სისხლის სამართალი ლისის ტბაზე 18 წლის გოგომ 1,5 წლის ბავშვი იმსხვერპლა 2018, 30 ნოემბერი, 14:24 ტრაგედია რამდენიმე დღის წინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დატრიალდა.
მამასთან ერთად ტროტუარზე ერთად და-ძმას ავტომანქანა დაეჯახა, რომელსაც 18 წლის გოგო მართავდა, ავტოავარიას 1, 5 წლის ტასო შეეწირა. "ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. ბავშვის მამა შვილებს ასეირნებდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა, რომელსაც პატარა გოგო მართავდა… გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, გადაჯეგა ყველაფერი, რაც გზად შეხვდა და 1.5 წლის ანგელოზივით ბავშვი, ულამაზესი და უსაყვარლესი გოგონა შეიწირა, ისეთი მძიმე მოსაყოლია დეტალები, რაც იქ მოხდა, რომ ვერც კი დავწერ აქ. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ამ ოჯახში, მთელი ოჯახი განადგურებულია..."წერს სოციალურ ქსელში "ჩემი სამყარო". შსს ადასტურებს მომხდარ ფაქტს, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი, 18 წლის გოგონა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. 653 10-ს მოსწონს
|