x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ თქვენი აპენდიციტი საფრთხეშია
image

აპენდიციტი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელსაც ყველა რასის და ასაკის ადამიანზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ექიმებმა აპენდიციტის თავიდან აცილების მეთოდი ჯერ ვერ აღმოაჩინეს. ეს პრობლემა ჩვეულებრივ გამოწვეულია უცხო სხეულით, რომელიც აპენდიქსს ბლოკავს, რაც ბაქტერიებს და ნარჩენების დაგროვებას იწვევს.


აი, რამდენიმე ზოგადი ნიშანი, რომლებიც აპენდიქსის პრობლემას იწვევს


მუცლის ტკივილი (ჩვეულებრივ ყრუ)


აპენდიციტი მუცლის ტკივილს უკავშირდება. ეს ტკივილი შეიძლება სხეულის მარჯვენა მხარეს გამოვლინდეს. ბევრი ადამიანი აღწერს ყრუ ტკივილს და სპაზმს. თუ ანთება უარესდება, ტკივილი უფრო მარჯვენა მხარეს მწვავე ხდება. ასევე ზოგჯერ შეიძლება წელის არეში ან ზურგის ქვედა ნაწილში ტკივილი იგრძნოთ.


ღებინება და გულისრევა კუჭის სხვა დარღვევებთან ერთად

აპენდიციტის პრობლემის დროს პაციენტებს ხშირად საჭმლის მონელების პრობლემები აქვთ. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს ღებინება მუცლის ტკივილთან ერთად. ზოგჯერ შეიძლება იგრძნოთ, რომ უბრალოდ სუსტად ხართ. ასევე შეიძლება საჭმლის მონელების სხვა პრობლემებიც გქონდეთ, როგორიცაა დიარეა და ყაბზობა.


მადის სრული დაქვეითება

როცა თქვენ კუჭ-ნაწლავის პრობლემები და ტკივილი გაწუხებთ, საკვები უკანასკნელია, რაზეც შეიძლება იფიქროთ. ეს დაკავშირებულია გულისრევასთან, ანუ ღებინების შიშთან, რაც საერთო სიმპტომს წარმოადგენს.

მადის დაქვეითება ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა თქვენ ფეხმძიმედ ხართ. ეს თქვენს კუჭს ნაკლები საკვების მიღებას აიძულებს, რადგან მონელების პროცესი უფრო მეტ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ ამ სიმპტომს ორსული ქალები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ.


ტკივილი და სირთულე შარდვის დროს

აპენდიციტის გამო თქვენი შარდის ბუშტიც იტანჯება, რაც ძლიერი ტკივილით და შარდვის გართულებით გამოიხატება. ამ სიმპტომების გამომწვევი მთავარი მიზეზებია ანთება და ინფექცია. ეს შეიძლება იყოს ჩაკეტვის მიზეზი, რაც თირკმლებზე გავლენას ახდენს. ამგვარად, თუ პრობლემა შარდის ბუშტზე და სხეულის სხვა ნაწილზე გადადის, ამან სხვა სამედიცინო გართულებებიც შეიძლება გამოიწვიოს.


ტკივილი სწორ ნაწლავში

თუ აპენდიქსი სხეულში ახალ ადგილას გადაადგილდება, ამან სწორ ნაწლავში შეიძლება ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს. პროცესი კუჭის გაღიზიანებით იწყება, მაგრამ მდგომარეობა ჩვეულებრივ უარესდება. ექიმებმა შეიძლება ამ სიმპტომს ყურადღება არ მიაქციონ, თუ რექტალური გამოკვლევა არ ხდება. ასევე შეიძლება ზურგის ქვედა ნაწილში იგრძნოთ ტკივილი, რადგან აპენდიქსი გრძელდება და დაუმუშავებელი ხდება.


ასევე დაგაინტერესებთ:

ორგანიზმი ამ პროდუქტების გადამუშავებას ვერ ახერხებს, თუ ნაღვლის ბუშტი არ გაქვთ
როგორ აღვადგინოთ ღვიძლი და მოვიშოროთ ზედმეტი წონა 30 დღეში
კვების ცხრილი: ორგანიზმი თავად მიგანიშნებთ, თუ რა აკლია
ეს ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევები თირკმელებს ანადგურებს
რატომ არის საშიში დაბალი არტერიული წნევა და როგორ ვუმკურნალოთ მას
ფარისებრი ჯირკვალი ამ პროდუქტების გამო მადლობას გეტყვით
სისხლის ცუდი ცირკულაციის 5 ნიშანი - ყურადღება მიაქციეთ
ინფარქტის 5 ნიშანი ქალებში: რომელი სიგნალის უგულებელყოფა არ შეიძლება?!
თუ მაღალი არტერიული წნევა გაწუხებთ - ეს 3 რეცეპტი პრობლემას მოგიგვარებთ!
0
1198
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0