x
image
ზოგადი განათლება
''ეს ყველაზე ცუდი არჩევნებია, რომელიც საქართველოს ბოლო წლებში ჩაუტარებია'' - მალგოჟატა გოშევსკი; საერთაშორისო დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებს უმკაცრესად აფასებენ

''ეს ყველაზე ცუდი არჩევნებია, რომელიც საქართველოს ბოლო წლებში ჩაუტარებია'' - მალგოჟატა გოშევსკი; საერთაშორისო დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებს უმკაცრესად აფასებენ

image
2018 წლის 28 ნოემბერს ჩატარებულ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საერთაშორისო დამკვირვებლები უმკაცრესად აფასებენ.
გთავაზობთ სხვადასხვა დამკვირვებლისა თუ ორგანიზაციის კომენტარებს.

***

"ჩვენ ძალზე გვაშფოთებს ნეგატიური კამპანია და მძაფრი ბრალდებები კანდიდატების მხრიდან. 28 ოქტომბერს ეს გაუარესდა, მათ მიაღწიეს მიუღებელ დონეს, რომელმაც შეიძლება რისკი შეუქმნას დემოკრატიის კონსოლიდაციას ქვეყანაში, რომელსაც ამ რეგიონში ლიდერად მივიჩნევთ... ის ფაქტი, რომ ამომრჩევლებმა ვერ შეძლეს კენჭისყრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე დიდი შეშფოთების საგანია. ამ მოქალაქეთა დავიწყება და მათი ბედის ანაბარად მიტოვება არ შეიძლება. თარიღის არჩევა მეორე რაუნდის კენჭისყრისთვის არ გამოხატავდა ყველა ამომრჩევლის ინტერესს და ინკლუზიურადაც ჩატარდა, რამაც აღძრა ეჭვები, რომ პოლიტიკურად მოტივირებული იყო. დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც შევიტყეთ 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერაზე. ჩვენ გვესმის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესის შედეგი იყო, მაგრამ ფაქტმა, რომ ასეთი სერიოზული პოლიტიკური და ფინანსური გადაწყვეტილება გამოცხადდა საკამათო მეორე რაუნდის წინ რამდენიმე დღით ადრე, თანაც იგი მმართველი პარტიის თავმჯდომარის ორგანიზაციის სახელით გაჟღერდა, გარკვეული ეჭვი შეიტანა ამომრჩეველთა გონებაში. ეს წარმოშობს სამართლებრივ ეჭვს, თუ რა არის ამ ნაბიჯის ჭეშმარიტი განსაზღვრება. ეს ფართომასშტაბიანი აქცია შეიძლება მივიჩნიოთ ამომრჩეველთა ხმების ყიდვად. როგორც ჩვენ ერთობლივ განცხადებაში აღვნიშნავთ მეტი სინათლე სჭირდება ასეთ საკითხს, როგორიცაა ვალების ჩამოწერა“, - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ლაიმა ლიუსია ანდრიკიენე
image

***

სამწუხაროდ, მკაცრი, ნეგატიური და ზოგჯერ ძალადობრივი რიტორიკის გამოყენებამ დიდი ჩრდილი მიაყენა კამპანიას და ხელი შეუწყო დაძაბულობის ზრდას საარჩევნო გარემოში. მე მინდა გამოვთქვა შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით და დამკვირვებელთა თვალთვალზე არჩევნების დროს, “- ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარგარეტა სედერფელტი.

***

„დემოკრატიული მმართველობა საქართველოს ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია, ამან ქვეყანა ავტორიტარული მეზობლებისგან გამოარჩია და მას ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა მისცა. ამ მონაპოვრის დაკარგვას განუზომლად დიდი ფასი ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ცხოვრებაც ამ კამპანიის მსგავსად არ წარიმართოს.” მეორე ტურამდე პერიოდი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციით და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას და - შეიძლება ითქვას - ნორმებს არღვევდა. მეორე ტურს შორის კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა, შიშის შემცველი მესიჯებითა და არასტაბილურობის შესახებ მუქარებით. არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა. გამოიკვეთა ბრალდებები ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით" - ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაცია
image

***

"პირადად ვნახეთ სიტუაციები, როდესაც ადამიანები სურათებს უღებდნენ ბიულეტენებს, რომ დაედასტურებინათ კონკრეტული კანდიდატისთვის ხმის მიცემა, ვიყავით სოფელ იმირში, სადაც ჩვენი თვალით ვნახეთ დამწუხრებული და სასოწარკვეთილი ადამიანები, რომლებსაც წაართვეს არჩევანის უფლება. რაც ჩვენ იქ ვნახეთ, ნამდვილად არ არის დემოკრატია. მე ბოლო წლების განმავლობაში ყველა არჩევნებს ვესწრებოდი საქართველოში და შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, განსაკუთრებით მეორე ტური, “- პოლონეთის სეიმის წევრი, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მალგოჟატა გოშევსკამ
image
1
188
3-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
188
  
2018, 30 ნოემბერი, 23:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1