"ძლიერი მამაკაცი აღმოჩნდა, ოთხმა კაცმა ძლივს მოვახერხეთ ის მოგვეშორებინა თვითმფრინავის გასასვლელი კარისაგან და ქამრებით შეგვეკრა"-განაცხადა ინციდენტის ერთერთმა მონაწილემ.
მოსკოვი-კიშინიოვის ავიარეისზე მამაკაცი შეეცადა გაეღო თვითმფრინავის ჰერმეტულად დახურული კარი მაშინ, როცა თვითმფრინავი 10 კილომეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა მიწიდან. თვითმფრინავში ამ დროს სხვა მგზავრებთან ერთად იმყოფებოდა, მოლდავეთის სოციალისტური პარტიის 9 წევრი, რომლებიც მოლდავეთის პარლამენტის დეპუტატები იყვნენ და მოსკოვში ჩატარებული შეხვედრების მერე ბრუნდებოდნენ სამშობლოში. სწორედ ამ დეპუტატების დროული ჩარევის შედეგად იქნა აცილებული კატასტროფა თვითმფრინავის ბორტზე.
ინციდენტის მონაწილე მოლდაველმა დეპუტატებმა გრიგორი ნოვაკმა და ბოგდან ცირდიამ გააკეთეს კომენტარი თვითმფრინავის დაშვების მერე “Аргументов и фактов в Молдове” -ს კორესპონდენტთან.
"ჩვენ ვიყავით 10 კილომეტრ სიმაღლეზე, როცა ჩვენთან მოვიდა ბორტგამცილებელი გოგო და გვთხოვა დახმარება. მან სწრაფად გვითხრა, რომ ერთერთ მგზავრს უნდა გააღოს თვითმფრინავის კარი და გადახტეს თვითმფრინავიდან. წამოვდექით და დროულად მივუსწარით მამაკაცს, რომელიც ცდილობდა თვითმფრინავის ჰერმეტულად დახურული კარის გაღებას.
პირველად მოვაშორეთ, როგორც იქნა კარს მერე კი დავუწყეთ დამშვიდება წყნარი ხმით, მგზავრებს შორის პანიკა, რომ არ დაწყებულიყო.
ყველა ვინც მიხვდა თუ რა ხდებოდა ძალიან შეშინდა, ამასობაში ჩვენი კოლეგებიდან კიდევ ორი მამაკაცი შემოგვიერთდა.
მამაკაცი იმდენად აგრესიული იყო პირველად, რომ იძულებული გავხდით ძალა გამოგვეყენებინა, ძლივს მოვახერხეთ ოთხმა კაცმა მისთვის ზურგსუკან შეგვეკრა ხელები ქამრით და ასევე შეგვეკრა მისთვის ფეხები, რადგან მისი ქმედება საფრთხეს უქმნიდა, მთელ თვითმფრინავს, მოგეხსენებათ თვითმფრინავის ჰერმეტულობის დარღვევას 10 კილომეტრ სიმაღლეზე რაც მოჰყვებოდა.
მამაკაცის დამშვიდებას საკმაოდ დიდხანს მოვუნდით და როცა დავრწმუნდით, რომ უკვე სრულად დამშვიდდა ხელებზე ქამარი შევუხსენით.
მგზავრების დიდმა ნაწილმა ვერც კი გაიგო თუ რა საფრთხის წინაშე ვიდექით, რადგან მამაკაცის კარიდან მოშორების დროს და მას მერეც, მას ყოველგვარი ყვირილის და აყალმაყალის გარეშე ვესაუბრებოდით თვითმფრინავის კიშინიოვის აეროპორტში დაჯდომამდე.
როგორც აღმოჩნდა მამაკაცს დაეღუპა ოჯახი ავტოკატასტროფაში და ის შეეცადა თავადაც დაემთავრებინა სიცოცხლე, თვითმფრინავის კარის გაღების მცდელობისას ის არ იყო ადექვატური.
თვითმფრინავის დაშვების მერე ის წაიყვანა პოლიციამ. ბორტგამცილებელმა გოგონებმა გულწრფელი მადლობა გადაგვიხადეს, თავად ავიაკომპანია “Air Moldova”წარმომადგენლებს კი არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ"-განაცხადეს დეპუტატებმა მომხდარის კომენტირებისას.