლერს ძალიან უყვარდა ფილმების ყურება და როდესაც დროს გამოძებნიდა ყოველ საღამოს ჩვევად ჰქონდა ეყურებინა ერთი ფილმისთვის. როდესაც ტელეეკრანებზე გამოვიდა ჩარლი ჩაპლინის ახალი ფილმი - "დიდი დიქტატორი", რომელიც ჰიტლერის გასაშარჟებლად იქნა გადაღებული, მისი ნახვის შემდეგ ადოლფი სრულად გამოვიდა წყობიდან მუშტებს ურტყამდა მაგიდას და ყვიროდა: "იპოვეთ და მოკალით ჩარლი". რაიხში ჩაპლინი პერსონა ნონგრატად გამოცხადდა და მისი დაპატიმრების ბრძანება გაიცა თუკი ამის შესაძლებლობა იქნებოდა. ჩაპლინმა განაცხადა, რომ იმაზე მეტად ვერავინ გაამასხარავებდა ჰიტლერს, ვიდრე მან საკუთარ თავს გაუკეთა ასეთი რეაქციის გამოხატვით ამ ფილმზე.



ჩარლი ჩაპლინი - "მოდით,  ყველანი გავერთიანდეთ!"


ფილმში ვითარდება შემდეგი ამბავი: ჩაპლინი განასახიერებს ორ პერსონაჟს - დიდ დიქტატორს "ჰინკელს" (ადოლფ ჰიტლერის სახეს) და ასევე ებრაელ დალაქს, რომელიც იმავე ქალაქში ცხოვრობს და ძალიან ჰგავს დიქტატორს, რომელიც მსოფლიოს იპყრობს და ებრაელებს ავიწროებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოსვლის წინა პერიოდში დიდი დიქტატორი ჰინკელი სადღაც დაიკარგება და სპეცსამსახურებს უწევთ იპოვონ მისი შემცვლელი, რომ მსოფლიომ მისი გაუჩინარება არ შეიტყოს და არ მოხდეს არეულობა და აჯანყება. ამიტომ ამ დალაქს აიძულებენ რომ დიდი დიქტატორის როლი მოირგოს და მის მაგივრად გამოვიდეს სიტყვით მთელი მსოფლიოს წინაშე. ებრაელი დალაქი თავიდან დაბნეულია, მაგრამ როდესაც დგება ხალხის წინაშე მიკროფონთან, ის თავის თავში დაგროვილ ფიქრს საუკეთესოდ გადმოსცემს და ამბობს შემდეგ ტექსტს - გთავაზობთ ამ სიტყვით გამოსვლას, რომელიც თავად ჩარლი ჩაპლინმა დაწერა და რომელშიც საუკეთესოდ ჩანს ამ პიროვნების მსოფლხედვა და გენია - კაცი, რომელიც "სულ ჩუმად იყო" ბოლოს ასეთი რამ თქვა:


ჩარლი ჩაპლინი - "მოდით,  ყველანი გავერთიანდეთ!"


"მაპატიეთ, მაგრამ არ მინდა ვიყო იმპერატორი, ეს არაა ჩემი საკეთებელი საქმე. არ მინდა ვმართო ან დავიპყრო ვინმე. ვისურვებდი დავხმარებოდი ყველას თუ შესაძლებელი იქნებოდა: ებრაელს, წარმართს, ფერადკანიანს, თეთრკანიანს. ყველას გვინდა დავეხმაროთ ერთმანეთს, ასეა მოწყობილი ადამიანის ბუნება. გვინდა ვიცხოვროთ ერთმანეთის ბედნიერებით და არა უბედურებით. არ გვჭირდება შევიძულოთ, აბუჩად ავიგდოთ და შევიზიზღოთ ერთმანეთი. ამ ქვეყნად ადგილი ყველასთვის გამოინახება, კეთილი დედამიწა უმდიდრესია, შეუძლია ყველა უზრუნველგვყოს. შესაძლებელია ცხოვრება თავისუფალი და ლამაზი იყოს, მაგრამ ჩვენ აგვებნა გზა!


გაუმაძღრობამ მოწამლა კაცთა სულები, მსოფლიო დაყო სიძულვილის მეშვეობით. თანდათან შეგვიძღვა ტანჯვასა და სისხლისღვრაში. განვავითარეთ სიჩქარე, მაგრამ მასში საკუთარივე თავი გამოვიმწყვდიეთ. მოწყობილობებს, რომელთაც სიუხვე უნდა მოეტანათ, სიღარიბეში ჩაგვყარეს! ჩვენმა ცოდნამ ცინიკოსებად გვაქცია. სიჭკვიანემ კი მკაცრ და უკეთურ არსებებად. ჩვენ ვფიქრობთ ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. ადამიანობა გვჭირდება უფრო მეტად, ვიდრე მონწყობილობები და მანქანები. სიჭკვიანეზე მეტად კი - სიკეთე და შემწყნარებლობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და საბოლოოდ ყველაფერს დავკარგავთ.


თვითმფრინავმა და რადიომ უფრო მეტად დაგვაახლოვა ერთმანეთთან. ამ გამოგონებათა არსობრივი ბუნება ხმამაღლა ღაღადებს ადამიანის კეთილშობილებაზე, საყოველთაო ძმობის შესახებ, ყველა ჩვენგანის ერთიანობისთვის.

ახლაც კი, ჩემი ხმა მილიონობით ადამიანამდე აღწევს მსოფლიოს გარშემო. მილიონობით უიმედო კაცამდე, ქალამდე და პატარა ბავშვამდე, სისტემის მსხვერპლებამდე, სისტემის, რომელიც აწამებს და ატყვევებს უდანაშაულო ხალხს.


მათ ვინც მისმენს კი გეტყვით - ნუ დაკარგავთ იმედს. უბედურება, რაც დღეს თქვენს თავსაა, სხვა არაფერია, გარდა სიხარბის შედეგი და იმ ხალხის გაავგულებისა, ვისაც აშინებთ კაცობრიობის პროგრესი.

ადამიანთა სიძულვილი გაივლის, დიქტატორები დაიხოცებიან, ხოლო ძალაუფლება, რომელიც მათ წაართვეს ხალხს - დაუბრუნდება ხალხს. და სანამ ადამიანი მოკვდავია, თავისუფლება ვერასოდეს გაცამტვერდება!


ჯარისკაცებო! ნუ მიუძღვნით საკუთარ თავს მხეცებს! - ადამიანებს, რომლებიც აბუჩად გიგდებენ, ეზიზღებით და გიმონებენ, რომელნიც განაგებენ თქვენს ცხოვრებას, გეუბნებიან რა აკეთოთ, რა იფიქროთ და რა იგრძნოთ. ვინც გბურღავენ თქვენ, გაშიმშილებენ, გექცევიან, როგორც პირუტყვებს, გიყენებენ საზარბაზნე ხორცად. ნუ გადასცემთ საკუთარ თავს ამ არაბუნებრივ ადამიანებს, მანქანებად ქცეულ ხალხს, მანქანის აზროვნებით და მანქანის გულით.

თქვენ არ ხართ მანქანები, თქვენ არ ხართ საქონელი, თქვენ ადამიანები ხართ! თქვენს გულებში კაცობრიობის სიყვარული ბუდობს. თქვენ არ გძულთ! მხოლოდ უსიყვარულონი გძულთ, უსიყვარულონი და არაბუნებრივნი!


ჯარისკაცებო, ნუ იბრძვით მონობისთვის, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის! წმინდა ლუკას მეჩვიდმეტე თავში წერია: "სამეფო ღვთისა ადამიანებშია", ერთ ადამიანში კი არაა ან ადამიანთა ჯგუფში, არამედ ყველაში ერთად - შენში.

თქვენ - ხალხს გაქვთ შესაძლებლობა და შეგწევთ ძალა შექმნათ მოწყობილობები, გაქვთ შესაძლებლობა, რომ მიაღწიოთ ბედნიერებას. სწორედ თქვენ - ხალხს გაქვთ ძალა იმისა, რომ გახადოთ ეს ცხოვრება თავისუფალი და მშვენიერი. აქციოთ იგი საკვირველ თავგადასავლად. და რადგან ასეა, მოდით, ყველანი გავერთიანდეთ დემოკრატიის სახელით. მოდით, ვიბრძოლოთ ახალი მსოფლიოსთვის, წესიერი სამყაროსთვის, რომელიც მისცემს ხალხს მუშაობის საშუალებას, ახალგაზრდობას მომავალს და მოხუცებულთ - უსაფრთხოებას და დაცულობას.


ამ დაპირებებით ბრუტალური მხეცები აღზევდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ მათ მოიტყუეს. ისინი არ ასრულებენ ამ დაპირებებს, არც არასოდეს შეასრულებენ - დიქტატორები ათავისუფლებენ საკუთარ თავს, ხოლო იმონებენ ხალხს! ახლა კი მოდით, ვიბრძოლოთ ამ დაპირებათა აღსასრულებლად. მოდით, ვიბრძოლოთ მსოფლიოს გასათავისუფლებლად. ერთა გამყოფ წინაღობათა აღმოსაფხვრელად, რომ ამოვძირკვოთ გაუმაძღრობა, სიძულვილი და ერთმანეთის მიუღებლობა. მოდით, ვიბრძოლოთ რაციონალური მსოფლიოსთვის, სადაც მეცნიერება და პროგრესი გაგვიძღვება ყველა დაბადებული ადამიანის ბედნიერებისკენ. ჯარისკაცებო - დემოკრატის სახელით - გავერთიანდეთ!"




კომპანია "Melody Sheep"-მა ჩარლი ჩაპლინის ამ შედევრალური ფილმის ამ საბოლოო სიტყვით გამოსვლის მიხედვით ააწყო მუსიკალური ვიდეო, რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ:




თუ გინდათ ნახოთ "Melody Sheep"- ის სხვა ვიდეოები, მაშინ გადადით შემდეგ ლინკებზე:

1. ადამიანის ტვინი - მეცნიერების სიმფონია

2. დიდი დასაწყისი - მეცნიერების სიმფონია



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
209
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0